აივ ინფექციის მკურნალობის ძირითადი მიმართულებები აივ ინფექცია/შიდსის განკურნება დღეს არსებული სამკურნალო საშუალებებით შეუძლებელია, მაგრამ არსებობს ანტირეტროვირუსული პრეპარატები, რომლებიც იძლევა საშუალებას რომ შიდსი მომაკვდინებელი დაავადებიდან ქრონიკულ მართვად დაავადებად გადაიქცეს. განასხვავებენ აივ ინფექცია/შიდსის მკურნალობის შემდეგ მიმართულებებს:
ანტირეტროვირუსული მკურნალობის დაწყება ხდება შესაბამისი ლაბორატორიული და კლინიკური ჩვენების შემთხვევაში. ყველა აივ ინფიცირებულს არვ არ ესაჭიროება. სწორად შერჩეული და დროულად დაწყებული არვ გამოირჩევა მაღალი აქტიურობით, იგი:
არვ თერაპიის ფონზე ადვილი ხდება ოპორტუნისტული დაავადებების პროფილაქტიკა და მკურნალობა, რასაც დიდი თერაპიული, მორალური და ეკონომიკური მნიშვნელობა აქვს, როგორც პაციენტის ისე სახელმწიფოსათვის.
არვ თერაპიის შეწყვეტა ან რეჟიმის დარღვევა იწვევს დაავადების სწრაფ პროგრესირებას და ვირუსის რეზისტენტური ფორმების განვითარებას, ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს პრეპარატების მიღების რეჟიმის ზუსტად დაცვას, ასევე გვერდითი ეფექტების დროულად გამოვლენას და მათ წინააღმდეგ ბრძოლას. ანტირეტროვირუსული თერაპია მოითხოვს დიდ ეკონომიკურ რესურსებს, რაც ხელს უშლიდა რეჟიმის ზუსტ დაცვას და მის ფართო გამოყენებას. 2001 წელს აივ ინფექცია/შიდსის ეპიდემიის წინააღმდეგ გაეროს ინიციატივით შეიქმნა
შიდსთა საქართველო არის ერთერთი პირველი ქვეყანა დსთ-ს ქვეყნებს შორის, რომელიც უზრუნველყოფს
არვ თერაპიის 100% - იან ხელმისაწვდომობას. აივ ინფიცირებული პაციენტების მკურნალობას
და მოვლას გლობალური ფონდი ხელშეწყობით საქართველოში ახორციელებს ,,ს.ს. ინფექციური
პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიუკული ცენტრი”.
აივ სტატუსის განსაზღვრის შემდეგ პაციენტი ცენტრის ეპიდემიოლოგიური განყოფილებიდან
გადადის დისპანსერულ განყოფილებაში, სადაც იგი ხვდება ცენტრის ექიმი ინფექციონისტის
მეთვალყურეობის ქვეშ და ტარდება პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის კლინიკური
და ლაბორატორიული შესწავლა, აივ ინფიცირებულებს უტარდებათ ორგანიზმის გამოკვლევის
ფართო პანელი, მიმდინარეობს იმუნური სისტემის (CD4, CD4/CD8) და სისხლში ვირუსული
დატვირთვის შესწავლა. საბოლოოდ მიღებული შედეგების საფუძველზე ცენტრის ექიმის
მიერ ხდება მკურნალობის საკითხის გადაწყვეტა. თუ პაციენტის მდგომარეობა არ მოითხოვს
მის სტაციონარიზაციას მაშინ ხდება პაციენტის მკურნალობა ამბულატორიულად. ამ შემთხვევაში
პაციენტს თავისი მკურნალი ექიმის მიერ ენიშნება არვ თერაპია და იგი ყოველთვიურად
მოდის ცენტრში არვ პრეპარატების წასაღებად. ყოველი ვიზიტის დროს პაციენტი იღებს
ერთი თვის სამყოფ არვ საქართველოში ფუნქციონირებს აივ ინფექცია შიდსით დაავადებულთა ორი რეგიონალური ცენტრი: ქ. ბათუმში და ქ. ზუგდიდში, ამ ცენტრებში შექმნილია ყველა პირობა ინფიცირებულთა მკურნალობისა და მოვლისათვის. |
|||||||
Copyright © AIDS Center
|