title

           

შიდსის მსოფლიო დღის გზავნილი 2016

UNAIDS WORLD AIDS DAY

 

1 დეკემბერი 2016

მიშელ სიდიბე

აღმასრულებელი დირექტორი, UNAIDS

გაერთიანებული ერების გენერალური მდივნის მოადგილე

დღეს ჩვენ კვლავ აღვნიშნავთ შიდსის მსოფლიო დღეს – ვრჩებით სოლიდარული აივ-ით მცხოვრები 78 მილიონი ადამიანისა და გვახსოვს აივ ინფიცირების პირველი შემთხვევებიდან დღემდის, შიდსით გამიწვეული დაავადებებით გარდაცვლილი 35 მილიონი ადამიანი.

მსოფლიომ აიღო ვალდებულება, დაამთავროს შიდსის ეპიდემია 2030 წლისთვის, როგორც მდგრადი განვითარების მიზნების ნაწილი. ჩვენ ვხედავთ, რომ ქვეყნები ააქტიურებენ თავიანთ ძალისხმევას _ 18 მილიონზე მეტი ადამიანი ღებულობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან აივ–სამკურნალო პრეპარატებს და რიგმა ქვეყნებმა შეძლეს, პრაქტიკულად სრულად აღმოეფხვრათ აივ გადაცემა დედიდან შვილზე.

ჩვენ ვიმარჯვებთ შიდსის ეპიდემიაზე, მაგრამ ვერ ვხედავთ პროგრესს ყველგან. აივ ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა არ მცირდება მოზრდილებში, ახალგაზრდა ქალები რჩებიან აივ ინფიცირებაზე მაღალი რისკის ჯგუფში.

ასევე ცნობილია, რომ მოზარდობის ასაკი უკიდურესად საფრთხილო პერიოდია გოგონებისთვის, განსაკუთრებით აფრიკის ქვეყნებში საქარიდან სამხრეთისკენ. ახალგაზრდა ქალები ბევრ პრობლემას აწყდებიან. რაც შეეხება აივ-ს, აქ მათთვის 3-მაგი მუქარაა: ინფიცირების მაღალი რისკი, ტესტირების დაბალი მაჩვენებლები და მკურნალობის სქემის დაუცველობა.

აივ-ით მცხოვრები ადამიანების კოინფიცირება ისეთი დაავადებებით, როგორიცაა ტუბერკულოზი, საშვილოსნოს ყელის კიბო, B და C ჰეპატიტები, საფრთხის ქვეშ აყენებს მიზნის მიღწევას, “500 000-ზე ნაკლები სიკვდილი შიდსთან დაკავშირებული მიზეზებით 2020 წლისთვის.” 2015 წელს ტუბერკულოზმა გამოიწვია შიდსთან დაკავშირებული გარდაცვალებების დაახლოებით მესამედი, ხოლო აივ-ით მცხოვრები ქალებისთვის საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების რისკი 4-5-ჯერ მეტია. აუცილებელია შიდსის პრობლემის გამოყვანა იზოლაციიდან, თუ მსოფლიოს მართლა სურს 2020 წლისთვის დაგეგმილი მიზნის მიღწევა.

აივ-ით მცხოვრები ადამიანები, ვისთვისაც მკურნალობა ხელმისაწვდომია, ცოცხლობენ უფრო ხანგრძლივად. მკურნალობაში ინვესტირებას მოაქვს თავისი შედეგები, მაგრამ აივ-ით მცხოვრებ ადამიანებს 50 წლის ზევით, მათ შორის, მკურნალობაზე მყოფებსაც, აქვთ ასაკობრივი, არაინფექციური დაავადებების განვითარების მომატებული რისკი, და ეს დაავადებები გავლენას ახდენენ აივ ინფექციის პროგრესირებაზე.

როგორიც არ უნდა იყოს ჩვენი ინდივიდუალური სიტუაცია, აუცილებელია, თითოეულ ჩვენთაგანს ჰქონდეს წვდომა ინფორმაციასა და დიაგნოსტიკის საშუალებებზე, აივ-გან თავის დასაცავად, და აგრეთვე ხელმისაწვდომობა ანტირეტროვირუსული თერაპიის პრეპარატებზე, თუ მათი საჭიროება იქნება. მიდგომა, რომელიც ითვალისწინებს სასიცოცხლო ციკლებს, რომლებიც მოერგებოდა თითოეულს ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე, შეუძლია დაგვეხმაროს მუშაობის სირთულეების გადაწყვეტაში, აივ საწინააღმდეგო ქმედების სფეროში. აივ-თან დაკავშირებული რისკები და პრობლემები იცვლება ადამიანის სიცოცხლის განმავლობაში, ამიტომ, აუცილებელია აივ პროფილაქტიკისა და მკურნალობის სტრატეგიის ადაპტირება სასიცოცხლო ციკლებთან.

შიდსთან ბრძოლის საქმეში არსებული პროგრესი გვაიმედებს, მაგრამ მიღწეულზე შეჩერება არ შეიძლება. შიდსის ეპიდემია ჯერ არ არის შეწყვეტილი, თუმცა ეს შესაძლებელია. ჩვენს წინაშე ჯერ კიდევაა სხვადასხვა ფუნდამენტალური პოლიტიკური, ფინანსური და რეალიზაციური პრობლემები, და ჩვენ არ უნდა შევჩერდეთ. წინსვლის დრო დადგა. უნდა დავრწმუნდეთ, რომ ყველა ბავშვი ჯანმრთელი იბადება, ახალგაზრდა და ზრდასრული ადამიანები რჩებიან არა აივ-ინფიცირებული, ხოლო მკურნალობა ხდება სულ უფრო ხელმისაწვდომი და თითოეულ ადამიანს იცავს შიდსისგან.

UNAIDS

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის აივ/შიდსის ერთიანი პროგრამა (UNAIDS) ხელმძღვანელობს და შთააგონებს მსოფლიოს ერთიანი ხედვის მისაღწევად: “ნოლი ახალი აივ ინფექცია, ნოლი დისკრიმინაცია, და ნოლი შიდსთან დაკავშირებული გარდაცვალება.” UNAIDS აერთიანებს გაეროს 11 ორგანიზაციის – UNHCR, UNICEF, WFP, UNDP, UNFPA, UNODC, UN Women, ILO, UNESCO, WHO და მსოფლიო ბანკი - და მჭიდროდ თანამშრომლობს გლობალურ და ნაციონალურ პარტნიორებთან, რათა დავასრულოთ შიდსის ეპიდემია 2030 წლისთვის, მდგრადი განვითარების მიზნების ფარგლებში.

 

 

 

 

 

Copyright © AIDS Center
2016