title

           

ფრედი მერკურის საღამო

1 დეკემბერს შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად მაგთი კლუბში გაიმართა ფრედი მერკურის საღამო, რომელიც ორგანიზებული იყო კავშირი "საქართველოს ბავშვებისა" და ჯგუფ ქუინის ქართველი ფანების მიერ. საღამოს მიზანი იყო შიდსის პრევენციაზე საზოგადოების ინფორმირება და შიდსით ინფიცირებული ადამიანების მხარდაჭერა.

კონცერტის მსვლელობისას მსმენელებს დაურიგდათ ბროშურები, რომელთა მიზანი იყო შიდსის პრევენციის შესახებ ინფორმაციის გავრცელება და შიდსით ინფიცირებულ ადამიანთა მიმართ მიმღებლობის გაზრდა. აღნიშნული მასალა მოწოდებული იქნა შიდსის ცენტრისა და ასოციაცია ჰერა XXI-ს მიერ, რისთვისაც "საქართველოს ბავშვები" მადლობას უხდის მათ. ასევე მადლობას ვუხდით ქართველ შემსრულებლებს: ჯგუფ ზარებს, ჯგუფ პორნოპოეზიას, დათო ლომიძეს, მარიამ ლიკლიკაძეს, თათია ყურაშვილს და მეგი გოგიტიძეს.

 

 



უკან დაბრუნება

Copyright © AIDS Center
2013