title

           

შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის დღისადმი ჩატარებული აქცია

 

პროექტს აფინანსებს ევროკავშირი კონტრაქტორი პარტნიორი

 

"მზე ყველას თანაბრად გვათბობს"

"ბუკიას ბაღი" (13:00 – 16:00)

საზოგადოებრივმა გაერთიანება "ბემონმა" და აღმოსავლეთ-დასავლეთის შიდსის ფონდმა (AFEW, Netherlands), ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, 15 მაისს, შიდსით დაავადებულთა დახმარების ფონდთან ერთად მოაწყო ღონისძიება – `მზე ყველას თანაბრად გვათბობს~, რომელიც მიეძღვნა შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის საერთაშორისო დღეს.

აქციას ასევე ესწრებოდნენ შიდსის ცენტრის, ორგანიზაცია "რეალური ხალხი – რეალური ხედვა" და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები.

`ბუკიას ბაღის~ მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგებულ ადამიანების ფიგურებზე, აივ ინფიცირებულებისა და შიდსით დაავადებულთა ისტორიები იყო განთავსებული; აქციის მონაწილეებს საშუალება ქონდათ გაცნობოდნენ ამ ისტორიებს; მოხალისეები მათ უხსნიდნენ ამ დღის მნიშვნელობას, აწვდიდნენ აივ/შიდსის შესახებ ინფორმაციას, ურიგებდნენ აივ/შიდსის შესახებ საინფორმაციო მასალებს. აქციაში მონაწილეებს გადაეცათ სამახსოვრო საჩუქარი – მცირე ზომის კაქტუსები, რომელიც მათ ყოველთვის გაახსენებს ამ დღეს და აივ/შიდსთან დაკავშირებულ პრობლემებს.

აქციამ საშუალება მოგვცა, პატივი მიგვეგო შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნისთვის; გამოგვეხატა მხარდაჭერა აივ/შიდსით დაავადებულთა მიმართ; წვლილი შეგვეტანა აივ/შიდსთან ასოცირებული სტიგმისა და დისკრიმინაციის აღმოფხვრაში.

 

 

 

Copyright © AIDS Center
2013