title

           

ბაქტერიოლოგიური ლაბორატორია

შიდსის ცენტრის ბაქტერიოლოგიური ლაბორატორია გთავაზობთ შემდეგი სახის მომსახურეობას: სისხლის, თავზურგტვინის, ასციტური, პლევრალური, ფილტვის, შარდის და სხვა სტერილური სითხეების. ასევე ხახის, ცხვირ-ხახის, ცხვირის, ნახველის, პირის ღრუს, კანის, ფეკალური, გენიტალური, ჭრილობების და სხვა პათოლოგიური მასალის გამოკვლევას ბაქტერიული პათოგენის იდენტიფიკაციისა და ანტიბიოტიკების მიმართ მგრძნობელობის დასადგენად.

ბაქტერიოლოგიურ ლაბორატორიაში პათოგენური მასალის გამოკვლევა ხდება ახალი თაობის, ულტრათანამედროვე აპარატით VITEK 2 Compact–ით, რომელიც მიკრობიოლოგიური დიაგნოსტიკის ლიდერია მსოფლიოში. კვლევის მიმდინარეობა მთლიანად ავტომატიზირებულია და ეფუძნება უნიკალურ კომპუტერულ მონაცემთა ფართო ბაზას. ამ მეთოდის საშუალებით,სხვა ზოგად ბაქტერიოლოგიურ მეთოდებთან შედარებით, რომლებიც შედეგის მიღებისთვის 2 დღეს საჭიროებენ, 1 დღეში შესაძლებელი ხდება მიკრობის იდენტიფიკაცია და ანტიბიოტიკების მიმართ მგრძნობელობის განსაზღვრა, რაც ავადმყოფის ეფექტური და დროული მკურნალობის საშუალებას იძლევა.

ავტომატურ მეთოდებთან ერთად პათოგენური მასალის გამოკვლევა ხდება API სისტემებით და მიკრობთა იდენტიფიკაციის ზოგადი ბაქტერიოლოგიური მეთოდებით. ყველა კვლევა ტარდება საერთაშორისოდ აღიარებული კლინიკური ლაბორატორიული სტანდარტების შესაბამისად.

VITEK 2 Compact–ის და API სისტემების საშუალებით ხდება 330–ზე მეტი კლინიკური მნიშვნელობის მქონე სახეობის დადგენა, მათ შორის:

გრამ უარყოფითი ბაქტერიები: Salmonella spp, Shigella spp, E.coli, Campylobacter spp, Yersinia enerocolitica Klebsiella spp, Enterobacter spp,Proteus spp, Citrobacter spp, Serratia spp,Pseudomonas spp, Acinetobacter spp, Alcaligenes spp, Neisseria meningitidis, Neisseria gonorrhoeae,Haemophilus influenzae, და სხვა.

გრამ დადებითი ბაქტერიები: Staphylococcus spp, Streptococcus spp სხვა. Corynebacterium diphtheriae,Clostridium spp და სხვა მიკრობების სწრაფი და ზუსტი იდენტიფიკაცია.

ანტიბიოტიკების მიმართ მგრძნობელობა განისაზღვრება VITEK 2 Compact–ით, ATB – სისტემით და Kirby – Bauer – ის დისკ – დიფუზიის მეთოდით.

ლაბორატორიაში VITEK 2 Compact და დისკ – დიფუზიის მეთოდით ხდება ESBL – მაპროდუცირებელი გრამ – უარყოფითი ბაქტერიების გამოვლენა,რაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს გრამ – უარყოფითი ორგანიზმებს შორის რეზისტენტობის სწრაფი ზრდის ფონზე. MRSA–ს განმსაზღვრელი სწრაფი ტესტი.

ბაქტერიოლოგიურ ლაბორატორიაში დანერგილია აგრეთვე სეროლოგიური, მაღალი სპეციფიურობის და მგრძნობელობის მქონე ლატექს აგლუტინაციის მეთოდი, რომელიც უშუალოდ თავზურგტვინის სითხეში, სისხლის შრატში და კულტურაში მენინგიტის გამომწვევი ბაქტერიების იდენტიფიკაციის საშუალებას იძლევა. დიარეის გამომწვევი ვირუსების ((Rotavirus Adenovirus Norovirus ) იდენტიფიკაცია ხდება სწრაფი მარტივი და ELISA მეთოდით.უახლოეს მომავალში დაინერგება Clostridiun difficile – ეს A და B ტოქსინის განსაზღვრის იმუნოფერმენტული მეთოდი.

ბაქტერიოლოგიური ლაბორატორია აღჭურვილია უახლესი აპარატურით, როგორიცაა მაღალი ხარისხის სინათლის და ფაზურ-კონტრასტული მიკროსკოპები, ლამინარული ბოქსი, თერმოსტატები, მაცივარი და სხვადასხვა დამხმარე აპარატურა.

ბაქტერიოლოგიურ ლაბორატორიაში პათოლოგიური მასალის დათესვა ხდება მაღალი ხარისხის სასელექციო და საიდენტიფიკაციო ნიადაგებზე (bioMereieux, France, BD USA) ამ ნიადაგების გამოყენება აადვილებს და ზრდის ბაქტერიული შტამების გამოყოფის ხარისხს.

ბაქტერიოლოგიური ლაბორატორიის მუშაობის ხარისხის შიდა კონტროლი ფასდება ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტიზებული ტესტებით და ლაბორატორიაში არსებული ATCC შტამებით.

შიდსის ცენტრის ლაბორატორიებში და მათ შორის ბაქტერიოლოგიურ ლაბორატორიაში უპირატესობა სწორედ ლაბორატორიული კვლევის ხარისხის უზრუნველყოფას ენიჭება, რაც აგრეთვე აისახება ავადმყოფისთვის იმ ხელმისაწვდომ ფასებში, რომლითაც ლაბორატორია ხელმძღვანელობს (იხილეთ გამოკვლევების სია).

ჩვენი ლაბორატორიის მაღალკვალიფიციური შტატი, რომელსაც გავლილი აქვს საკვალიფიკაციო და პროფესიული ცოდნის ასამაღლებელი კურსები უცხოეთის და ეროვნულ ცენტრებში მზად არის გამოიყენოს თავისი ცოდნა და ლაბორატორიული კვლევის გამოცდილება ავადმყოფის საკეთილდღეოდ.

 

Copyright © AIDS Center
2013