title

           

საქართველო - აშშ ერთობლივი ვორკშოპი

"ფოგარტის საერთაშორისო პროგრამის ფარგლებში მომზადებულ ქართველ სპეციალისტთა სამეცნიერო კვლევები/მიღწევები"

2012 წლის 27-29 ივნისს ყვარელში (სასტუმრო "ყვარლის ტბა") ჩატარდა საქართველო – აშშ ერთობლივი ვორკშოპი "ფოგარტის საერთაშორისო პროგრამის ფარგლებში მომზადებულ ქართველ სპეციალისტთა სამეცნიერო კვლევები/მიღწევები".

ვორკშოპის მუშაობაში მონაწილეობდნენ:

საქართველოს მხრიდან: ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ს/პ ცენტრი, ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრი, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრი, არასამთავრობო ორგანიზაცია "ქალთა და ბავშვთა დაცვის კავშირი".

ამერიკის მხრიდან: ნიუ იორკის შტატის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ემორის უნივერსიტეტი (ატლანტა), ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი (ბალტიმორი), აშშ დაავადებათა კონტროლის ცენტრი.

ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის თანამშრომლებმა - აკაკი აბუთიძემ, ნიკოლოზ ჩხარტიშვილმა, ნათია დვალმა, ნია ბადრიძემ და მარიკა ქარჩავამ, კონფერენციაზე სამეცნიერო ნაშრომები წარადგინეს აივ/შიდსის და ვირუსული ჰეპატიტი C თემაზე.

 

 

 

 

 

 

 

 

Copyright © AIDS Center
2013