title

           

აივ ინფექციის გადაცემის გზები

როგორ გადაეცემა აივ ინფექცია?

არსებობს აივ ინფექციის გადაცემის 3 ძირითადი გზა:

  • დაუცველი სქესობრივი კონტაქტით (პრეზერვატივის გარეშე) აივ ინფიცირებულ პირთან;

  • ინფიცირებულ სისხლთან ექსპოზიციით – აივ ინფიცირებული ინექციების და სხვა ინვაზიური მანიპულაციებისას არასტერილური დაბინძურებული სამედიცინო ინტრუმენტების გამოყენებით. ყველაზე ხშირად გადაცემა ნარკოტიკების ინექციური მოხმარებისას ხდება აივ ინფიცირებული სისხლით დაბინძურებული შპრიცებისა და ნემსების გამოყენებით;

  • ინფიცირებული დედიდან ბავშვზე ორსულობის, მშობიარობის ან ძუძუთი კვების შედეგად.


როგორ არ გადაეცემა აივ ინფექცია?

დადასტურებულია, რომ შიდსის ვირუსი არ გადაეცემა აივ-ინფიცირებულთან:

  • ხელის ჩამორთმევით, მოხვევით, კოცნით;

  • დახველებით , ცემინებით;

  • საერთო საკვების ან ჭურჭლის გამოყენებით;

  • საერთო ტუალეტით ან აბაზანით სარგებლობით;

  • საცურაო აუზით სარგებლობით;

  • კოღოსა და მწერების ნაკბენით;

  • აივ-ინფიცირებულთან ურთიერთობა სამუშაო, საზოგადოებრივ და საყოფაცხოვრებო გარემოში;

 

ინფიცირებისაგან თავდაცვა

 

როგორ ავიცილოთ თავიდან აივ ინფექცია?

სქესობრივი გზით ინფექციის გადაცემის პროფილაქტიკა.

  • თავი შეიკავეთ ქორწინებამდე სქესობრივი კავშირებისაგან;

  • იყავით ერთგული თქვენი სქესობრივი პარტნიორის;

  • მოერიდეთ შემთხვევით სქესობრივ კავშირებს ან უკიდურეს შემთხვევაში აუცილებლად ისარგებლეთ პრეზერვატივით. როგორც ქალის, ისე მამაკაცის პრეზერვატივი პრევენციის ეფექტური საშუალებაა ისეთი დაავადებისგან დაცვის, როგორიცაა: აივ ინფექცია, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები, B და C ჰეპატიტები, გონორეა, სიფილისი. უმკურნალებელ შემთხვევაში სგგი მნიშვნელოვნად ზრდის აივ ინფიცირების რისკს. სგგი-ს ადრეული დიაგნოსტიკას და მკურნალობას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება.


როგორ ავიცილოთ თავიდან აივ ინფექცია?

ინექციური გზით ინფექციის გადაცემის პროფილაქტიკა.

  • ისარგებლეთ მხოლოდ ერთჯერადი ან სათანადოდ გასტერილებული შპრიცებით, ნემსით;

  • უარი ვთქვათ ნარკოტიკების მოხმარებაზე. ნარკოტიკის ინექციური გზით მოხმარების შემთხვევაში არ ისარგებლოთ საერთო შპრიცით.

როგორ ავიცილოთ თავიდან აივ ინფექცია?

დედიდან შვილზე ინფექციის გადაცემის პრევენცია.

  • საქართველო იმ ქვეყანათა რიცხვს მიეკუთვნება, სადაც ყველა ორსული უზრუნველყოფილია აივ/შიდსზე ნებაყოფლობითი კონსულტირებითა და ტესტირებით, არვ მკურნალობითა და მოვლით;

  • აივ ინფიცირებული დედიდან ბავშვზე შიდსის ვირუსის გადაცემის რისკი 2% - მდე მცირდება, თუ ორსულს ჩაუტარდება;
    • ანტირეტროვირუსული თერაპია;

    • საკეისრო კვეთა;

    • სათანადო კონსულტაცია ბავშვის ხელოვნურ კვებასთან დაკავშირებით.

Copyright © AIDS Center
2013