აივ საწინააღმდეგო ვაქცინები ვაქცინა სუბსტანციაა, რომელიც იწვევს ორგანიზმის იმუნური სისტემის სტიმულირებას, რომ გამოიმუშავოს იმუნური პასუხი ანუ დაცვითი მექანიზმი ინფექციებისა და დაავადებების წინააღმდეგ. დღეისათვის მსოფლიოში აივ-ის საწინააღმდეგო ვაქცინები უკვე შექმნილია, თუმცა ისინი კლინიკური კვლევების სხვადახვა ფაზებს გადიან, რადგანაც აუცილებელია ვაქცინის უსაფრთხოების და ეფექტურობის შესახებ სარწმუნო შედეგების მიღება. ჯანმრთელი იმუნური სისტემა ებრძვის ყველაფერს, რასაც ჩათვლის უცხო სხეულად. ის გამოიმუშავებს ცილოვანი სახის წარმონაქმნებს-ანტისხეულებს, რომლებიც ბლოკავენ უცხო სხეულებს და ხელს უშლიან მათ, რომ დააინფიცირონ ჯანმრთელი უჯრედები. როგორც კი ინფიცირების საფრთხე თავიდან იქნება აცილებული, იმუნური სისტემა გამოიმუშავებს განსაკუთრებულ უჯრედებს, რომლებსაც დამახსოვრე-ბული აქვთ თუ როგორ ებრძოლონ ამ სპეციფიურ ინფექციას. ვაქცინების რამდენიმე სახე არსებობს. ზოგიერთი მათგანის შექმნა ხდება დასუსტებული მიკროორგანიზმების ან ვირუსებისგან, ეგრეთ წოდებული "ცოცხალი ვაქცინები". მათ შეუძლიათ გამოიწვიონ დაავადების ძალიან სუსტი ფორმა, მაგრამ იმუნური სისტემა იმახსოვ-რებს, თუ როგორ უნდა დაიცვას თავი დაავადების მძიმე ფორმისგან. ამის მაგალითია: წითელა, წითურა, ყბაყურას საწინააღმდეგო ვაქცინები. ვაქცინების სხვა ფორმაა "მკვდარი" ან "ინაქტივირებული" ვაქცინები, როგორიცაა გრიპის ან ცოფის ვაქცინები. ისინი არ შეიცავს ცოცხალ ორგანიზმებს, ასეთ შემთხვევაში დაავადება არ ემართება ადამიანს, მაგრამ იმუნური სისტემა იმუშავებს დაცვას მის მიმართ. ![]() აივ/შიდსის საწინააღმდეგო ვაქცინები მიეკუთვნება რეკომბინან-ტულ ვაქცინებს, ისინი განსხვავდება "ცოცხალი" ან "ინაქტივირებული" ტიპის ვაქცინებისგან, შექმნილია პათოგენის გენეტიკურად მოდელირებული კომპონენტებისგან, არ შეიცავენ ვირუსს და სრულიად შეუძლებელია, რომ გამოიწვიონ ინფიცირება ვაქცინაციის შედეგად. ხდება მხოლოდ აივ საწინააღმდეგო ანტისხეულების გამომუშავება, იმ დროს, როცა ადამიანი არ არის ინფიცირებული აივ-ით. აივ/შიდსის საწინააღმდეგო ვაქცინები შეიძლება იყოს თერაპიული და პრევენციული ტიპის. თერაპიული ვაქცინები განსაზღვრულია იმ ადამიანებისთვის, ვისაც უკვე აქვთ აივ ინფექცია/შიდსი. თერაპიული ვაქცინის კვლევები განსაზღვრავს, თუ როგორ უნდა იქნეს გამოყენებული ორგანიზმის იმუნური სისტემა იმისათვის, რომ აკონტროლოს აივ-ი ორგანიზმში. პრევენციული ვაქცინები განსაზღვრულია ჯანმრთელი ადამია-ნებისთვის აივ ინფიცირების თავიდან ასაცილებლად. აივ ინფექცია/შიდსის ვაქცინების კვლევების უმეტესობა ფოკუსირდება სწორედ ამ ტიპის ვაქცინის შექმნაზე. როგორც ცნობილია, არც ერთი ვაქცინა არ იძლევა 100%-ით ინფექციების ეფექტურ დაცვას. მიუხედავად იმისა, რომ ეს ჟღერს როგორც პრობლემა, ვაქცინები საკმაოდ ძლიერი იარაღია დაავადებებთან ბრძოლაში. მათ აქვთ უდიდესი მნიშვნელობა და აქვთ უდიდესი სარგებელი როგორც ინდივიდის, ისე საზოგადოებისთვის. ვაქცინების ტესტირებას სჭირდება მრავალი წელი. მაგალითად, მეცნიერებს დასჭირდათ 126 წელზე მეტი მალარიის საწინააღმდეგო ვაქცინის შესაქმნელად, ტიფის საწინააღმდეგო ვაქცინას დასჭირდა 100 წელი, პოლიომიელიტის ვაქციანას 46 წელი, წითელას საწინააღმდეგო ვაქცინა კი 9 წელიწადში შეიქმნა. ვაქცინების სფეროში კვლევა საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია, რო-მელიც იწყება ე.წ. პრე-კლინიკური კვლევებით, ძირითადი ლაბორატო-რიული კვლევებით და პროდუქტის შექმნით, რაც მოიცავს ცხოველებზე ექსპერიმენტებსაც. ასეთ კვლევებს, როგორც წესი, ახორ-ციელებენ აკადემიური ლაბორატორიები და ფარმაცევტული ინდუსტ-რია. თუ ცხოველებზე კვლევები ადასტურებს პროდუქტის უსაფრთხოებას, შემდეგი ეტაპი არის კლინიკური კვლევები. კლინიკური კვლევებისას ხდება შექმნილი პროდუქტების (კანდიდატი ვაქცინების) ტესტირება ჯანმრთელ მოხალისე ადამიანებზე თან-მიმდევრული ფაზებით. ვაქცინის კვლევების I და II ფაზა იძლევა მონაცემებს კანდიდატი ვაქცინების უსაფრთხოების შესახებ და მათ უნარზე გამოიწვიოს აივ სპეციფიური იმუნური პასუხი. მიღემული შედეგების მიხედვით კანდიდატი ვაქცინების კვლევა შესაძლოა გაგრძელდეს უფრო ფართომასშტაბიან III ფაზის კვლევაში, რათა მიღებული იქნეს სარწმუნო და საბოლოო ინფორმაცია აივ ინფექციის წინააღმდეგ დაცვის მექანიზმის გამომუშავების პროცესში ვაქცინების ეფექტურობის შესახებ. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში 1987 წლიდან 40-ზე მეტმა აივ ვაქცინის კანდიდატმა გაიარა კვლევების I და II ფაზები, სადაც მონაწილეობა მიიღო ათეულობით ათასმა ჯანმრთელმა მოხალისემ. კვლევების შედეგებმა ცხადყო ვაქცინების უსაფრთხოება და მიღებულ იქნა მნიშვნელოვანი ინფორმაცია მომავალში ახალი გენერაციის ვაქცინების შესაქმნელად, რომლებსაც შეეძლებათ აივ საწინააღმდეგო უკეთესი იმუნური პასუხის გამოწვევა. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ რამდენიმე წელიწადში შეიქმნება საკმა-ოდ ეფექტური აივ ინფექცია/შიდსის საწინაღმდეგო ვაქცინა. ტაილანდში ჩატარებული კვლევამ, რომლის შედეგები გამოქვეყნდა 2009 წელს, ინტერვენციის ჯგუფში აჩვენა ვაქცინის 30% ეფექტურობა პლაცებო ჯგუფთან შედარებით. მკვლევარები ცდილობენ გაანალიზონ ეს შედეგები უფრო ეფექტური ვაქცინის მისაღებად. აივ ინფექცია/შიდსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნა საკმაოდ რთუ-ლია, კვლევებით მიღებული საიმედო შედეგების მიუხედავად, ჯერ კიდევ უცნობია, როგორ უნდა შეფასდეს აივ-ის საწინააღმდეგო იმუნური რეაქცია და საჭიროა ახალი მიდგომები, რათა სწორად განი-საზღვროს აივ საწინააღმდეგო იმუნური პასუხი და მოხდეს მისი გამომუშავება. ჯერ კიდევ უამრავი ვაქცინის კანდიდატების შექმნა გრძელდება ლაბორატორიებში და ტარდება უამრავი კლინიკური კვლევები ჯანმრთელ მოხალისეებში. ექსპერტების აზრით, უსაფრთხო და ეფექტური აივ/შიდსის საწი-ნააღმდეგო ვაქცინას ანტირეტროვირუსულ თერაპიასთან ერთად ექნება სასიცოცხლო მნიშვნელობა გლობალურ ეპიდემიასთან ბრძო-ლაში, რაც გამოიწვევს მკურნალობის საფასურის შემცირებას და მკურნალობის ეფექტურობის ხანგრძლივობის გაზრდას.
|
|
Copyright © AIDS Center
|