title

           

ეროვნული ტრეინინგ ვორკშოპი "აივ/შიდსის კლინიკური მენეჯმენტი"

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

ევროპის რეგიონული ბიურო

ეროვნული ტრეინინგ ვორკშოპი "აივ/შიდსის კლინიკური მენეჯმენტი"

თბილისი, საქართველო, 11–12 აპრილი, 2012

 

2012 წლის 11-12 აპრილს, თბილისში, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრში ჩატარდა ეროვნული ტრეინინგ ვორკშოპი "აივ/შიდსის კლინიკური მენეჯმენტი".

ვორკშოპის ორგანიზატორები იყვნენ: ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიურო, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აივ/შიდსის და სგგი პროგრამის კოორდინატორი (ა. გამყრელიძე), ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი (თ. ცერცვაძე – გენერალური დირექტორი).

ვორკშოპს წარუძღვა შიდსის დარგში მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი სპეციალისტი, კოპენჰაგენის უნივერსიტეტის აივ პროგრამის დირექტორი, ბ-ნი იენს ლუნდგრენი.

ვორკშოპის მუშაობაში მონაწილეობდნენ საქართველოში აივ/შიდსის დარგში დასაქმებული სპეციალისტები თბილისსა და რეგიონებში (ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი).

ვორკშოპზე დაწვრილებით იქნა განხილული საკითხები:

  • აივ/შიდსი საქართველოში – მიმოხილვა;

  • არვ მკურნალობა მოზრდილებსა და მოზარდებში;

  • არვ მკურნალობა პრევენციისათვის;

  • აივ თანმხლები არაინფექციური დაავადებების პრევენცია და მენეჯმენტი;

  • აივ პაციენტებში ვირუსული ჰეპატიტების მენეჯმენტი;

  • აივ/ვირუსული ჰეპატიტი C კოინფექცია. ეროვნული გაიდლაინის მიმოხილვა;

  • ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 2012 წლის განახლებული კლინიკური პრაქტიკის გაიდლაინების მიმოხილვა.

 

 

 

 

 

Copyright © AIDS Center
2013