title

           

ტრეინინგ/ვორქშოფი NIH-ის საგრანტო აპლიკაციების მომზადების და სამეცნიერო სტატიების წერის საკითხებზე

აშშ ჯანდაცვის ნაციონალური ინსტიტუტების (NIH), საერთაშორისო მეცნიერებისა და ტექნოლოგიის ცენტრის (ISTC), აშშ-ში საქართველოს საელჩოსა და ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის ორგანიზებით 2017 წლის 1-5 მაისს ქ. თბილისში, სასტუმრო “Courtyard by Marriott Tbilisi”-ში გაიმართა ხუთდღიანი რეგიონული (ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებისთვის) ტრეინინგ/ვორქშოფი NIH-ის საგრანტო აპლიკაციების მომზადების და სამეცნიერო სტატიების წერის საკითხებზე წამყვანი ამერიკელი სპეციალისტების (ტრენერების) ხელმძღვანელობით.

აღნიშნული ტრეინინგ/ვორქშოფი უაღრესად მნიშვნელოვანი იყო და დიდად შეუწყობს ხელს საქართველოში ახალგაზრდა მედიკოს-მეცნიერთა უნარ-ჩვევების და პოტენციალის გაზრდას.

 

 

 

 

 

 

 

Copyright © AIDS Center
2016