title

           

შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის საერთაშორისო დღე

15 მაისი, 2011

 

გავუფრთხილდეთ სიცოცხლეს . . .

დავძლიოთ სტიგმა, გავზარდოთ ხელმისაწვდომობა, დავიცვათ აივ ინფიცირებულთა უფლებები

შევუერთდეთ მსოფლიოს აივ და შიდსის წინააღმდეგ ბრძოლაში

 

2011 წლის 15 მაისს, ასეულ ათასობით ადამიანი მსოფლიოში, სანთელს დაანთებს შიდსით გარდაცვლილთათვის. ეს ღონისძიება საერთაშორისო დონეზე უკვე 28-ედ ტარდება.

შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის აღნიშვნა ანთებული სანთლით საერთაშორისო დონეზე, კიდევ ერთი შესაძლებლობაა შიდსით გარდაცვლილთა გახსენების, აივ ინფიცირებულთა და მათ ახლობელთა თანაგრძნობისა და მხარდაჭერის, ადამიანთა ინფორმირებულობის გაზრდისთვის.

შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის აღნიშვნა ანთებული სანთლით საერთაშორისო დონეზე, ასევე გვიბიძგებს, აივ–გამოწვევას ვუპასუხოთ უკეთესი მკურნალობითა და უკეთესი პრევენციით.

ჯერ კიდევ 10 წლის წინ, გაერთიანებული ერების წევრი სახელმწიფოების ერთობლივი გადაწყვეტილებით, რომელიც მოიცავდა 2010 წლამდე პერიოდს, დაიწყო სერიოზული მუშაობა, რათა მკურნალობა, მოვლა და დახმარება თანდათანობით ხელმისაწვდომი გამხდარიყო ყველა აივ ინფიცირებულისა და შიდსით დაავადებულისთვის. ამ მხრივ, სრული მოცვა ჯერ არ არის მიღწეული, მაგრამ გვაქვს მნიშვნელოვანი წარმატებები აივ მკურნალობაში, რაც ხელს უწყობს ეპიდემიის შენელებას და ინფიცირებულების ჯანმრთელობის გაუმჯობესებას.

2011 წლის ივნისში გაერთიანებული ერების წევრი სახელმწიფოები კვლავ შეიკრიბებიან აივ საკითხებზე მიღწეული პროგრესის შეფასებისა და სამომავლო კურსის განსაზღვრისთვის 2015 წლამდე პერიოდში:

  • აივ პრევენციის, მკურნალობის, მოვლისა და ხელშეწყობის უნივერსალური მოცვისა და ყველასთვის ხელმისაწვდომობისთვის;

  • აივ ინფიცირებულთა, შიდსით დაავადებულთა და მათ ახლობელთა უფლებების დაცვისა და გაუმჯობესების მიზნით, კანონმდებლობის სრულყოფისათვის;

  • მთავრობებმა უნდა გადახედონ თავიანთ კანონებს, პრაქტიკასა და პოლიტიკას და მოსპონ ბარიერები აივ პრევენციის, მკურნალობის, მოვლისა და მომსახურების ხელმისაწვდომობაში;

  • ჩართონ აივ ინფიცირებულები ეროვნულ, რეგიონულ, გლობალურ დონეზე იმ გადაწყვეტილებების მიღებაში, რაც საჭიროა აივ გამოწვევაზე საპასუხო დარტყმისთვის.

 

 

 

Copyright © AIDS Center
2013