title

           

ეროვნული ტრეინინგ ვორკშოპი "აივ/შიდსისა და ჰეპატიტების კოინფექციების კლინიკური მენეჯმენტი"

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

ევროპის რეგიონული ბიურო

ეროვნული ტრეინინგ ვორკშოპი "აივ/შიდსისა და ჰეპატიტების კოინფექციების კლინიკური მენეჯმენტი"

თბილისი, საქართველო, 29-30 ოქტომბერი, 2012

2012 წლის 29-30 ოქტომბერს, თბილისში, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ს/პ ცენტრში ჩატარდა ეროვნული ტრეინინგ ვორკშოპი "აივ/შიდსისა და ჰეპატიტების კოინფექციების კლინიკური მენეჯმენტი"

ვორკშოპის ორგანიზატორები იყვნენ: ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიურო, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აივ/შიდსის და სგგი პროგრამის კოორდინატორი (ა. გამყრელიძე), შიდსის და კლ. იმუნოლოგიის ს/პ ცენტრი (თ. ცერცვაძე – გენერალური დირექტორი).

ვორკშოპს წარუძღვა აივ/შიდსისა და ჰეპატიტების კოინფექციების საერთაშორისო პანელის თავმჯდომარე, ესპანურენოვანი ქვეყნების აივ/შიდსის სახელმძღვანელოს რეფერენტი, ესპანეთის შიდსის ეროვნული პროგრამის ასისტენტი და სახელმძღვანელოს რედაქტორი, მადრიდის კარლოს მესამეს სახელობის ჰოსპიტლის დირექტორის მოადგილე, .ბ-ნი ვინსენტო სორიანო.

ვორკშოპის მუშაობაში მონაწილეობდნენ საქართველოში აივ/შიდსის დარგში დასაქმებული სპეციალისტები თბილისსა და რეგიონებში (ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი).

ვორკშოპზე დაწვრილებით იქნა განხილული საკითხები:

ორშაბათი, 29 ოქტომბერი:

  1. ღვიძლის დაავადება აივ ინფიცირებულ პაციენტებში – აწმყო და მომავალი;
  2. ღვიძლის ფიბროზის შეფასება – ღვიძლის ბიოფსია და კვლევის არაინვაზიური მეთოდები;
  3. ანტირეტროვირუსული წამლების ჰეპატოტოქსიურობა;
  4. C ჰეპატიტი აივ ინფიცირებულებში – ეპიდემიოლოგია, ბუნებრივი მიმდინარეობა და დიაგნოსტიკის მეთოდები;
  5. ქრონიკული C ჰეპატიტის მკურნალობა აივ ინფიცირებულ პაციენტებში;

სამშაბათი, 30 ოქტომბერი:

  1. B ჰეპატიტი აივ ინფიცირებულებში – ეპიდემიოლოგია, დიაგნოსტიკა და ბუნებრივი მიმდინარეობა;
  2. ქრონიკული B ჰეპატიტის მკურნალობა აივ ინფიცირებულ პაციენტებში;
  3. D ჰეპატიტი და აივ ინფექცია/შიდსი;
  4. არა ციროზული პორტული ჰიპერტენზია აივ ინფიცირებულ პაციენტებში;
  5. უახლესი საყურადღებო საკითხები: E ჰეპატიტი აივ ინფიცირებულებში, ღვიძლის ტრანსპლანტაცია აივ ინფიცირებულებში და სხვ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

Copyright © AIDS Center
2013