title

           

კონფერენცია: ბიოსამედიცინო კვლევაში მონაწილე ადამიანთა უფლებების დაცვის პოლიტიკა, არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები

2015 წლის 22 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა უმასპინძლა კონფერენციას „ბიოსამედიცინო კვლევაში მონაწილე ადამიანთა უფლებების დაცვის პოლიტიკა, არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები“.

კონფერენცია ჩატარდა ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (დკსჯეც) ნაწილობრივი მხარდაჭერით, ამერიკის ჯანმრთელობის ნაციონალური ინსტიტუტების (NIH), ფოგარტის საერთაშორისო ცენტრის, “იუნიონ გრედუეით კოლეჯის” და ვილნიუსის უნივერიტეტის მიერ დაფინანსებული დკსჯეც და ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ს/პ ცენტრის ერთობლივი საგრანტო პროექტის : „კვლევის ეთიკის სისტემის პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში.

მოხსენებებით გამოვიდნენ:

ადამიანზე ჩატარებული ბიოსამედიცინო კვლევის საკანონმდებლო რეგულაციის მნიშვნელობა და მისი ძირითადი მახასიათებლები - ბ-ნი გივი ჯავაშვილი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, საქართველოს ბიოეთიკის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე:

საქართველოში კვლევის ეთიკის კომიტეტების სისტემაში და რეგულაციებში არსებული ბარიერები: 2013 კვლევის შედეგები - ქ-ნი ქეთევან შერმადინი, ინფექციური პათოლოგიის , შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ს/პ ცენტრი, ეთიკის კომიტეტის თავმჯდომარე;

კვლევის ეთიკის პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობა, მიდგომები და მომავალი გეგმები: 2015 წლის პროექტის შედეგები - ქ-ნი მარინა თოფურიძე, ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, ეთიკის კომიტეტის თავმჯდომარე;

კონფერენციაზე განიხილეს ხედვა ქვეყანაში ბიოსამედიცინო კვლევაში მონაწილე ადამიანთა უფლებების დაცვის არსებული მდგომარეობის, ამ სფეროში პოლიტიკის განსაზღვრისა და სამომავლოდ საკანონმდებლო რეგულაციის შემუშავების თაობაზე.

კონფერენციის მიზანი იყო ზემოხსენებულ სფეროსთან დკავშირებულ ყველა დაინტერესებული მხარესთვის წარედგინა ბიოსამედიცინო კვლევაში მონაწილე პირთა უსაფრთხოებისა და უფლებების დაცვის პოლიტიკისთვის მნიშვნელოვანი საკითხები, რომლის ძირითადი შემადგენელია კანონპროექტის მომზადება „ადამიანზე ჩატარებული ბიოსამედიცინო კვლევის შესახებ“.

სამომავლო აქტივობების განხორციელება დაიგეგმა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის, ბიოეთიკის ეროვნული საბჭოს, საქართველოში კვლევის ეთიკის კომიტეტებისა და დარგის ექსპერტ-კონსულტანტების, საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების დახმარებით.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

Copyright © AIDS Center
2013