title

           

მიწვევა აივ/შიდსის და C ჰეპატიტის დარგში მნიშვნელოვან საერთაშორისო შეხვედრაზე

ა.წ. 26-28 თებერვალს, ქ. სტენინგში, დიდი ბრიტანეთი, ლონდონის მახლობლად ფარმაცევტიული კომპანია Gilead-ის ხელშეწყობით და Wilton Park-ის ორგანიზებით ეწყობა საერთაშორისო შეხვედრა „Slowing the HIV and HCV epidemics among people who inject drugs“.

შეხვედრაში მონაწილეობენ კომპანია Gilead-ის ხელმძღვანელობა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის და ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრების მაღალი რანგის ხელმძღვანელები და მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების აივ/შიდსის და С ჰეპატიტის დარგის წამყვანი ექსპერტები და საზოგადოებრივი ჯანდაცვის თვალსაჩინო წარმომადგენლები.

შეხვედრაზე საქართველოდან მიწვეული არიან ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ს/პ ცენტრის გენერალური დირექტორი პროფესორი თენგიზ ცერცვაძე და ცენტრის ეპიდემილოგი, გლობალური ფონდის პროექტის სუბმენეჯერი აკაკი აბუთიძე.

შეხვედრა მიზნად ისახავს ზოგად მოსახლეობაში და განსაკუთრებით ნარკოტიკების ინექციურ მომხმარებლებში აივ/შიდსის და C ჰეპატიტის ეპიდემიების დაძლევის საკითხებში გამოცდილების გაზიარებას და სტრატეგიების შემუშავებას.

შეხვედრა ძირითადად ჩატარდება მრგვალი მაგიდის ინტერაქტიული დისკუსიების ფორმატით, თუმცა ასევე წარმოდგენილ იქნება რამოდენიმე მოხსენება, მათ შორის იქნება პროფესორ თენგიზ ცერცვაძის მოხსენებაც, რომელიც მონაწილეებს გააცნობს საქართველოს გამოცდილებას აივ/შიდსის და C ჰეპატიტის ეპიდემიებთან ბრძოლის საკითხებში.

შეხვედრაზე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან მიწვეულნი არიან მხოლოდ საქართველოს და რუსეთის (ქ. მოსკოვი) წარმომადგენლები, რაც აღნიშნულ მიმართულებებში საქართველოს მიღწევების და დამსახურებების კიდევ ერთი აღიარებაა.

 

 

 

 

 

Copyright © AIDS Center
2018