title

           

შიდსის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ერთობლივი შეხვედრა

2013 წლის 1 დეკემბერს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, შიდსთან, ტუბერკულოზთან და მალარიასთან ბრძოლის ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის და ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ს/პ ცენტრის მიერ, სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასში ჩატარდა შიდსის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ერთობლივი შეხვედრა.

შეხვედრას ესწრებოდნენ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ხელმძღვანელი პირები, შიდსთან, ტუბერკულოზთან და მალარიასთან ბრძოლის ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ს/პ ცენტრის და არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

სს ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის
სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრს გადაეცა
"ხარისხის ნიშნის" სერთიფიკატი

 

შიდსის დღესთან დაკავშირებით, ასევე გამოიცა ბროშურა "აივ/შიდსი საქართველოში: მიღწევები, გამოწვევები, პერსპექტივები"

შიდსის დღესთან დაკავშირებით, ჩატარდა აგრეთვე რიგი სხვა ღონისძიებები კვირეულის ფარგლებში, მათ შორის:

  • 21-22 ნოემბერი, სკოლა ერუდიტი - შეხვედრა ტრეინინგი "ვიყოთ ტოლერანტები აივ/შიდსით დაავადებულთა იმართ"

  • 29 ნოემბერი, რუსთავის ახალგაზრდობის ცენტრი - საინფორმაციო შეხვედრა "1 დეკემბერი - შიდსის მსოფლიო დღე"

  • 29 ნოემბერი, მ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის 124-ე სკოლა - შემეცნებითი კონფერენცია „შიდსს არა აქვს საზღვრები“

  • 29 ნოემბერი, ტელევიზია პირველი არხი -  გადაცემები:"დღე", "მოამბე" და "იმედის დილა"

  • 30 ნოემბერი, წეროვანი, ა/ო ჰერა XXI - შეხვედრა მოსახლეობასთან "რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხები"

  • 30 ნოემბერი, შერატონ მეტეხი პალასი, ა/ო "Positive Power" – "აივ პოზიტიური ადამიანების სამედიცინო პერსონალთან ურთიერთობის პრობლემები"

  • 2 დეკემბერი, რადიო "100,3" - გადაცემა "სამედიცინო რადიო"

  • 2 დეკემბერი, მ. ჯავახიშვილის სახ. უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსი - "1 დეკემბერი შიდსის მსოფლიო დღე"

  • 2 დეკემბერი, სამედიცინო უნივერსიტეტი - "1 დეკემბერი შიდსის მსოფლიო დღე"

  • კვირეულის დღეებში, ქუთაისი, ბათუმი, ზუგდიდი, ა/ო შიდსით დაავადებულთა დახმარების ფონდი - სხვადასხვა ღონისძიებები

 

 

 

 

 

Copyright © AIDS Center
2013