title

           

სამუშაო შეხვედრა "აივ/შიდსის და ვირუსული ჰეპატიტების კო-ინფექციების მკურნალობის მართვა"

2013 წლის 31 ივლისიდან 2 აგვისტოს ჩათვლით, ქ. თბილისში, ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრში ჩატარდა ეროვნული სამუშაო შეხვედრა "აივ/შიდსის და ვირუსული ჰეპატიტების კო-ინფექციების მკურნალობის მართვის" საკითხებზე.

საქართველოს მხრიდან, შეხვედრის ორგანიზატორი იყო ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი.

შეხვედრა ჩატარდა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიუროს მხარდაჭერით ხელშეწყობით.

სამუშაო შეხვედრაზე მოწვეული იყო ქ. ბონის (გერმანია) საუნივერსიტეტო კლინიკის აივ ინფექცია/შიდსის დეპარტმენტის ხელმძღვანელი, მსოფლიოში აღიარებული ექსპერტი და წამყვანი სპეციალისტი აივ ინფექცის და ვირუსული ჰეპატიტების დარგში პროფესორი იურგენ როქსტრო. პროფესორი როქსტრო არის გერმანიის შიდსის საზოგადოების თავჯდომარე და ევროპის შიდსის კლინიკური საზოგადოების წევრი.

სიმპოზიუმის მუშაობაში მონაწილეობდნენ აგრეთვე, ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის და რეგიონული შიდსის ცენტრის ექიმი სპეციალისტები და რეზიდენტები.

სიმპოზიუმზე განხილულ იქნა აივ/შიდსის და ვირუსული ჰეპატიტების კოინფექციების პათოგენეზის, დიაგნოსტიკის და მკურნალობის თანამედროვე მიდგომები. ასევე განხილულ იქნა საინტერესო კლინიკური შემთხვევები.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

Copyright © AIDS Center
2013