Loading...
ალ. ყაზბეგის გამზირი N16, 0160, თბილისი. საქართველო
(+995 32) 239-80-18
   

სიახლე

 

19 მაისი - შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის საერთაშორისო დღე

გვახსოვს, ვმკურნალობთ სიყვარულით და სოლიდარობით!

2024 წელს მსოფლიო ამ დევიზით აღნიშნავს შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის საერთაშორისო დღეს, რომელიც მოგვიწოდებს, გარდაცვლილთა მოგონებასთან ერთად გავაგრძელოთ ის ქმედებები, რომელიც მიმართულია აივ ინფიცირებული პაციენტების კეთილდღეობისათვის, კერძოდ აქტიურად გავაგრძლეოთ აივ/შიდსის პრევენცია, მკურნალობა და დავეხმაროთ აივ/შიდსთან დაკავშირებული პრობლემების გადაწყვეტაში.

შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის დღე პირველად სან-ფრანცისკოში 1983 წელს აღინიშნა. მოგვიანებით ამ დღის აღნიშვნა საერთაშორისო ტრადიციად იქცა და ყოველი წლის მაისის მესამე კვირას ათასობით ადამიანი ხელში ანთებული სანთლებით გამოდის ქუჩებში, რათა სოლიდარობა გამოუცხადოს აივ ინფექციით მცხოვრებ ადამიანებს და მათ ახლობლებს.

კვირას, 19 მაისს მსოფლიო 41-ჯერ, ხოლო საქართველო 28-ჯერ აღნიშნავს ამ დღეს, და ანთებული სანთლებით კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველას:

პატივი მივაგოთ შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნას, რომელთა რაოდენობამ მსოფლიოში 40 მლნ-ს გადააჭარბა

გამოვხატოთ სოლიდარობა აივ/შიდსით მცხოვრები ადამიანების მიმართ, რომელთა რიცხვი მსოფლიოში 39 მლნ-ზე მეტია

ხელი შევუწყოთ საზოგადოების განათლებასა და მობილიზებას ეპიდემიის წინააღმდეგ, გამოვავლინოთ და ვუმკურნალოთ ყველა აივ ინფიცირებულ ადამიანს, რადგან მსოფლიოში მცხოვრები აივ ინფიცირებულების მხოლოდ 85%-მა იცის თავისი აივ სტატუსის შესახებ;

წვლილი შევიტანოთ აივ/შიდსთან ასოცირებული სტიგმისა და დისკრიმინაციის დამარცხებაში და ყველა ადამიანს მივცეთ მკურნალობის საშუალება, რადგან არვ თერაპიაზე ინფიცირებული პირების მხოლოდ 75% იმყოფება

ჩავებათ აივ/შიდსის პრევენციის აქტიურ კამპანიაში, რომელიც გულისხმობს როგორც აივ ინფიცირებული პაციენტების გამოვლენას და მათ მკურნალობას, ასევე პრევენციულ ღონისძიებებს, რათა თავიდან იყოს აცილებული აივ-ის გადაცემის ახალი შემთხვევები.

 

აივ ინფექცია/შიდსის ეპიდსიტუაცია საქართველოში

დღეისათვის, მსოფლიო სიტუაციის მიხედვით, საქართველო მიეკუთვნება აივ/შიდსის კონცენტრირებული გავრცელების ქვეყნებს სტაბილური ეპიდემიოლოგიური სურათით.

2024 წლის 19 მაისის მონაცემებით ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრში რეგისტრირებულია 10 608 აივ ინფიცირებული პირი, მათგან 7945 – მამაკაცი და 2663 – ქალია. 2263 პაციენტი გარდაიცვალა.

მიმდინარე წელს გამოვლინდა აივ ინფექციის 217 ახალი შემთხვევა.

ანტირეტროვირუსულ (არვ) თერაპიას იტარებს 6000-ზე მეტი პაციენტი, მათ შორის 42 – ბავშვი.

რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით შემდეგია:

32.0 % – ნარკოტიკების ინექციური მოხმარება;

52.0 % – დაინფიცირდა ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად;

14.0 % – მამაკაცები, რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცთან;

1.1 % – დაინფიცირდა ვერტიკალური გადაცემის გზით;

0.4 % – სისხლის გადასხმის შედეგად;

0.5 % – გადაცემის გზა დაუდგენელია.

რეგისტრირებულ შემთხვევათა გეოგრაფიული განაწილების მხრივ – აივ/შიდსის ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია ქ. თბილისში, შემდეგ სამეგრელოში, იმერეთში, აჭარაში, აფხაზეთში, ქვემო ქართლში, კახეთში, შიდა ქართლში, გურიაში, სამცხე-ჯავახეთში და ა.შ.

 

ჩაიტარე აივ ტესტირება, რადგან დროული დიაგნოსტიკა

სრულფასოვანი სიცოცხლის საწინდარია!

აივ ტესტირება კონფიდენციალური და უფასოა!

შიდსის ცხელი ხაზი - 239 80 18

გამოცდილება

რატომ აგვირჩევთ

ცენტრში მუშაობენ მაღალი დონის პროფესიონალი და გამოცდილი ექიმები-ინფექციონისტები

გამოცდილება

ექიმები

ხარისხიანი

მომსახურება

დადებითი

კონსულტაცია

24 საათი

მხარდაჭერა