title

           

აივ ინფექციის ვერტიკალური გადაცემის პრევენცია
აივ ინფექციის დედიდან შვილზე ვერტიკალური გადაცემა თანდაყოლილი აივ ინფექციის ერთ-ერთი უხშირესი მიზეზია 10 წლამდე ასაკის ბავშვებში. გაეროს სპეციალიზირებული სააგენტოების მიერ რეკომენდებულია აივ-ის დედიდან შვილზე გადაცემის პრევენციის სტრატეგია, რომელიც გულისხმობს:
  1. აივ ინფექციის პირველად პროფილაქტიკას მშობლებში;
  2. აივ პოზიტიურ ქალებში არასასურველი ორსულობის თავიდან აცილებას;
  3. აივ-ის გადაცემის პრევენციას ნაყოფსა და ახალშობილზე ორსულობის და ძუძუთი კვების დროს.

აივ პოზიტიური ქალიდან ნაყოფზე ან ახალშობილზე ინფექციის გადაცემის პრევენცია ითვალისწინებს:

  • დედის და ახალშობილის პროფილაქტიკურ მკურნალობას ანტირეტროვირუსული მედიკამენტებით;

  • ოპტიმალურ სამეანო ღონისძიებებს (საკეისრო კვეთა);

  • ნაყოფის უსაფრთხო კვებას (ძუძუთი კვებისგან თავის შეკავება იმ შემთხვევაში, თუ უზრუნველყოფილი იქნება ადეკვატური ხელოვნური კვება).

Copyright © AIDS Center
2013