title

           

შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის საერთაშორისო დღე

შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის საერთაშორისო დღე კოორდინირებულია ადამინთა გლობალური ქსელით, ვინც აივ-მა უკვე დააზიანა და მათი სიცოცხლის თანაზიარი გახდა. შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის საერთაშორისო დღის აღნიშვნა მსოფლიოში ერთერთი ძველი და მძლავრი ღონისძიებაა აივ-თან ბრძოლის საქმეში საზოგადოების მობილაზაციისა და აივ ინფორმირებულობის ამაღლების კამპანიისთვის. 1983 წლიდან მოყოლებული,შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის აღნიშვნა ხდება ყოველწლიურად მაისის ყოველ მესამე კვირა დღეს მსოფლიოს 115 ქვეყნის 1200 საზოგადოებრივი ორგანიზაციის კოალიციის ხელმძღვანელობით.

შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის საერთაშორისო დღის აღნიშვნა არ არის მხოლოდ შიდსით გარდაცვლილთა გახსენება. შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის საერთაშორისო დღის აღნიშვნა ემსახურება საზოგადოების მობილიზაციის კამპანიას აივ და შიდსზე საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით. დღეს, აივ-გან დაზიანებული 33 მილიონი ადამიანისთვის, შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის საერთაშორისო დღის აღნიშვნა ნიშნავს გლობალურ სოლიდარობას, საზოგადოების მნიშვნელოვან ძალისხმევას, რომელიც ამსხვრევს სტიგმისა და დისკრიმინაციის ბარიერებს და უკეთესი ცხოვრების იმედს აძლევს მომავალ თაობებს.

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში უკვე 30-ედ აღინიშნება შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის საერთაშორისო დღე წელს ამ დღის დევიზია - "სოლიდარობის ნიშნად." დევიზი ხაზს უსვამს, რომ საზოგადოება უნდა გაერთიანდეს იმ ხალხთან, ვისაც უკვე შეეხო აივ-ი და ერთობლივი ძალისხმევით უნდა იბრძოლონ აივ-ის წინააღმდეგ.

სოლიდარობა აივ-ით დაზარალებულ ადამიანებთან და მათი თანამონაწილეობა აივ-ის წინააღმდეგ ბრძოლაში ძალიან მნიშვნელოვანია სტიგმის შემცირებისა და აივ-ის წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლისთვის. მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ აივ-ინფექციაზე ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების საყოველთაო ხელმისაწვდომობას, აივ გათვითცნობიერებულობის საყოველთაო ამაღლებას, აივ-ით დაზიანებული ადამიანების უფლებების პატივისცემასა და დაცვას, და ეს ყველაფერი მნიშვნელოვანი ძალისხმევა იქნება აივ –ის წინააღმდეგ ბრძოლაში.

სხვა ქვეყნების მსგავსად, საქართველოც საკმაოდ დააზიანა აივ-მა. დღეისათვის ქვეყანაში აღრიცხულია შიდსის ვირუსით ინფიცირების 3500-ზე მეტი შემთხვევა. ინფიცირებულთა შორის არიან ოჯახები, ბავშვები. 800-ზე მეტი ინფიცირებუკი გარდაიცვალა.

სხვა ქვეყნების მსგავსად, წლების განმავლობაში, საქართველოშიც რეგულარულად აღინიშნება შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის საერთაშორისო დღე შიდსის ცენტრისა და სხვა ორგანიზაციების მიერ.

(ქვემოთ მოცემულია 2013 წლის 19 მაისს სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის საერთაშორისო დღეს ჩატარებული სხვადასხვა ღონისძიებების ამსახველი ფოტოები).

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

Copyright © AIDS Center
2013