კლინიკა მართალია, აივ ინფექციას პათოგნომური კლინიკური ნიშნები არ გააჩნია, მაგრამ მაინც შეიძლება გამოიყოს სიმპტომებისა და დაავადებების ჯგუფი, რომელთა დროს პირველ რიგში ეჭვი უნდა იქნას მიტანილი აივ ინფექცია/შიდსზე. ესენია: შიდსის სიმპტომები
ამასთან, აუცილებლად უნდა იქნეს გათვალისწინებული ეპიდემიოლოგიური მონაცემები (მაღალი რისკის ჯგუფი, აივ ინფიცირებულთან კონტაქტი და სხვა), გარდა ამისა, აივ ინფექციაზე გამოკვლეულ უნდა იყვნენ სგგდ ავადმყოფები, B და C ჰეპატიტის ვირუსით ინფიცირებულნი, ტუბერკულოზით დაავადებულნი. დაავადების კლინიკური მიმდინარეობააივ ინფექციის ბუნებრივ მიმდინარეობაში (მკურნალობის გარეშე) გამოყოფენ შემდეგ სტადიებს:
აივ ინფექციის პირველადი გამოვლინებაა მწვავე რეტროვირუსული სინდრომი, რომელსაც თან ახლავს CD4+ ლიმფოციტების რიცხვის მკვეთრი დაქვეითება, პლაზმაში ვირუსის მაღალი კონცენტრაცია (ვირემია). მისთვის დამახასიათებელია შემდეგი სიმპტომები, რომლებიც სხვადასხვა სიხშირით ვლინდება.
შემდეგი ფაზა არის კლინიკური გაუმჯობესების ფაზა. კლინიკური გაუმჯობესების ფაზაში აღინიშნება პლაზმაში ვირემიის შემცირება, ციტოტოქსიური T ლიმფოციტებით განპირობებული იმუნური პასუხი. დაავადების შემდეგი სტადია არის ასიმპტომური ქრონიკული აივ ინფექცია, როდესაც კლინიკური გამოვლინებები არ აღინიშნება და მყარდება განსაზღვრული კავშირი CD4+ ლიმფოციტების რიცხვსა და აივ რნმ–ის კონცენტრაციის შორის. CD4+ ლიმფოციტების რიცხვის დაქვეითება კავშირშია ვირუსული დატვირთვის მატებასთან, რაც შიდსის განვითარებისა და ავადმყოფის სიკვდილის მიზეზია. 2002 წელს ჩატარებული ერთ-ერთი გამოკვლევის შედეგებით CD4+ ლიმფოციტების რიცხვი აივ რნმ-ის კონცენტრაციის ყოველი ლოგ10-ით მატებისას 1 მლ-ში საშუალოდ 4%-ით იკლებს წელიწადში. აივ რნმ-ის კონცენტრაცია პლაზმაში მკვეთრად იმატებს მწვავე ინფექციის პერიოდში და შემდეგ იკლებს, რაც სეროკონვერსიისა და იმუნური პასუხის შედეგია. დაავადების გვიანი სტადია ხასიათდება CD4+ ლიმფოციტების რიცხვის დაქვეითებით ნაკლები 200 უჯრედი/მმ3 და ოპორტუნისტული ინფექციების, ზოგიერთი სიმსივნის, განლევის სინდრომის და ნევროლოგიური გართულებების განვითარებით. არანამკურნალებ პაციენტებში სიცოცხლის ხანგძლივობა მას შემდეგ, რაც CD4+ ლიმფოციტების რიცხვი 200 უჯრედი/მმ3–მდე დაქვეითდება, 3,7 წელია; ხოლო თუ შიდსთან ასოცირებული პირველი კლინიკური ნიშნების გამოვლენის მომენტისთვის CD4+ ლიმფოციტების რიცხვი უდრის ან ნაკლებია 60-70 უჯრ/მმ3-ში, მაშინ ავადმყოფის სიცოცხლის ხანგრძლივობა საშუალოდ 1,3 წელია. დაავადების პროგრესირების ტემპი სხვადასხვა პაციენტებში ვარიაბელურია და მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული, ერთის მხრივ, მასპინძლის ე.წ. დაცვით ფაქტორებზე და მეორეს მხრივ, ვირუსის ბიოლოგიურ თავისებურებებზე, ასევე მნიშვნელოვნად იცვლება იგი მკურნალობისა და პროფილაქტიკის ფონზე. აივ ინფექციის კლინიკური სპექტრიშიდსის კლინიკური გამოვლინებანი მეტად მრავალფეროვანია. შიდსით დაავადებულს ღრმა იმუნოდეფიციტის ფონზე შეიძლება განუვითარდეს პრაქტიკულად ნებისმიერი ინფექცია და სიმსივნე, მაგრამ მათი განვითარების სიხშირე ერთნაირი არ არის. ყველაზე ხშირად უვითარდებათ ე. წ. ოპორტუნისტული ინფექციები და ის სიმსივნეები, რომლებიც, სავარაუდოდ, ასოცირებულია ვირუსებთან. ოპორტუნისტული ეწოდება ინფექცია, რომლის გამომწვევი (ბაქტერია, ვირუსი, პარაზიტი თუ სოკო) ჩვეულებრივ შეიძლება ჯანმრთელი ადამიანის ორგანიზმშიც ბინადრობდეს და არ იწვევდეს პათოლოგიას და მხოლოდ იმუნოკომპრომეტირებულ პირებში გამოიწვიოს დაავადება. შიდსით ავადმყოფებში ოპორტუნუსტული ინფექციები, როგორც წესი, ძალიან მძიმედ მიმდინარეობს, ცუდად ექვემდებარება მკურნალობას და ხშირად სიკვდილით მთავრდება. დაავადების პროგრესირების შესაფასებლად საუკეთესო სუროგატი მარკერებია ვირუსული დატვირთვა (ანუ ვირუსის კონცენტრაცია 1 მლ პლაზმაში) და CD4+ ლიმფოციტების აბსოლუტური რიცხვი 1 მმ3 სისხლში, რომელთა საშუალებით შეასძლებელია დაავადების სტადიისა და სიმძიმის შეფასება და მოსალოდნელი პროგრესირების პროგნოზირება შიდსის კლინიკური ნიშნების გამოვლენამდე 1,5-2 წლით ადრე. ვირუსული დატვირთვის მატებას, როგორც წესი, თან სდევს CD4+ ლიმფოციტების აბსოლუტური რიცხვის შემცირება. CD4+ პირდაპირპროპორციულ კავშირშია ოპორტუნისტული დაავადებების განვითარების რისკთან. უფრო მეტიც, CD4+ უჯრედების გარკვეულ მაჩვენებელზე, ამა თუ იმ კონკრეტული ოპორტუნისტული ინფექციის და/ან სიმსივნეების განვითარებაა მოსალოდნელია. CD4+ ლიმფოციტების რიცხვის კორელაცია აივ ინფექციის გართულებებთან
აივ ინფექციის აღმოჩენიდან დღემდე ამ დაავადების კლასიფიკაციის მრავალი მცდელობა არსებობს. ცხრილში მოცემულია აშშ დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის 1993 წლის კლასიფიკაცია რომელიც, ერთის მხრივ, ეყრდნობა სისხლში CD4+ ლიმფოციტების აბსოლუტურ რიცხვს და მეორეს მხრივ, კლინიკურ გამოვლინებებს. მაგ., თუ აივ ინფიცირებულს აღენიშნება დაავადების C2 კატეგორია, ნიშნავს,რომ მას აქვს C კლინიკურ კატეგორიაში მითითებული ოპორტუნისტული დაავადება, ხოლო CD4+ ლიმფოციტების აბსოლუტური რიცხვი 1 მკლ სისხლში 200-სა 500-ს შორისაა. ქვემოთ მოცემულია მოზარდთა და ზრდასრულთა აივ ინფექციის სტადიების კლინიკური კლასიფიკაცია, რომელიც შემუშავებულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტების მიერ 2004 წელს. იგი მხოლოდ აივ ინფექცია/შიდსის კლინიკურ გამოვლინებებს ემყარება და არ ითვალისწინებს CD4+ ლიმფოციტების რიცხვს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ შემუშავებული მოზარდთა და ზრდასრულთა
I. კლინიკური სტადია
ფუნქციური შესაძლებლობების 1 დონე: ასიმპტომური მიმდინარეობა, ყოველდღიური აქტივობის ნორმალური დონე II. კლინიკური სტადია
კლინიკურ პრაქტიკაში მიღებულია, აგრეთვე, აივ დაავადების დაყოფა ექვს ძირითად კატეგორიად, რაც დაფუძნებულია როგორც კლინიკურ გამოვლინებაზე, ასევე CD4+ ლიმფოციტების რაოდენობაზე:
შიდსი ერთი კონკრეტული ვირუსით გამოწვეული დაავადებაა, მაგრამ ამავე დროს იგი წარმოადგენს ამ ვირუსით გამოწვეული იმუნოდეფიციტის ფონზე განვითარებულ დაავადებათა სპექტრს. ამის გამო შიდსის კლინიკური გამოვლინებანი იმდენად მრალავფეროვანი შეიძლება იყოს, რომ შიდსის დიაგნოზის დადგენა მხოლოდ კლინიკური ნიშნების საფუძველზე პრაქტიკულად შეუძლებელია და გადამწყვეტი მისი დიაგნოსტიკისთვის ლაბორატორიული გამოკვლევაა. შესაბამისად, შიდსზე საეჭვო შემთხვევაში დიფერენციული დიაგნოზი გატარებულ უნდა იქნას ყველა იმ დაავადებასთან, რომელიც შიდსის დროს შეიძლება შეგვხვდეს. |
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
Copyright © AIDS Center
|