title

           

აშშ-საქართველოს ერთობლივი სამეცნიერო ვორქშოპი "აივ/შიდსი, ტუბერკულოზი და ვირუსული ჰეპატიტები"

2014 წლის 16-18 ივნისს, თბილისში, ჩატარდა აშშ-საქართველოს ერთობლივი სამეცნიერო ვორქშოპი “აივ/შიდსი, ტუბერკულოზი და ვირუსული ჰეპატიტები.”

ვორქშოპის ორგანიზატორები იყვნენ: აშშ ჯანდაცვის ნაციონალური ინსტიტუტების (NIH) ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ნაციონალური ინსტიტუტი (NIAID), მეცნიერებისა და ტექნოლოგიების საერთაშორისო ცენტრი (ISTC), საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საქართველოს საელჩო აშშ–ში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი და ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ს/პ ცენტრი.

ვორქშოპის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს აშშ და საქართველოს დარგის წამყვანმა სპეციალისტებმა.
ვორქშოპის მიზნები: არსებული სამეცნიერო მიღწევების გაზიარება, და ბიომედიცინის დარგში აშშ–საქართველოს თანამშრომლობის განმტკიცება და შემდგომი გაფართოება.
ვორკშოპზე დაწვრილებით იქნა განხილული აივ/შიდსთან,  C  და B ვირუსულ ჰეპატიტებსა და ტუბერკულოზთან დაკავშირებული საკითხები – პრობლემები. მიდგომები, მიღწევები და სამომავლო პერსპექტივები.

შიდსის და კლ. იმუნოლოგიის ს/პ ცენტრის მიერ, ვორკშოპზე წარდგენილი იქნა მოხსენებები:

  • აივ/შიდსი საქართველოში – მიმოხილვა (ნინო ბადრიძე);
  • აივ მოლეკულური ეპიდემიოლოგია საქართველოში. (ნათია დვალი):
  • აივ/შიდსის მკურნალობისა და მოვლის  კასკადი საქართველოში-ტესტირების და მკურნალობის სტრატეგია (ქეთევან შერმადინი);
  • ანტირეტროვირუსული მკურნალობის უნივერსალური ხელმისაწვდომობა. საქართველოს გამოცდილება (ნიკოლოზ ჩხარტიშვილი);
  • HIV/HCV და HIV/HBV კოინფექციები საქართველოში. (ნატალია ბოლოკაძე);
  • C ჰეპატიტი საქართველოში – მიმოხილვა (აკაკი აბუთიძე);
  • HCV მოლეკულური ეპიდემიოლოგია საქართველოში. HCV 2k/1b რეკომბინანტული ფორმები  HCV მე-2 გენოტიპით ავადმყოფებში (მარინე ქარჩავა);
  • მწვავე/ახალი HHCV ინფექცია; კლინიკური მიმდინარეობა; ვირუსის რეპლიკაციის კინეტიკა და დაავადების გამოსავლები. (ლალი შარვაძე);
  • HCV  მკურნალობის გამოცდილება საქართველოში (თენგიზ ცერცვაძე);
  • აივ/შიდსით და ტუბერკულოზით კო-ინფექცია საქართველოში (ფატი გაბუნია).

ვორქშოპზე ერთი სესია დაეთმო საქართველოს შიდსის სამსახურის 30 წლის იუბილეს. აივ/შიდსის მკურნალობაში, კვლევასა და განათლებაში 30 წლის წარმატებულ საქმიანობაზე ისაუბრა ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, ბ-ნ თენგიზ ცერცვაძემ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

Copyright © AIDS Center
2013