title

           

შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის დღე - 20 მაისი, 2012

ინფექციური პათოლოგიის,
შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის
ს/პ ცენტრი

ერთად დავიცვათ აივ ინფიცირებულთა ჯანმრთელობა და ღირსება

კვირას, 2012 წლის 20 მაისს, ინფექციური პათოლოგიების, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის თაოსნობით, და აივ ინფიცირებულთა დახმარების ფონდის მონაწილეობით, მოეწყო რიგი ღონისძიებები შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის აღსანიშნავად:

40 სებასტიანელი მოწამის სახელობის ეკლესიაში გადახდილ იქნა შიდსით გარდაცვლილთა სულების მოსახსენიებელი პარაკლისი;

კუს ტბაზე მოეწყო აივ ინფიცირებულთა დახმარების ფონდში დამზადებული სამკაულების, სხვადასხვა ხელნაკეთი ნივთებისა და სამოსის გამოფენა;

გამოფენილ იქნა შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის კვილტი;

დანთებულ იქნა შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის სანთლები;

ტბაში შეცურებულ იქნა ყვავილების გვირგვინები შიდსით გარდაცვლილთა სახელებით;

ჰაერში გაშვებულ იქნა ცეცხლოვანი ბურთები;

დარიგდა მოსახლეობაში სხვადასხვა საინფორმაციო მასალა: სახელმძღვანელო "აივ ინფექცია/შიდსი;" ბუკლეტები "ფრთხილად, შიდსი!" "აივ/შიდსი, სტიგმა და დისკრიმინაცია," "აივ ინფექცია და ადამიანის უფლებები," "რატომ არის ტესტირება საჭირი აივ/შიდსზე," და სხვ.

დარიგდა მოსახლეობაში მაისურები წითელი რიბონითა და მოწოდებით "დავიცვათ ერთმანეთის უფლებები".

 

 

 

 

 

 

 

Copyright © AIDS Center
2013