title

           

შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის საერთაშორისო დღე

 

 

ანონსი:

19 მაისს, 11.00 საათზე

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ს/პ ცენტრში

შიდსით გარდაცვლილთა საერთაშორისო დღე აღინიშნება.

 

მისამართი: ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრი.
ალ.ყაზბეგის 16, შიდსის ცენტრი მე-8 კორპუსი. ტელ: 577-100-830

 

 

პრესრელიზი

მაისის მესამე კვირას მსოფლიო შიდსით გარდაცვლილთა დღეს აღნიშნავს. ამ თარიღთან დაკვშირებული წლევანდელი ღონისძიების სლოგანია: „გავაქტიურდეთ ჯანმრთელობის და უფლებების დასაცავად“.

საქართველოში, შიდსის ცენტრი ტრადიციულად ამ დღეს უკვე 20 წელზე მეტია აღნიშნავს. ამ წელს, 19 მაისს, 11.00 საათზე შიდსის ცენტრის თანამშრომლები პრესკონფერენციას და ხსოვნის აქციას გამართავენ მათივე დაწესებულებაში. ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოება ფურცლბეზე დაწერილი თითოეული გარდაცვლილის სახელს ე.წ. „სიცოცხლის ხეზე“ მიამაგრებს და სანთელს აანთებს.

რაც შეეხება სტატისტიკას, 2019 წლის 19 მაისის მონაცემებით, ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში რეგისტრირებულია 7660 აივ ინფიცირებული პირი, 5737 – მამაკაცი, 1923 – ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა. შიდსი 4007 პაციენტს განუვითარდა, 1564 გარდაიცვალა.

2019 წელს 226 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. შარშან შესაბამის პერიოდში გამოვლინდა 250 ახალი შემთხვევა.

არვ მკურნალობას იტარებს 4708 (4159 + 549 აფხაზეთი) პაციენტი, მათ შორის 43 (35 + 8 (აფხაზი ბავშვი)) – ბავშვია.

რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით ასეთია: 39.2% (3001) - ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელია; 46.9% (3601) - დაინფიცირდა ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად; 11.3 % (863) - მამაკაცები რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცთან; 1.4% (105) - დაინფიცირდა ვერტიკალური გადაცემის გზით; 0.5% (37) - სისხლის რეციპიენტია; 0.7% (53) - გადაცემის გზა დაუდგენელია;

ბოლო წლებში აივ ინფექცია/შიდსის ახალ შემთხვევათა ანალიზი გვიჩვენებს, რომ აღინიშნება ახალ შემთხვევათა სტაბილური ზრდის ტენდენცია: 2014 წელს - 564; 2015 წელს - 717; 2016 წელს - 719; 2017 წელს - 631; 2018 წელს - 672.

სამწუხაროდ, აივ ინფიცირებული პაციენტების გარდაცვალების შემთხვევები დღესაც სახეზეა, კერძოდ 2019 წელს გარდაიცვალა 45 აივ ინფიცირებული პაციენტი. პაციენტების გარდაცვალების ძირითადი მიზეზი აივ-ზე გვიანი დიაგნოსტიკაა. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ საგრძნობლად შემცირდა აივ/შიდსის გამო სიკვდილობის შემთხვევები, რაც არვ მკურნალობის უნივერსალურ ხელმისაწვდომობასთანაა დაკავშირებული.

მოდით, ერთად გავიხსენოთ ჩვენი გარდაცვლილი აივ ინფიცირებული პაციენტები.

 

 

 

 

Copyright © AIDS Center
2019