title

           

აივ/შიდსის, აივ/ვირუსული ჰეპატიტებისა და აივ/ტუბერკულოზის მკურნალობის ახალი სტრატეგიები და მენეჯმენტი
 
ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ს/პ ცენტრი


 

2013 წლის 3-4 ივნისს, ქ. თბილისში, ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრში ჩატარდა სიმპოზიუმი "აივ/შიდსის, აივ/ვირუსული ჰეპატიტებისა და აივ/ტუბერკულოზის მკურნალობის ახალი სტრატეგიები და მენეჯმენტი".

საქართველოს მხრიდან, სიმპოზიუმის ორგანიზატორი იყო ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი.

სიმპოზიუმი ჩატარდა "ღია საზოგადოება საქართველოს ფონდისა (OSGF) და ამერიკულ-ავსტრიული ფონდის (American Austrian Foundation - AAF) ხელშეწყობით".

სიმპოზიუმზე მომხსენებლები იყვნენ: ბ-ნი Roy Gulick (Weill Cornell Medical College-ის ინფექციურ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მედიცინის პროფესორი) და ბ-ნი Matthias Handorfer (ქ. ვენის სამედიცინო უნივერსიტეტის შინაგანი მედიცინის დეპარტამენტი, გასტროენტეროლოგიისა და ჰეპატოლოგიის განყოფილება).

სიმპოზიუმის მუშაობაში მონაწილეობდნენ აგრეთვე, ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის ექიმები, რეზიდენტები და სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები.

სიმპოზიუმზე განხილულ იქნა აივ/შიდსის, აივ/ვირუსული ჰეპატიტებისა და აივ/ტუბერკულოზის საკითხები, მათ შორის, მკურნალობის თანამედროვე მიდგომები, სტრატეგიები და მენეჯმენტი. განხილულ იქნა საინტერესო კლინიკური შემთხვევები.

სიმპოზიუმის მონაწილეები გაეცნენ ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის განყოფილებების მუშაობას, ლაბორატორიულ აღჭურვას, ინახულეს სტაციონარული ავადმყოფები და გაეცნენ მათი მკურნალობის ტაქტიკას.

 

 

 

 

 

 

 

Copyright © AIDS Center
2013