title

           

"დავიყვანოთ ნულამდე" - შიდსის მსოფლიო დღის თემა შერჩეულია

1 ნოემბერი, 2011 წელი

"დავიყვანოთ ნულამდე" – ასეთი თემა შეირჩა წელს შიდსის მსოფლიო დღის, 1-ლი დეკემბრის, კამპანიისთვის, და ეს ახალი თემა დარჩება 2015 წლამდე. იგი შესანიშნავად ეხმიანება UNAIDS-ის სტრატეგიულ მიზანს "ნული," რაც ნიშნავს: "ნული ახალი აივ ინფექცია. ნული დისკრიმინაცია. ნული სიკვდილი შიდსის გამო."

შიდსის მსოფლიო დღის კამპანიისთვის, თემა "დავიყვანოთ ნულამდე," შეირჩა აივ ინფიცირებულ ადამიანებთან, ჯანმრთელობის დაცვის დარგის აქტივისტებსა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან ინტენსიური კონსულტაციების შემდეგ.

"ამ თემას მართლაც შესანიშნავი პოტენციალი აქვს კრეატიული, მნიშვნელობით აქტუალური და შინაარსობრივად გამომხატველობითი კამპანიის ჩასატარებლად," ამბობს აფრიკის შიდსის მსოფლიო დღის კამპანიის დირექტორი ლინდა მაფუ. "ჩვენი ორგანიზაცია ძირითად აქცენტს გააკეთებს ამოცანაზე "ნული სიკვდილი შიდსის გამო." სხვებმა შეიძლება აირჩიონ რომელიმე სხვა, ან სულაც სამივე კომპონენტი ერთად. დროა, მთელი ჩვენი წარმოსახვა გამოვიყენოთ და ავუხსნათ ყველას და თითოეულს, რომ მიზანი "დავიყვანოთ ნულამდე" მიღწეულ უნდა იქნეს," – დასძენს იგი.

შიდსის მსოფლიო დღის კამპანიის თემის შერჩევისას, გადამწყვეტი არგუმენტი იყო არჩევანის თავისუფლება რეგიონების, ქვეყნებისა და სხვა მონაწილეებისთვის, თავად შეარჩიონ ერთი ან რამდენიმე მიზანი "ნული" იმის მიხედვით, თუ რომელი მიზანი უფრო აქტუალურია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, და UNAIDS-ი სრულად უჭერს მხარს ასეთ მიდგომას.

"დავიყვანოთ ნულამდე" – საერთო სტრატეგიული ამოცანაა აივ საწინააღმდეგო ქმედებების სფეროში, უახლოესი ხუთი წლის განმავლობაში. რომელიმე ერთი რიგი ქვეყნებისთვის, ძირითადი პრიორიტეტი შეიძლება იყოს "ნული დისკრიმინაცია," ხოლო სხვა ქვეყნებისთვის – "ნული სიკვდილი შიდსის გამო." მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ ასეთი მიდგომები ადგილებზე რეალურ საჭიროებებსა და სიტუაციებთან" – განაცხადა ჯიბრილ დიალომ, UNAIDS-ის დირექტორმა საინფორმაციო-პროპაგანდისტული საქმიანობის დარგში.

მოსალოდნელია, რომ წლევანდელ შიდსის მსოფლიო დღის კამპანიაში განსაკუთრებით მაღალი იქნება სამოქალაქო საზოგადოების აქტიურობა, რადგან ამ დღეს, 2011 წლის 1 დეკემბერს, ზუსტად 6 თვე რჩება აივ/შიდსის საერთაშორისო კონფერენციის დაწყებამდე ვაშინგტონში. გარდა ამისა, წელს შესრულდა 30 წელი, მსოფლიოში შიდსის პირველი შემთხვევის დარეგისტრირებიდან. შიდსის მსოფლიო დღე იქნება პლატფორმა, პატივი მივაგოთ პირველ აქტივისტებს, რომლებიც ემხრობოდნენ ეპიდემიის საწინააღმდეგო ღონისძიებების რეალიზაციის საჭიროებას.

შიდსის მსოფლიო დღე აღინიშნება ყოველწლიურად, 1 დეკემბერს. ამ დღეს მილიონობით ადამიანი მთელს მსოფლიოში ერთიანდება, რათა პატივი მიაგოს აივ ინფექციით გარდაცვლილთა ხსოვნას, აღნიშნოს მიღწეული წარმატებები ეპიდემიასთან ბრძოლაში და დაადასტუროს საკუთარი მზაობა ეპიდემიის დასრულებისთვის.

 

 

 

 

 

Copyright © AIDS Center
2013