title

           

საერთაშორისო კონფერენცია C ჰეპატიტის მიკროელიმინაცია აივ/შიდსით ავადმყოფებში

14–15 ოქტომბერს თბილისში საქართველოს შიდსის ასოციაციის და ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ს/პ ცენტრის ორგანიზებით პირველი საერთაშორისო კონფერენცია „C ჰეპატიტის მიკროელიმინაცია აივ/შიდსით ავადმყოფებში“ გაიმართა. კონფერენციამ დიდი საერთაშორისო ინტერესი გამოიწვია, რაზეც მეტყველებს მისი წარმომადგენლობითობა. დარგის ქართველ სპეციალისტებთან ერთად მასში მონაწილეობა მიიღეს მსოფლიოს წამყვანმა ექსპერტებმა, მათ შორის ევროპის შიდსის კლინიკური საზოგადოების პრეზიდენტმა, პროფესორმა იურგენ როქსტრომ; ევროპის ღვიძლის შემსწავლელი ასოციაციის ღვიძლის საერთაშორისო ფონდის თავმჯდომარემ, პროფესორმა მასიმო კოლომბომ; ჟენევის უნივერსიტეტის პროფესორმა ფრანჩესკო ნეგრომ; ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა: ნიკლას ლუჰმანმა და ანტონს მოზალევსკისმა. გარდა ამისა, კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო 9 დელეგატმა აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონიდან.

კონფერენციის მიმდინარეობისას განხილულ იქნა საერთაშორისო მიღწევები და გამოწვევები აივ/შიდსით ავამდყოფებში C ჰეპატიტის მიკრო-ელიმინაციის მიმართულებით და ნათლად წარმოჩინდა საქართველოს ლიდერი პოზიცია მიკროელიმიანციის საქმეში, როგორც აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში, ისე მის ფარგლებს გარეთ. კონფერენციაზე შემუშავებული რეკომენდაციების საფუძველზე დაისახა კონკრეტული აქტივობები, რომ ქვეყანამ უზრუნველყოს C ჰეპატიტის მიკროელიმინაცია გამოვლენილ აივ/შიდსით ავამდყოფებში უახლოესი 2 წლის ფარგლებში.

კონფერენციაზე განხილულ იქნა C ჰეპატიტის კლინიკური მართვის საკითხები, მათ შორის მწვავე ინფექციის გამოვლენისა და მართვის, ჰეპატოცელულური კიბოს მონიტორინგისა და პრევენციის, ასევე ღვიძლგარეშე გამოვლინებების მართვის საკითხები. ეს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს პაციენტების სიცოცხლის ხარისხისა და ხანგრძლივობის გაუმჯობესებას, მათ შორის მიკროლიმინაციის მიზნის მიღწევის შემდგომაც.

კონფერენციის ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზატორები შეთანხმდნენ, რომ ამ კონფერენციას, მისი დიდი აქტუალობის გათვალისწინებით, მიეცეს რეგულარული (ყოველწლიური) ხასიათი, რომელზეც განხილულ იქნება მთლიანად ევროპის რეგიონში არსებული პროგრესი C ჰეპატიტის მიკროელიმინაციის კუთხით.

კონფერენციის პროგრამა

Copyright © AIDS Center
2019