Online კურსი "ჯანდაცვის დაწესებულებებში აივ ადრეული დიაგნოსტიკის დანერგვა და დიაგნოსტიკის გაუმჯობესება" დაფუძნებულია ახალი გაიდლაინის "პრაქტიკული სახელმძღვანელო აივ ანტისხეულებზე რუტინული ტესტირების დანერგვისათვის ჯანდაცვის დაწესებულებაში და აივ ინფექცია/შიდსის დეტექციისა და დიაგნოსტიკის გაუმჯობესება საქართველოში" გაიდლაინზე და შემუშავებულია ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ს/პ ცენტრის წამყვანი თანამშრომლების მიერ. კურსის ხელმძღვანელია კლინიკის გენერალური დირექტორი, პროფესორი თენგიზ ცერცვაძე. დისტანციური სწავლების კურსის შემუშავება მოხდა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის ფინანსური მხარდაჭერით და განსაზღვრულია ყველა სპეციალობის ექიმისათვის. შიდსის ცენტრი განსაკუთრებულ მადლობას უხდის ბატონ ამირან გამყრელიძეს მხარდაჭერისათვის. დისტანციური სწავლების პროგრამის მიზანი, რომელიც შემოთავაზებულია ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ს/პ ცენტრის და დიპლომის შემდგომი სამედიცინო განათლებისა და უწყვეტი განვითარების ინსტიტუტის მიერ აივ გვიანი დიაგნოსტიკის შემცირება და შესაბამისად აივ ინფიცირებულების გამოვლენას ადრეულ სტადიაზე გამოვლენა და მათი სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებაა. ლექციების კურსში განხილულია ის ეპიდემიოლოგიური და კლინიკური მდგომარეობები (აივ ასოცირებული სარისკო ქცევა, გადაცემის გზები, კლინიკური ნიშნები, სიმპტომები და სინდრომები), რომლის დროს ჯანდაცვის სპეციალისტმა ეჭვი უნდა მიიტანოს აივ ინფექციაზე და შესთავაზოს პაციენტს ჩაიტაროს ტესტირება აივ ინფექციაზე. "ჯანდაცვის დაწესებულებებში აივ ადრეული დიაგნოსტიკის დანერგვა და დიაგნოსტიკის გაუმჯობესება" მარტივად ხელმისაწვდომია საქართველოს ნებისმიერ ადგილზე მცხოვრები ექიმისათვის, მარტივია რადგან არ მოითხოვს კურსის გასავლელად ზუსტად განსაზღვრულ თარიღსა და დროს, მსმენელს აძლევს შესაძლებლობას რამოდენიმეჯერ დაუბრუნდეს მისთვის სასურველ თემას და დამატებითი შეკითხვებისა და დისკუსიისათვის ვებ გვერდზე განათავსოს შეკითხვა ან დაუკავშირდეს კურსის ავტორებს სალექციო მასალაში მითითებულ ცხელ ხაზზე.
|
|
Copyright © AIDS Center
|