AIDS Center

title

           


აივ ინფექცია/შიდსის გავრცელება საქართველოში

მართალია, მსოფლიო სტატისტიკით საქართველო მიეკუთვნება აივ ინფექცია/შიდსის დაბალი პრევალენტობის ქვეყნებს და, რაც კიდევ უფრო საინტერესოა, ამ ქვეყნებს შორისაც ერთ-ერთი ყველაზე ბოლო ადგილი უკავია, მაგრამ, მეორეს მხრივ, შიდსის ეპიდემიის კანონზომიერებიდან გამომდინარე, აივ ინფიცირებულების სავარაუდო რიცხვი საქართველოში 10500-ს უტოლდება. ეს კი ისეთი მცირერიცხოვანი ქვეყნისათვის, როგორიც საქართველოა, უკვე საკმაოდ სოლიდური რიცხვია.

საქართველოში აივ ინფექცია/შიდსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა 1989 წელს.

საქართველოში აივ ინფექციის რეგისტრირებულ შემთხვევათა რიცხვი

საქართველოში 2023 წლის 10 მარტის მონაცემებით ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრში რეგისტრირებულია:

აივ-ით ინფიცირების 9869 შემთხვევა

7376 - მამაკაცი

2493 - ქალი

პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 40 წლამდეა.

შიდსი განუვითარდა 4885 პაციენტს, 2079 გარდაიცვალა.

2023 წელს გამოვლინდა 30 ახალი შემთხვევა. არვ მკურნალობაზეა 6102 (მათ შორის აფხაზეთში - 663) პაციენტი.
 

აივ ინფიცირებულთა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით

AIDS

აივ ინფიცირებულთა განაწილება რეგიონების მიხედვით

AIDS

საქართველოში გამოვლენილი აივ-ინფექციის ახალ შემთხვევათა დინამიკა წლების მიხედვით

AIDS

Copyright © AIDS Center