title

           

კლინიკური განყოფილება

კლინიკურ განყოფილებაში მუშაობენ გამოცდილი და მაღალი კვალიფიკაციის მქონე ექიმი ინფექციონისტები, მათ გავლილი აქვთ კვალიფიკაცია ევროპისა და ამერიკის ქვეყნებში. ცენტრის ექიმები დამხმარე სამედიცინო პერსონალთან ერთად უზრუნველყოფენ პაციენტების კვალიფიცლიურ მკურნალობას და უნივერსალურ (100%-იან) მოცვას ანტირეტროვირუსული მკურნალობით. ცენტრში რეგისტრირებული შიდსით დაავადებული პაციენტებისთვის ხელმისაწვდომია როგორც პირველი რიგის, ასევე მეორე რიგის ანტირეტროვირუსული მედიკამენტები. გლობალური ფონდის პროექტის “აივ ინფექცია/შიდსით ავადმყოფთა მოვლა და მკრუნალობა” კომპონენტის ფარგლებში ცენტრში დაინერგილია თანამედროვე მეთოდიკა როგორც შიდსით დაავადებულთა მკურნალობის, ასევე მისი ეფექტიანობის ლაბორატორიული მონიტორინგისთვის, დანერგილია ანტირეტროვირუსული მედიკამეტების მიმართ რეზისტენტრობის შეფასებაც. ცენტრში ხდება შიდსით დაავადებულთა როგორც ამბულატორიული, ისე სტაციონარული მომსახურება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (2004 წლის მარტი) და აშშ დაავადებათა კონტროლის ცენტრის მეთოდური რეკომენდაციების საფუძველზე შემუშავებული იქნა აივ ინფექცია/შიდსით ავადმყოფთა მომსახურების ეროვნული სტანდარტები, რომლის საფუძველზე ტარდება მათი როგორც ლაბორატორიული და კლინიკური დიაგნოსტიკა, ასევე მკურნალობა და მკურნალობის ეფექტიანობის შეფასება. გეგმიურად ტარდება აივ ინფიცირებულთა და შიდსით დაავადებულთა CD4 ლიმფოციტების რაოდენობისა და ვირუსული დატვირთვის განსაზღვრა.

2005 წლის 30 ნომერბისთვის შიდსის ცენტრში არვ მკურნალობას ღებულობს 121 შიდსით დაავადებული, მათ შორის 4 ბავშვი. 2006 წლის ბოლოსთვის სავარაუდოდ მათი რიცხვი გაიზრდება 230-მდე. ცენტრში სრულადაა დაცული ავადმყოფთა მკურნალობის კონფიდენციალურობა.

არვ მკურნალობა ასევე ხემისაწვდომი გახდა ბათუმისა და ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოების ბაზაზე გახსნილ შიდსის სამკურნალო რეგიონულ ცენტრებშიც.

ლალი შარვაძე

ექიმი-ინფექციონისტი

Gochitashvili
ნინო გოჩიტაშვილი

ექიმი-ნევროპათოლოგი

ფატი გაბუნია

ექიმი-ინფექციონისტი
თეა კაკაბაძე

ექიმი-ინფექციონისტი

ნატო ბოლოკაძე

ექიმი-ინფექციონისტი

ეკა დოლმაზაშვილი

ექიმი-ინფექციონისტი

Copyright © AIDS Center
2013