title

           

პრეექსპოზიციური პროფილაქტიკა (პრეპ)

პრეექსპოზიციური პროფილაქტიკა (პრეპ) არის აივ ინფექცია/შიდსის პრევენციის მეთოდი აივ ინფექციისადმი განსაკუთრებით მაღალი რისკის მქონე ადამიანებში. ის გულისხმობს სამკურნალო პრეპარატის (ტენოფოვირ/ემტრიციტაბინის 300/200 მგ) მიღებას და გამოირჩევა აივ ინფიცირებისგან დაცვის მაღალი ხარისხით, თუმცა არ უზრუნველყოფს დაცვას სხვა სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისგან. შესაბამისად, პრეპ გამოიყენება კომბინაციაში სხვა პროფილაქტიკურ ღონისძიებებთან ერთად.

პრეპ მედიკამენტის ეფექტურობა და უსაფრთხოება დამტკიცებულია წლების განმავლობაში მიმდინარე მრავალრიცხოვან კვლევებში. პრეპ მედიკამენტი მიიღება 1 აბი დღეში ერთხელ!

დღესდღეობით შიდსის ცენტრის ბაზაზე და არასამთავრობო ორგანიზაციის „თანასწორობის მოძრაობის“ მონაწილეობით ჩვენს ქვეყანაში ხორციელდება პრეპ-ის პროგრამა მამაკაცებისთვის, რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცებთან. ამ პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარისთვის მედიკამენტის მიღება და სხვა გათვალისწინებული სამედიცინო და სოციალური მომსახურებები უფასოა!

2018 წლის 1 მაისის მონაცემებით, პროგრამაში ჩართულია და პრეპ მედიკამენტს აივ პრევენციის მიზნით იღებს უკვე 45 პირი. მსურველების ჩართვა კვალავაც გრძელდება.

პრეპ პროგრამა სრულიად კონფიდენციალურია!

 

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ მიმართოთ:

შიდსის ცენტრის საინფორმაციო ხაზს: ტელ: (032) 2 39 80 18

"თანასწორობის მოძრაობას": ტელ: (+995) 0790 980 680 ან (+995) 595 779 446

 

 

 

 

 

Copyright © AIDS Center
2018