title

           

ვიზიტი შიდსის ცენტრში

24 მარტი ტუბერკულოზთან ბრძოლის დღეა, რომელიც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ინიციატივით მთელს მსოფლიოში 1992 წლიდან ყოველწლიურად აღინიშნება.

2011 წელს 24 მარტს, ტუბერკულოზის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ქვეყნის პირველი ლედის – ქალბატონი სანდრა რულოვსის ინიციატივით, საქართველოს ეწვია შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, პროფესორი მიშელ კაზაჩკინი.

განხორციელდა რიგი ღონისძიებები:

  • მ. კაზაჩკინის ვიზიტი ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრში;
  • გლობალური ფონდის ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა და პრესკონფერენცია ჯანდაცვის სამინისტროში;
  • მ. კაზაჩკინის ვიზიტი შიდსის ცენტრში;
  • ტუბერკულოზის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი კონცერტი და მ. კაზაჩკინის დაჯილდოების ცერემონია რუსთაველის სახ. აკადემიურ თეატრში.

შიდსის ცენტრში ვიზიტის დროს, ბ-ნი კაზაჩკინი გაეცნო ცენტრის საქმიანობას, მათ შორის, გლობალური ფონდის პროექტების მიმდინარეობასა და ამ პროექტების განხორციელებაში მიღწეულ წარმატებებს; მოინახულა ცენტრის ლაბორატორიული სამსახური და სტაციონარული განყოფილება; განხილულ იქნა 1 კლინიკური შემთხვევა.

 

 

 

Copyright © AIDS Center
2013