title

           

აშშ – საქართველოს ერთობლივი სამეცნიერო ვორქშოპი

16–18 ივნისს თბილისში ტარდება აშშ – საქართველოს ერთობლივი სამეცნიერო ვორქშოპი აივ/შიდსის, ტუბერკულოზისა და ვირუსული ჰეპატიტების საკითხებზე.

ვორქშოპის ორგანიზატორები არიან აშშ ჯანდაცვის ნაციონალური ინსტიტუტების (NIH) ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ნაციონალური ინსტიტუტი (NIAID), მეცნიერებისა და ტექნოლოგიების საერთაშორისო ცენტრი (ISTC), საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საქართველოს საელჩო აშშ–ში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი და ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ს/პ ცენტრი.

ვორქშოპის მიზნები მოიცავს არსებული სამეცნიერო მიღწევების გაზიარებასა და ბიომედიცინის დარგში აშშ–საქართველოს თანამშრომლობის განმტკიცებას და შემდგომ გაფართოებას.

ვორქშოპთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ შეხვედრის ვებ–გვერდი: https://respond.niaid.nih.gov/conferences/GeorgiaWorkshop/Pages/default.aspx

 

 

 

 

 

Copyright © AIDS Center
2013