title

           

C ჰეპატიტის ელიმინაციის მეხუთე ეროვნული სამუშაო შეხვედრა

2018 წლის 7 მარტს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში C ჰეპატიტის ელიმინაციის მეხუთე ეროვნული სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

C ჰეპატიტის ელიმინაციის ასპექტებსა და საკითხებზე საქართველოს ჯანდაცვის უწყების წარმოამდგენლებმა, ავტორიტეტულმა უცხოელმა და ადგილობრივმა ექსპერტებმა ისაუბრეს.

წლევანდელი შეხვედრა ძირითადად ეძღვნება C ჰეპატიტის მკურნალობის დეცენტრალიზაციას საქართველოს პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებში.

ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ ვრცელი პრეზენტაცია მიუძღვნა საქართველოს პირველადი ჯანდაცვის რგოლში C ჰეპატიტის სკრინინგის და გამარტივებული მიდგომებით მკურნალობის ინტეგრირებული სერვისების დეცენტრალიზაციის საკითხებს.

 

 

 

 

 

Copyright © AIDS Center
2018