title

           

1 დეკემბერი - შიდსის მსოფლიო დღე
  • ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მოწოდებით 1988 წლიდან 1 დეკემბერი აღინიშნება შიდსის მსოფლიო დღედ;

  • "დავიყვანოთ ნულამდე" ეს თემა ეხმიანება UNAIDS-ის სტრატეგიულ მიზანს "ნული", რაც ნიშნავს, რომ მსოფლიოში უნდა იყოს მიღწეული:

  • ნული - ახალი აივ ინფექცია
    ნული - სიკვდილი შიდსის გამო
    ნული - დისკრიმინაცია

  • მსოფლიოში 2011 წლის ბოლოს 34 მილიონზე მეტი ადამიანია აივ ინფიცირებული და შიდსით დაავადებული;

  • ყოველდღიურად ინფიცირდება 7000 ადამიანი;

  • საქართველოში 2012 წლის ბოლოს რეგისტრირებულია აივ ინფიცირების 3600 შემთხვევა;

  • ექსპერტთა პროგნოზით აივ ინფიცირებულთა სავარაუდო რიცხვი 5000-მდეა;

  • საქართველოში აივ/შიდსის რეგისტრირებულ შემთხვევათა სიმცირის მიუხედავად გასათვალისწინებელია ინფექციის ეპიდემიის გავრცელების პოტენციალის არსებობა;

  • მხოლოდ 2012 წელს გამოვლინდა აივ ინფიცირების 493 ახალი შემთხვევა, რაც 11%-ით აღემატება გასული წლის შესაბამის პერიოდს;

  • უკანასკნელ წლებში ქვეყანაში გამოვლენილი შემთხვევების დაახლოებით 45%-ში დიაგნოზი დაის­ვა დაავადების შორსწასულ სტადიაზე, რაც უარყოფით ზეგავლენას ახ­დენს დაავადების გამოსავალზე და ეპიდემიის მიმდინარეობაზე;

  • აივ ინფექციის გადაცემის ძირითად გზას ნარკოტიკების ინექციური მოხმარება წარმოადგენს, მაგრამ სულ უფრო იზრდება სქესობრივი კონტაქტების როლი ინფექციის გადაცემაში;

  • რეგისტრირებულ აივ ინფიცირებულ პაციენტთა 54% დაინფიცირდა ნარკოტიკების ინექციური მოხმარებით, 39% - ჰეტერო-, ხოლო 4% - ჰომოსექსუალური კონტაქტის შედეგად;

  • იზრდება აივ ინფიცირებულ ორსულ ქალთა რაოდენობა;

  • საქართველო ითვლება მოწინავე ქვეყანად, რომელმაც უზრუნველყო შიდსით დაავადებულთათვის ანტირეტოვირუსული მკურნალობის უნივერსალური ხელმისაწვდომობა;

  • დღეისათვის ანტირეტროვირუსული მკურნალობა უტარდება 1358 შიდსით დაავადებულ პაციენტს;

  • აივ ინფიცირებულ ორსულთა სრულყოფილი პროფილაქტიკური მკურნალობის შედეგად დაიბადა 138 ჯანმრთელი ბავშვი;

  • საერთაშორისო კვლევებით ნაჩვენებია, რომ მკურნალობა ეფექტურია არა მხოლოდ შიდსთან ასოცირებული სიკვდილობის შემცირებაში, არამედ აივ-ის გადაცემის პრევენციაშიც, რამაც საფუძველი ჩაუყარა შიდს­თან ბრძოლის ახალ მიდგომას "მკურნალობა პრევენციისთვის", რომლის მიზანია ყველა ინფიცირებულის გამოვლენა და მკურნალობა.

შიდსზე გამოკვლევა შეგიძლიათ ჩაიტაროთ
შიდსის ცენტრის ანონიმური კვლევის კაბინეტში,
ასევე გათვალისწინებულია სპეციალისტების
უფასო კონსულტაციები.


თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
 
 
კონფერენცია

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

Copyright © AIDS Center
2013