title

           

1 დეკემბერი შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა

მსოფლიოში მილიონობით ადამიანი ატარებს წითელ ლენტს, როგორც აივ/შიდსის პრობლემის გაზიარების სიმბოლოს. წითელი ლენტი გამოხატავს:

სოლიდარობას მათ მიმართ ვისაც უშუალოდ შეეხო შიდსის ეპიდემია – ვინც ცხოვრობს აივ ინფექციით, მათ ახლობლებსა და მეგობრებს.

პროტესტს აივ ინფიცირებულთა და შიდსით დაავადებულთა დისკრიმინაციის და სტიგმის წინააღმდეგ.

იმედს, რომ მედიცინა სძლევს ვირუსს და დაიცავს კაცობრიობას განადგურებისაგან.

შიდსის ცენტრი აცხადებს მსურველთა აივ/შიდსზე უფასო ტესტირების კვირეულს.

თუ გაქვთ ეჭვი, რომ ინფიცირებული ხართ ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით, დაძლიეთ ემოციები და გამოიკვლიეთ თავი შიდსზე, რადგან აივ ინფიცირების შემთხვევაში აუცილებელია

  • დროულად ჩაიტაროთ გამოკვლევები და დაიწყოთ სპეციფიური მკურნალობა, რომელიც აჩერებს დაავადების პროგრესირებას;
  • მეტი ყურადღება მიაქციოთ საკუთარ ჯანმრთელობას, რადგან აივ ინფექციის ფონზე ნებისმიერი თანმხვედრი დაავადება მიმდინარეობს მძიმედ და საჭიროა სათანადო მკურნალობა განსაკუთრებით ჰეპატიტების, ტუბერკულოზის და ვენერიული დაავადებების დროს;
  • თავიდან აიცილოთ თქვენთვის ახლობელი და საყვარელი ადამიანების ინფიცირება.

აივ ინფქცია/შიდსზე კონსულტირება და ტესტირება რეკომენდირებულია შემდეგი პირებისათვის:

ვისაც აღენიშნება შემდეგი კლინიკური ნიშნები ან დაავადებები:

  • არამოტივირებული ცხელება;
  • ძლიერი საერთო სისუსტე;
  • წონაში კლება სხეულის მასის 10%-ით და მეტად;
  • ძლიერი ოფლიანობა, განსაკუთრებით ღამის საათებში;
  • ლიმფური კვანძების გადიდება;
  • ფაღარათი;
  • სხვადასხვა სახის გამონაყარი კანსა და ლორწოვან გარსებზე;
  • თეთრი ფერის ნადები ენაზე;
  • გახანგრძლივებული ფილტვების ანთება, რომელიც ცუდად ექვემდებარება ჩვეულებრივ ანტიბაქტერიულ თერაპიას;
  • ტუბერკულოზის ნებისმიერი კლინიკური ფორმა;
  • სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები;
  • B, C და D ვირუსული ჰეპატიტები.

სარისკო ქცევების მიხედვით:

  • ნარკოტიკების ინექციური მომხმარებლები და მათი ნემსის და/ან სქესობრივი პარტნიორები;
  • სქესობრივი გზით გადამდები ინფექციის მქონე პირები და მათი სქესობრივი პარტნიორები;
  • ჰომო/ბისექსუალური კავშირის მქონე მამაკაცები და მათი პარტნიორები;
  • პირები, რომლებიც აღნიშნავენ ხშირ დაუცველ სქესობრივ კონტაქტს;
  • სექს მუშაკები და მათი კლიენტები;
  • პირები, ვისაც ხშირად უხდებათ სტომატოლოგიური, გინეკოლოგიური ან სხვა სამედიცინო მანიპულაციების ჩატარება;
  • პირბი, რომლებსაც არასამედიცინო დაწესებულებაში გაკეთებული აქვთ პირსინგი და/ან ტატუირება.

ზემოთ ჩამოთვლილი პირების აივ ინფექციაზე ნებაყოფლობითი კონსულტირება და ტესტირება უზრუნვლეყოფს აივ ინფიცირებულების ადრეულ გამოვლენას, მათი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას, სიცოცხლის გახანგრძლივებას და, რაც მთავარია, ახალი აივ ინფიცირების შემთხვევების მნიშვნელოვან შემცირებას.

აივ ტესტირება შეგიძლიათ ჩაიტაროთ ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში. გამოკვლევამდე და გამოკვლევის შემდეგ გათვალისწინებულია მაღალკვალიფიციური სპეციალისტების უფასო კონსულტაციები.

Copyright © AIDS Center
2013