title

           

 

შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის დღე

20 მაისი, 2012

ერთად დავიცვათ აივ ინფიცირებულთა ჯანმრთელობა და ღირსება

2012 წლის 20 მაისს, ასეულ ათასობით ადამიანი მსოფლიოში, სანთელს დაანთებს შიდსით გარდაცვლილთათვის.

შიდსთან მებრძოლი და საზოგადოებებზე დაფუძნებული სხვადასხვა ორგანიზაციების ხელშეწყობით, 2012 წლის 20 მაისს, 500-ზე მეტი ღონისძიება გაიმართება მსოფლიოში შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის აღსანიშნავად.

საზოგადოების მხრიდან, ეს იქნება აივ ინფიცირებულთათვის თანადგომის გამოხატვა და ეს იქნება კიდევ ერთი სერიოზული პასუხი აივ გამოწვევაზე.

წელს, შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის დევიზია - "ერთად დავიცვათ ჯანმრთელობა და ღირსება," და ეს მრავლის მომცველი თემაა.

შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის წლევანდელი თემა ფოკუსირებულია ფაქტზე, რომ აივ გამოწვევაზე პასუხი მაშინაა წარმატებული, როდესაც ძალისხმევა მხარდაჭერილია იმ ადამიანებისგან და მიმართულია მათ საჭიროებებზე, ვინც უშუალოდ დაზარალდა აივ/შიდსისგან, ვინც უკვე ცხოვრობს აივ-ით, ან ყველაზე მეტი რისკის მქონეა, როგორიცაა მამაკაცთან სექსის მქონე მამაკაცები, ნარკომომხმარებლები, სექსმუშაკები, ქალები, ახალგაზრდები.

თემა ხაზს უსვამს, რომ ჯანმრთელობა და კარგად ყოფნა ვერ მიიღწევა პიროვნების ღირსების პატივისცემის, ადამიანის უფლებების დაცვის და ხელშეწყობის გარეშე.

წელს შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის თემა შესაძლებელია ფართოდ იქნეს გამოყენებული საზოგადოების ყურადღების მისაქცევად აივ პოზიტიურთა ჯანმრთელობასა და უფლებების დაცვაზე.

შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის სანთლებით აღნიშვნა კოორდინირებულია ადამიანთა გლობალური ქსელით, ვისთვისაც აივ სიცოცხლის თანაზიარია, და ამ ინფექციით ცხოვრობს. დაიწყო რა 1983 წელს, შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის სანთლები ინთება ყოველწლიურად, მაისის მესამე კვირა დღეს.

შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის სანთლები გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ მემორიალი. შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის სანთლები ემსახურება საზოგადოების ინფორმირებასა და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას აივ/შიდსის შესახებ. დღეს, 33 მილიონი ადამიანისთვის, რომლებიც აივით ცხოვრობენ, შიდსით გარდაცვლილთა საერთაშორისო ხსოვნის სანთლები, გლობალური სოლიდარობის მნიშვნელოვანი ჩარევაა რომელიც ამსხვრევს სტიგმისა და დისკრიმინაციის ბარიერებს და იმედის მომცემია ახალი თაობებისთვის. მრავალი საზოგადოებრივი ორგანიზატორისთვის მობილიზაცია შიდსით გარდაცვლილთა საერთაშორისო ხსოვნის სანთლებისთვის იწყება შიდსის მსოფლიო დღეს 1 დეკემბერს და მთავრდება საერთაშორისო ხსოვნის Dდღის აღნიშვნით მაისში.

ამ ღონისძიებაში აქტიურად არიან ჩართული აივით მცხოვრები ადამიანების საზოგადოებრივი ქსელები და გაერთიანებები, აგრეთვე მოსახლეობის სხვა წამყვანი ჯგუფები, ქალთა ორგანიზაციები, სერვის ორგანიზაციები, სასწავლო და სამეცნიერო დაწესებულებები, ჯანდაცვის ორგანიზაციები, რელიგიური ჯგუფები, დაწესებულებები, მასობრივი ინფორმაციის საშუალებები და მრავალი სხვა.

ხსოვნის აღნიშვნის გარდა, მრავალი მაკოორდინირებელი ორგანიზაცია, შიდსით გარდაცვლილთა საერთაშორისო ხსოვნის სანთლების კოორდინაციას იყენებს როგორც შესაძლებლობას, ადგილობრივად აივსაქმიანობის წინ წაწევისთვის, განათლების წახალისებისა და მოსახლეობასთან დიალოგისთვის და გამოდის სახელმწიფო პოლიტიკის წინწაწევისთვის. მემორიალი ხშირად მოიცავს სანთლების ანთებას, ქუჩაში სვლას, სიტყვით გამოსვლას, დრამატულ სპექტაკლებს, რელიგიურ და კულტურულ რიტუალებს და უსაფრთხო ადგილს კომუნებისა და საზოგადოებების მონაწილეობისთვის.

 

 

 

 

 

Copyright © AIDS Center
2013