title

           

1 დეკემბერი შიდსის მსოფლიო დღე / 1 December World AIDS DAY
AIDS

პრესრელიზი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მოწოდებით 1988 წლიდან 1 დეკემბერი აღინიშნება შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღედ. მიუხედავად მთავრობების, სახელმწიფო თუ არასამთავრობო ორგანიზაციების, ექიმების აქტიური მუშაობისა, აივ /შიდსი კვლავ რჩება მსოფლიოს ერთ ერთ უდიდეს სოციალურ, ეკონომიკურ და სამედიცინო გამოწვევად.

გაეროს შიდსის პროგრამის (UNAIDS) მოწოდებით 2017 წლის შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღის დევიზია ”ჩემი ჯანმრთელობა, ჩემი უფლება!”, რაც გულისხმობს, რომ ყველა ადამიანს აქვს ჯანმრთელობის უფლება. ყველასათვის სამედიცინო მომსახურება და მკურნალობა უნდა იყოს ხელმისაწვდომი, ხარისხიანი და დისკრიმინაციის გარეშე.

საქართველო უკვე 26-ე წელია ტრადიციულად უერთდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებს შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღის აღნიშვნაში. საპირველდეკემბრო კამპანიის ფარგლებში შიდსის ცენტრი და საქართველოს შიდსის ასოციაცია ოფიციალურად წარადგენს ინიციატივას - „დავასრულოთ შიდსის ეპიდემია საქართველოში!“

ინიციატივა ითვალისწინებს ეპიდემიის სრულ დამარცხებას UNAIDS-ის 90-90-90 მიზნების შესრულების გზით. საქართველოში პრაქტიკულად უკვე სრულდება არვ მკურნალობისა და ვირუსის სუპრესიის მიზნები (მე-2 და მე-3 მიზნები). 2004 წლიდან საქართევლომ პირველმა და ჯერჯერობით ერთადერთმა აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში, უზრუნველყო არვ მკურნალობაზე უნივერსალური ხელმისაწვდომობა, რაც ასახულია WHO-ს და UNAIDS-ის ოფიციალურ დოკუმენტებში.

შესასრულებელია გამოვლენასთან დაკავშირებული პირველი მიზანი. ამ გზით შესაძლებელი იქნება მიღწეულ იქნას ეპიდემიის დასრულების კრიტერიუმი - აივ/შიდსის ახალი შემთხვევების შემცირება სულ ცოტა 90%-ით.

სადღეისოდ, შიდსის ეპიდემიის დაძლევის ყველაზე პერსპექტიული მიმრათულებაა ე.წ. მკურნალობა პრევენციისათვის. ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენეს, რომ აივ ინფიცირებული, რომელიც იმყოფება ხარსიხიან არვ მკურნალობაზე და მის ორგანიზმში აივ-ის კონცენტრაცია არაგანსაზღვრადია, მაშინ ეს პირი განეიტრალებულია როგორც ინფექციის წყარო და ის ინფექციას აღარ ავრცელებს. შესაბამისად სტრატეგია „მკურნალობა პრევენციისათვის“ ითვალისწინებს ყველა აივ/შიდსით ავამდყოფის გამოვლენას, მათ დაუყოვნებლივ ჩართვას სამკურნალო სერვისებში და ვირუსის არაგანსაზღვრადი დონის უზრუნველყოფას.

=
რაგანსაზღვრადი = რაგადამდები

საქართველოს გააჩნია შესაბიმისი ადამიანური და ტექნიკური პოტენციალი, რათა ეფექტურად და უმოკლეს დროში აღმოფხვრას არსებული გამოწვევები და რეალურ პრაქტიკაშ განახორციელოს სტრტაგეია მკურნალობა პრევენციისათვის, რაც საფუძველს ჩაუყრის ქვეყანაში შიდსის ეპიდემიის დასასრულს.

აივ/შიდსი მსოფლიოში UNAIDS-ის მონაცემებით 2016 წელს:

  • მსოფლიოში 36.7 მილიონი აივ/შიდსით ავადმყოფი იყო,
  • დაინფიცირდა 1.8 მილიონი და გარდაიცვალა 1 მილიონი ადამიანი,
  • 20.9 მილიონი იმყოფება არვ თერაპიაზე.

აივ ინფექცია/შიდსის ეპიდსიტუაცია საქართველოში

2017 წლის 1 დეკემბრის მონაცემებით საქართველოში რეგისტრირებულია აივ/შიდსის 6711 შემთხვევა, მათგან 5013 მამაკაცი და 1698 ქალია:

  • საქართველო მსოფლიო სტატისტიკის მიხედვით კვლავ მიეკუთვნება დაავადების დაბალი გავრცელების ქვეყნებს.
  • შიდსის პირველი შემთხვევა ჩვენს ქვეყანაში 1989 წელს დაფიქსირდა.
  • აივ/შიდსით ავადმყოფების სავარაუდო რიცხვია 12000
  • შიდსი განუვითარდა 3648 ავადმყოფს და 1339 გარდაიცვალა
  • უკანასკნელი წლების დინამიკა მიუთითებს, რომ ქვეყანაში აღინიშნება აივ/შიდსის ახალი შემთხვევების ნელი, მაგრამ სტაბილური ზრდა

AIDS

  • 2017 წლის პირველ 11 თვეში გამოვლინდა აივ/შიდსის 577 ახალი შემთხვევა
  • არვ მკურნალობას იტარებს 3994 პაციენტი, მათგან 41 – ბავშვია.
  • აივ/შიდსის ახლად გამოვლენილ შემთხვევებში ინფექციის გადაცემის გზების განაწილების ყოველწლიური დინამიკა მიუთითებს ნარკოტიკების ინექციური მომხმარებლების ხვედრითი წილის შემცირებას, სქესობრივი გზით ინფიცირების შემთხვევების მატების ხარჯზე
  • 2011 წლიდან აივ/შიდსის ჰეტეროსექსუალური გზით გადაცემის შემთხვევების რაოდენობა აჭარბებს ნარკოტიკების ინექციური მოხმარებით ინფიცირების შემთხვევებს.
  • 2011 წლიდან ასევე აღინიშნება აივ/შიდსის მამაკაცებს შორის სქესობრივი კონტაქტით (მსმ) გადაცემის მკვეთრი ზრდის ტენდენცია, რომელიც მაქსიმუმს (20%-ს) აღწევს 2015 წლისთვის. ეს ტენდენცია სტაბილურად შენარჩუნებულია.

აივ-ინფიცირებულთა მზარდი რაოდენობის შესამცირებლად შიდსის ცენტრი და საქართველოს შიდსის ასოციაცია ინიციატივით გამოდის, რომლის დევიზია:

გამოვიკვლიოთ ყველა,

ვუმკურნალოთ ყველას,

დავასრულოთ

შიდსის ეპიდემია საქართველოში!

1 დეკემბერს 10:30 საათზე სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის და საქართველოს შიდსის ასოციაციის ორგანიზებით, შიდსის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართება.

კონფერენციაზე განხილული იქნება ქვეყანაში არსებული მდგომარეობა, ტენდენციები და შიდსის ეპიდემიის დასრულების სამოქმედო ინიციატივა. ასევე ყურადღება გამახვილებული იქნება ნარკოტიკების ინექციურ მომხმარებლებში, მსმ-ებში (მამაკაცის სექსი მამაკაცთან) და სექს მუშაკებში აივ/შიდსის გავრცელების საკითხები.

შიდსის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე მოწვეულნი არიან სამთავრობო, არასამთავრობო, კერძო, ჯანდაცვის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმოამდგენლები.

 

 

 

 

 

Copyright © AIDS Center
2017