title

           

შიდსის ცენტრის ლაბორატორიები

შიდსის ცენტრის ლაბორატორიები აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით და აპარატურით, სდაც ტარდება, ELISA, Western Blot, PCR (თვისობრივი და რაოდენობრივი), HIV და HCV გენოტიპირება (RFLP, LIPA), იმუნოფენოტიპირება. აივ ინფექცია/შიდსის ცენტრში მუშაობენ მაღალკვალიფიციური თანამშრომლები, რომელთაგან 15-მა კვალიფიკაცია გაიარა ამერიკის სხვადასხვა სამედიცინო ცენტრებში, უნივერსიტეტში და კლინიკაში (ემორის უნივერსიტეტი, ატლანტა; ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი, ბალტიმორი, ნიუ-იორკის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ოლბანი და სხვა).

შიდსის ცენტრში არის შემდეგი ლაბორატორიები:

  • კლინიკური დიაგნოსტიკის და ბიოქიმიური ლაბორატორიები.
  • აივ ინფექცია/შიდსის დიაგნოსტიკის ლაბორატორია.
  • კლინიკური ვირუსოლოგიის ლაბორატორია.
  • კლინიკური იმუნოლოგიის ლაბორატორია.
  • მოლეკულური მედიცინის ლაბორატორია.
  • ბაქტერიოლოგიური ლაბორატორია.

კლინიკური დიაგნოსტიკისა და ბიოქიმიურ ლაბორატორიაში სრულდება ბიოქიმიური ანალიზები, სისხლის საერთო ანალიზი, შარდის ანალიზი, კოაგულოგრამა, ასევე ჰორმონალური გამოკვლევები.

შიდსის სადიაგნოსტიკო ლაბორატორია ახორციელებს სეროლოგიურ გამოკვლევებს, მათ შორის სკრინინგს- ELIZA, ტესტირებას სწრაფი მარტივი მეთოდით, ასევე დამადასტურებელ გამოკვლევებს – Western blot.

კლინიკური ვირუსოლოგიის ლაბორატორია აწარმოებს ძირითად ვირუსოლოგიურ კვლევებს. დანერგილია PCR ტექნოლოგია ყველა საერთაშორისო სტანდარტების და მოთხოვნების დაცვით. 1999 წლიდან ლაბორატორიაში ხდება HIV და HCV გენოტიპირება.

კლინიკურ იმუნოლოგიის ლაბორატორიაში სრულდება უჯრედული და ჰუმორული იმუნოლოგიური კვლევები, იმუნოფენოტიპირება და სხვა ანალიზები.

მოლეკულური მედიცინის ლაბორატორიაში ხორციელდება მაღალ ტექნოლოგიური PCR და სექვინირება, მათ შორის HIV გენოტიპურ რეზისტენტობაზე გამოკვლევები.

ბაქტერიოლოგიურ ლაბორატორიაში ხდება სხვადასხვა მასალის (სისხლი, შარდი, განავალი) დათესვა და მიკრობთა გამოკვლევა ანტიბიოტიკების მიმართ მგრძნობელობაზე.

გლობალური ფონდის პროექტის დახმარებით, შიდსის ცენტრში ამჟამად შექმნილია აივ ინფექცია/შიდსით დაავადებულთა თანამედროვე ეფექტიანი დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ყველა პირობა.

შიდსის ლაბორატორია
Gvaberidze
მანანა ღვაბერიძე

ლაბორატორიის გამგე

იზოლეტა ბოდოკია

ექიმი-ლაბორანტი

ნინული ავალიშვილი

ექიმი-ლაბორანტი


კლინიკური ვირუსოლოგიის ლაბორატორია
ლანა გაწერელია

ლაბორატორიის გამგე

მარიკა ქარჩავა

ექიმი-ლაბორანტი

Dvali
ნათია დვალი

ექიმი-ლაბორანტი

ლელა ძიგუა

ექიმი-ლაბორანტი


კლინიკური ბიოქიმიის ლაბორატორია
მანანა ამურველაშვილი

ლაბორატორიის გამგე

მონიკა გუნია

ექიმი-ლაბორანტი

ეკა აღაპიშვილი

ექიმი-ლაბორანტი


კლინიკური იმუნოლოგიის ლაბორატორია
ლელა აბაშიძე

ლაბორატორიის გამგე


ბაქტერიოლოგიური ლაბორატორია
ნინო მაჭარაშვილი

ლაბორატორიის გამგე

Copyright © AIDS Center
2013