title

           

ევროპის შიდსის კლინიკური საზოგადოების (EACS) მე-16 კონფერენცია

25-27.10.2017 ქ. მილანში (იტალია) ჩატარდა ევროპის შიდსის კლინიკური საზოგადოების (EACS) მე-16 კონფერენცია აივ/შიდსისა და კო-ინფექციების თემაზე. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ საქართველოს შიდსის ცენტრის ათზე მეტი ექიმი, ეპიდემიოლოგი და ექთანი. ერთერთ სესიას ხელმძღვანელობდა ექიმი ქ-ნი ნ.ბოლოკაძე. ორალური პრეზენტაციით წარსდგა ეპიდემიოლოგი ო.ჩოკოშვილი თემაზე “აივ ინფექცია/შიდსის, სიფილისის და ვირუსული ჰეპატიტების პრევალენტობისა და ინსიდენტობის მაღალი მაჩვენებლები საქართველოში მამაკაცებს შორის, რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცებთან (მსმ); კოჰორტული კვლევის შედეგები.” კონფერენციაზე, საქართველოს შიდსის ცენტრიდან წარდგენილი იყო ასევე ათამდე პოსტერ-პრეზენტაცია.

 

 

 

 

 

 

 

 

Copyright © AIDS Center
2017