title

           

აივ ინფექცია/შიდსის გავრცელება საქართველოში (2012 წელი)

მსოფლიოს სხვა მრავალი ქვეყნის მსგავსად აივ ინფექცია/შიდსი საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სისტემის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს. შიდსის პირველი შემთხვევა ჩვენს ქვეყანაში 1989 წელს დაფიქსირდა. ექსპერტთა შეფასებით და გათვლებით საქართველო ჯერ-ჯერობით არ მიეკუთვნება აივ ინფექცია/ შიდსის მაღალი გავრცელების ქვეყნებს. თუმცა, აივ ინფექციის რეგისტრირე-ბულ შემთხვევეათა სიმცირის მიუხედავად გასათვალისწინებელია ინფექციის ეპიდემიის გავრცელების პოტენციალის არსებობა. კერძოდ,

  • ქვეყანაში არსებული ნარკოტიკების ინექციური მოხმარების მაღალი მაჩვენებელი,
  • ხშირი, დაუცველი სქესობრივი კონტაქტის მქონე პირები და მათი პარტნიორები,
  • სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების მაღალი პრევალენტობა,
  • გაზრდილი მიგრაცია აივ ინფექცია/შიდსის ეპიდემიის მქონე ქვეყნებში,
  • დაავადების გვიანი გამოვლენა,
  • თავდაცვის საშუალებებზე ტრადიციულად დაბალი მოთხოვნილება და/ან მათი არასისტემატიური მოხმარება,
  • აივ ინფექციასთან ასოცირებული სტიგმა-დისკრიმინაცია შესაძლებელია გახდეს საქართველოში დაავადების ფართო გავრცელების მიზეზი.

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის 2012 წლის 1 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში რეგისტრირებულია აივ ინფექცია/შიდსის 3608 შემთხვევა. მათგან, 2643 მამაკაცია, 965 - ქალი. შიდსი განუვითარდა 2313 პაციენტს და 780 გარდაიცვალა. მხოლოდ მიმდინარე წელს გამოვლინდა 493 ახალი შემთხვევა, რაც 24%-ით აღემატება გასული წლის შესაბამის პერიოდს.

გრაფიკი №1
აივ ინფექცია შიდსის ახალი შემთხვევების დინამიკა

აღსანიშნავია, რომ 2010 წლიდან საქართველოში აღინიშნება გამოვ-ლენილი შემთხვევების 2-ჯერ ზრდა 15-24 და 25-29 წლამდე ასაკობრივ ჯგუფებში. მაშინ, როდესაც იგივე მაჩვენებელი 2-3%-ით შემცირდა 30-39 და 40-49 წლამდე ასაკობრივ ჯგუფებში.

გრაფიკი №2
აივ ინფექცია/შიდსის შემთხვევების განაწილება სქესის და ასაკის მიხედვით

რეგისტრირებულ შემთხვევებს შორის, აივ ინფექციის გადაცემის გზე-ბის მიხედვით პირველ ადგილზეა ნარკოტიკების ინექციური მოხმარება. თუმცა, უკანასკნელ წლებში გამოვლინდა ჰეტეროსექსუალური კონტაქტებით აივ ინფიცირების ზრდის და ნარკოტიკების ინექციური მოხმარების გზით ვირუსის ტრანსმისიის შემცირების ტენდენცია. იზრდება აივ ინფექციის გადაცემის მაჩვენებელი ჰომოსექსუალური ურთიერთობის მქონე მამაკაცებს შორისაც.

გრაფიკი №3
აივ ინფექცია/შიდსის გადაცემის გზების პროცენტული განაწილება 2001-2011 წლები

აივ ინფექცია/შიდსის რეგისტრირებულ შემთხვევებს შორის საკმაოდ მაღალია საქართველოს ფარგლებს გარეთ ინფიცირების შემთხვევები. გამოვლენილ შემთხვევათა 30%-ში ვერ მოხერხდა დაინფიცირების სავარაუდო ქვეყნის დადგენა, ხოლო 42%-ში ინფიცირება მოხდა საქართველოს საზღვრებს გარეთ. ქვეყნის გარეთ ინფიცირებულთა შორის 89% მამაკაცია, 11% - ქალი. მაშინ როდესაც ქვეყნის შიგნით ინფიცირებულთა 57% ქალია და 43% - მამაკაცი.

გრაფიკი №4

საქართველოს ფარგლებს გარეთ ინფიცირებულთა 68% დაინფიცი-რების სავარაუდო ქვეყანად ასახელებს რუსეთის ფედერაციას, 18% _ უკრაინას, ხოლო დანარჩენ ქვეყნებს (თურქეთი, საბერძნეთი, ესპანეთი) ასახელებს ინფიცირებულთა შედარებით მცირე რაოდენობა.

გრაფიკი №5

საქართველოში მამაკაცების ინფიცირების ძირითადი გზა არის ნარკოტიკების ინქციური მოხმარება და ჰეტეროსექსუალური კონტაქტები. გამოვლინდა, რომ ამ გზებით დაინფიცირება განსაკუთრებით მაღალია ქვეყნის გარეთ ინფიცირებულ მამაკაცებს შორის. რაც შეეხება ქალებს, უმრავლეს შემთხვევაში მათი ინფიცირება მოხდა ჰეტეროსექსუალური კონტაქტებით. ქვეყნის შიგნით ჰეტეროსექსუალური გზით ინფიცირებული ქალების რაოდენობა თითქმის სამჯერ აღემატება ამავე გზით ქვეყნის გარეთ ინფიცირებული მამაკაცების რაოდენობას.

გრაფიკი №6

რაც შეეხება აივ ინფექცია/შიდსის შემთხვევების გეოგრაფიულ განა-წილებას რეგისტრირებული შემთხვევების მიხედვით, პირველ ადგილზეა თბილისი, შემდეგ მოდის აჭარა, იმერეთი, სამეგრელო და სხვა რეგონები. უნდა აღინიშნოს, რომ 100000 მოსახლეზე გადა-ანგარიშებით საქართველოს რეგიონებს შორის პირველ ადგილზეა აჭარა, შემდეგ სამეგრელო, თბილისი და იმერეთი.

რუკა №1
აივ ინფექცია/შიდსის რეგიონული განაწილების მაჩვენებელი 100 000 მოსახლეზე, საქართველო 1989-2011 წწ.

 

 

 

 

 

Copyright © AIDS Center
2013