Loading...
ლუბლიანას ქ. N70, 0159, თბილისი, საქართველო
(+995) 595−39−55−66
   

კითხვა–პასუხი

 

კითხვა–პასუხი

თუ შიდსით ინფიცირებული ადამიანი მიიღებს ინფექციის საწინააღმდეგო პრეპარატებს, შიდსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღარ ექნება? და თუ გაუქრება, მკურნალობის დაწყებიდან რამდენ ხანი? მკურნალობის შემდეგ თუ შეუძლია ინფიცირებულს წონაში ისევ მოიმატოს?

აივ/ინფექცია შიდსით დაავადებულ ადამიანებს უტარდებათ სპეციფიური მკურნალობა და ამ მკურნალობის ფონზე ინფიცირებულთა კლინიკური მდგომარეობა უმჯობესდება. მათ აღარ აქვთ ან მცირედ გამოხატულია შიდსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები. ასევე იმატებენ წონაში და იზრდება შრომისუნარიანობა. ინფიცირებულის მდგომარობის გაუმჯობესება დამოკიდებულია მკურნალობის რეჟიმის ზუსტად დაცვასა და ორგანიზმის ინდივიდუალურ თავისებურებებზე.

ჩემს მეგობარს რამოდენიმე თვე ჰქონდა სურდო, ძალიან დასუსტდა და წონაში დაიკლო, ასევე ჰქონდა გამონაყარი ცხვირზე, გახდა გულჩათხრობილი. მაინტერესებს, შეიძლება ამ სიმპტომების საფუძველზე ვივარაუდოთ, რომ მას შიდსი აქვს?

აივ ინფექცია/შიდსის დიაგნოზის დასმისათვის აუცილებელია ჩატარდეს ლაბორატორიული გამოკვლევა რადგან აღნიშნული სიმპტომები შეიძლება ბევრ დაავადებას ახასიათებდეს.

მე ვიხმარე ჩემი მეგობრის საპარსი, რომელიც აღმოჩნდა ინფიცირებული შიდსით. პარსვის დროს ფეხი ცოტათი გამეჭრა. ეს მოხდა 2 თვის წინ. მაინტერესებს, ამის მერე შეიძლება რომ მეც ინფიცირებული ვიყო აივ ინფექციით თუ არა? რამდენად დიდია ამის შანსი? და თუ ყოფილა პრაქტიკაში საპარსით ინფიცირების შემთხვევა?

აივ ინფიცირებული ადამიანის საპარსის გამოყენებით დაინფიცირების შემთხვევა ჩვენს ცენტრში დაფიქსირებული არ ყოფილა. თუმცა იმის შანსი, რომ ამ გზით ადამიანი დაინფიცირდეს საკმაოდ მცირე, მაგრამ მაინც რეალურად არსებობს, ამიტომ თქვენ გეძლევათ რეკომენდაცია მომართოთ ცენტრს საპასრსის გამოყენების მომენტიდან 3 თვის გასვლის შემდეგ და ჩიატაროთ გამოკვლევა აივ ინფექცია შიდსზე.

მაინტერესებს გადადის თუ არა შიდსი დაავადებული ქალის სასქესო ორგანოზე პირით შეხებისას?

შიდსის გადაცემის შანსი არსებობს სქესობრივი კონტაქტის ყველა ფორმის დროს.

წარმოადგენს თუ არა პრეზერვატივი 100%-იან დაცვას შიდსის ვირუსისგან?

ხარისხიანი პრეზერვატივი წარმოადგენს აივ ვირუსისაგან თავდაცვის საშუალებას, თუ ის არ დაზიანდა სქესობრივი აქტის დროს.

რას უნდა დავაბრალოთ რომელ სქესობრივ გზით გადამდებ დაავადებას, სასქესო ორგანოს ქავილი, თუ შეიძლება განმიმარტეთ.

ქავილი სასქესო ორგანოებზე ძირითადად დამახასიათებელია სოკოვანი დაავადებებისათვის, ამიტომ რეკომენდებულია ვისაც ეს პრობლემა აქვს ჩაიტაროს გამოკვლევა სოკოვან დაავადებებზე.

მე მაინტერესებს იმ ადამიანების ფსიქოლოგიური მდგომარეობა, ვისაც შიდსი აქვთ, ვიცი რომ არსებობს ასეთი ცენტრი ”ანტი სტიგმა” მაგრამ არ ვიცი მისამართი. იქნებ მომაწოდოთ?!

სამწუხაროდ "ანტი სტიგმის" შესახებ დაწვრილებით ინფორმაციას ვერ მოგაწვდით.

მაგალითად ფეხზე ან წელზე თუ ავიჩიჩქნე მიჩირქდება ან ზაფხულში ცხვირში ვარ გაჭედილი და იმუნიტეტის დაქვეითებაზე მიუთითებს?

კანის გაღიზიანების შედეგად კანზე არსებული მიკრობები იწვევენ კანის ინფექციებს (განსაკუთრებით ჩირქმბადი ბაქტერიები, მაგ. სტაფილოკოკები). ეს ბუნებრივი მოვლენაა და არ არის დაკავშირებული კონკრეტულად იმუნოდეფიციტთან. ასევე ზაფხულში ცხვირით სუნთქვის გაძნელების მიზეზი არ შეიძლება იყოს იმუნოდეფიციტი. ცხვირში გაჭედვა და სურდო დაკავშირებულია ალერგიულ რეაქციებთან (ალერგიული რინიტი), რომელიც ზაფხულის პერიოდში ადამიანთა გარკვეულ ნაწილს არენიშნება.

სქესობრივი კავშირის მერე ჩემს მიერ გამოყენებულ პრეზერვატივს გარეთა მხრიდან შევახე ხელი, რომელიც ქალის სეკრეტით შეიძლება ყოფილიყო დასვრილი და ამავე ხელით თუ შევეხე სხეულის რომელიმე დაზიანებულ ნაწილს არის თუ არა შანსი დავინფიცირდე შიდსით?

ასეთი შემთხვევის დროს შიდსის ვირუსით დაინფიცირების შემთხვევა აღწერილი არ არის.

მე მაინტერესებს, თუ ნაშამ გამიკეთა მინეტი და მას რაღაც ჭირს (მაგალითად შიდსი) მეც დამემარტება?

შიდსის ვირუსის გადაცემის ერთ-ერთი გზა არის დაუცველი სქესობრივი კავშირები (როგორც ვაგინალური, ისე ანალური და ორალური). თუ თქვენ გქონდათ დაუცველი (პრეზერვატივის გარეშე) ორალური სექსი, მაშინ დაინფიცირების რისკი არსებობს.

ჩემი კითხვა შემდეგში მდგომარეობს: წარმოიდგინეთ სიტუაცია როცა ტატუს სალონში, ტატუს აპარატით კეთდება, ნახატის დატანება კანქვეშ, მართალია ნემსი გამოცვლილია და მხატვარი ერთჯერადი ხელთათმანებით მუაობს, მაგრამ არის ერთი პრობლემა, საღებავის ეკონომიის მიზნით, ნემსის ჩაწობა ხდება საღებავით სავსე თავსახურში, ხოლო თავსახურში დარჩენილი საღებავი სეანსის დამთავრების შემდეგ ბრუნდება ისევ კონტეინერში, ხელახალი გამოყენებისთვის. მაინტერესებს რამდენია რისკ ფაქტორი იმისა რომ თუ ერთმა ინფიცირებულმა გაიკეთა ტატუ ასეთი მეთოდით, უკან ჩაბრუნებული "დაიმფიცირებული" საღებავი არ შეერევა დანარჩენ საღებავს და ხელახალი გამოყენების დროს, არ დააინფიცირებს სხვას? ვიცი რომ ვირუსი გარემოში შედარებით არამდგრადია, შეიძლება თუ არა ის განადგურდეს 2–3 საათის განმავლობაში ტუშის საღებავში მოხვედრის დროს. გთხოვთ გამცეთ კორექტული და დაფიქრებული პასუხი, რადგან ეს ძალიან მნიშველოვანი სიტუაციაა, და რისკში არიან უამრავი ახალგაზრდები.

აივ ინფიცირების რისკი ამ შემთხვევაში მართლაც არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ მხატვარი ერთჯერადი ხელთათმანით მუშაობს და ნემსიც ერთჯერადია, შეიძლება მოხდეს ინფიცირებული პაციენტის სისხლის შერევა ჭურჭელში არსებულ საღებავთან და მეორე პაციენტის ტატუირების დროს შეიძლება მოხდეს ინფიცირებული სისხლის (თუნდაც უმცირესი წვეთების) მოხვედრა ორგანიზმში. გეთანხმებით, რომ პრობლემა ძალზე აქტუალურია და შიდსის ვირუსით ინფიცირების ერთ-ერთ გზას სამედიცინო მანიპულაციებთან ერთად სწორედ ტატუირება (არასტერილური ნემსის, საერთო ჭურჭლის გამოყენება) წარმოადგენს.

ვარ 18 ცლის, მქონდა დაცული სქესობრივი კავშირი 3 წლის წინ, მე მგონი მაქვს პაპილომა ვირუსი, იმიტომ რომ სასქესო ორგანოზე მაქ გამონაყარი და ტუჩის კუთხეებში ძაან პატარა გამონაყარი დაცინცქლულივით უკვე 4 თვეა რაც შევნიშნე, ასევე მაღლა კბილის გვერდზე მაქვს თეთრი ნაოჭივით, და დილაობით პირი მაქ გაცეპილივით, ღრძილის მაღლა ოდნავ თეთრი ნადები მაქ მარტო დილით მერე აღარ, ყელში მაქვს ორივე მხარეს ლიმფური კვანძი დაახლოებით 3 სმ ზომის და არ მტკივა. ფეხები და ხელები რაღაცნაირად მაწუხებს ხოლმე თითქოს ვენები მაწუხებს. და ეს შიდსის სიმპტომებია?

თქვენს მიერ აღნიშნული სიმპტომები ჰგავს ჰერპესულ ინფექციას, რომლისთვისაც დამახასიათებელია წვრილბუშტუკოვანი გამონაყარი სასქესო ორგანოებზე, ასევე პირის ღრუს ლორწოვანზე. აივ ინფექცია/შიდსი მხოლოდ ამ სიმპტომებით არ ხასიათდება. მით უმეტეს, როგორც აღნიშნეთ სქესობრივი კავშირი გქონდათ დაცული. თუ სურვილი გაქვთ, რომ გამოიკვლიოთ თავი აივ ინფექციაზე, შეგიძლიათ მობრძანდეთ შიდსის ცენტრში, გაიაროთ უფასო კონსულტაცია და ჩაიტაროთ გამოკვლევა.

გოგოსთან მქონდა დაუცველი სექსუალური აქტი, მეძავი არ ყოფილა, პირიქით, ვიცოდი ვინც იყო! ისე მოხდა რო ერთხელ ეს შიდსის სიმპტომები ვნახე და ამის შემდეგ დამეწყო ნერვიულობა. (აი ეს არ დამემარტოს ეს ხო არ მჭირს და ა.შ.) ნერვოზულათ შეიძლება ადამიანმა რამოდენიმე სიმპტომი მაინც დაიმართოს? არამოტივირებული ცხელება მქონდა, მაგრამ ვისინჯავდი სიცხეს და 36.7 მაქსიმუმი! ასევე სისუსტე! მეგონა რო სუსტად ვიყავი! ალბათ ეს ყველაფერი ნერვოზულია ხომ?

რა თქმა უნდა შეიძლება რომ ნერვული დაძაბულობის და შიშის ფონზე განვითარდეს სხეულის ტემპერატურის აწევა, სისუსტე, უმადობა და სხვ. თუმცა გირჩევთ, ჩაიტაროთ გამოკვლევა აივ ინფექციაზე, ვინაიდან აღნიშნავთ დაუცველ სქესობრივ კონტაქტებს.

კითხვა-პასუხში იყო დასმული შეკითხვა თუ როდიდან ვლინდება ზემოთ მოცემული შიდსის სიმპტომებიო. თქვენი პასუხი კი ასეთი იყო რომ საშუალოდ 5-7 წლის შემდეგო! ესე იგი, საეჭვო სექსუალური აქტიდან ორი, სამი კვირის შემდეგ არ იწყება ის სიმპტომები, ლიმფური კვანძების გადიდება, არამოტივირებული ცხელება და ა.შ?

უმრავლეს შემთხვევაში აივ ინფექცია მიმდინარეობს უსიმპტომოდ წლების განმავლობაში (საშუალოდ 5-7 წელი). თუმცა გარკვეულ შემთხვევებში ადგილი აქვს მწვავე დაავადების განვითარებას ინფიცირებიდან 2-3 კვირის შემდეგ. მაგრამ ასეთი გამოვლინება იშვიათია.

თუ ადამიანს აქვს ფაღარათი 3 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში, და სხვა არანაირი სიმპტომები, ფაღარათიც არა ქრონიკული, შეილება პაციენტი შიდსით იყოს ინფიცირებული?

მხოლოდ გახანგრძლივებული ფაღარათის არსებობა არ ნიშნავს, რომ პიროვნება არის ინფიცირებული შიდსის ვირუსით. გახანგრძლივებული დიარეა ვითარდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ინფექციებისათვის, ასევე დისბაქტერიოზისთვისაც. იზოლირებულად დიარეის არსებობა სხვა სიმპტომების გარეშე არ ნიშნავს იმას, რომ პიროვნება ინფიცირებულია შიდსის ვირუსით. მაგრამ თუ ასეთი პაციენტი მკურნალობს ფაღარათს თვეების განმავლობაში და ეს პრობლემა კიდევ გრძელდება, სასურველია, გამოკვლევის ჩატარება აივ/შიდსზე.

შეიძლება თუ არა შიდსით დაინფიცირება ჩემს მიერ გამოყენებული პრეზერვატივზე ხელის შეხებით და ამავე ხელით სასქესო ორგანოზე შეხებით?

ასეთი შემთხვევის დროს შიდსის ვირუსით დაინფიცირება აღწერილი არ არის. ასეთი ქცევით აივ ინფექცია/შიდსი არ ვრცელდება.

არსებობს თუ არა მსოფლიოში ცნობილი ადამიანი, მწერალი, მუსიკოსი, პოლიტიკოსი თუ სხვ. ვინც აივ ინფექციის მსხვერპლი გახდა

მსოფლიოში აივ ინფექცია/შიდსით დაინფიცირდა და დაიღუპა 20 მლნ-ზე მეტი ადამიანი. მათ შორის, იყო ბევრი ცნობილი ადამიანი, რომლებიც მოღვაწეობდნენ სხვადასხვა სფეროში. დაწვრილებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ მოცემულ ლინკზე: http://en.wikipedia.org/wiki/List_of_HIV-positive_people

გადაეცემა თუ არა აივ ინფექცია მშობიარობის დროს?

დიახ. აივ ინფექცია/შიდსი გადაეცემა მშობარობის დროს. დედიდან შვილზე შიდსის ვირუსი გადაეცემა როგორც მუცლადყოფნის პერიოდში, ისე მშობიარობის და ძუძუთი კვების დროს.

შენს მიერ გამოყენებულ პრეზერვატივზე ხელის შეხებისას არის თუ არა შანსი შიდსით დაინფიცირდე?

ასეთი შემთხვევის დროს შიდსის ვირუსით დაინფიცირება არ ხდება.

მკურნალობენ თუ არა თქვენთან ტუბერკულოზს? და თუ იცით რა სიმპტომები ახასიათებს მას? წინასწარ მადლობა

ტუბერკულოზისათვის დამახასიათებელია: სისუსტე, ოფლიანობა, ცხელება, წონაში კლება, უმადობა, ხველა და სხვ. ტუბერკულოზის მკურნალობა ხდება სპეციალიზებულ საავადმყოფოებში, მაგ. ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრი ქ. თბილისში. ტუბერკულოზის დისპანსერები.

1 წლის წინ მეძავთან კონტაქტის შემდეგ გამიჩნდა ეჭვი შიდსზე და ვიყავი კიდეც თქვენს ცენტრში გამოკვლევაზე, რომელიც 2 თვის შემდეგ მოხდა, ტესტმა უარყოფითი პასუხი მომცა, მიუხედავად ამისა მაინც ვერ შევწყვიტე ამაზე ფიქრი, რომელიც დღემდე არ მაძლევს მოსვენების საშუალებას. სომპტომები ასეთი მაქვს: უეცარი ტემპერატურის ზრდა, დილით მუცელში დისკომფორტი. მაინტერესებს შეიძლება ეს ყველაფერი ნერვიულობის გამო მქონდეს? და თუ არის შესაძლებელი დაინფიცირებიდან 1 წლის შემდეგ უკვე ასეთი სიმპტომების გამოვლენა ინფიცირებულის მხრიდან? იქნებ მირჩიოთ რამე.

რაც შეეხება თქვენს სიმპტომებს. აღნიშნული სიმპტომები აივ ინფექცია/შიდსისათვის სპეციფიკური არ არის. ისინი ნაწილობრივ დაკავშირებულია ვეგეტონევროზულ სინდრომთან. შიდსის ვირუსით დაინფიცირებიდან კლინიკური ნიშნები ვლინდება საშუალოდ 6-7 წელში, თუმცა რიგ შემთხვევებში დაავადება შეიძლება განვითარდეს უფრო ადრეც. თუ თქვენ ბოლო საეჭვო კონტაქტიდან 2 თვის შემდეგ გაიკეთეთ ანალიზი შიდსზე და პასუხი იყო უარყოფითი (ვირუსი არ აღმოჩნდა), მაშინ სანერვიულო არაფერი გაქვთ. თუმცა რეკომენდირებულია რისკის ქცევიდან გამოკვლევამდე გასული იყოს 3 თვე (ფანჯრის პერიოდი).

შეიძლება თუ არა მხოლოდ პაპილომა ვირუსი გქონდეს და მეტი არაფერი გაწუხებდეს და ეს აივის ბრალი იყოს ანუ მარტო პაპილომა ვირუსი იყოს სიმპტომი?

არა. აივ ინფექცია/შიდსის დროს მხოლოდ პაპილომავირუსით გამოწვეული დაავადება ცალკე არ გხვდება.

არის შანსი თუ არა 0,0000000000001% მაინც, რომ თქვენთან ანალიზის აღებისას არ დაინფიცირდება ადამინი და თუ აგებთ მაგაზე პასუხს და როგორ.

ჩვენს ცენტრში დაინფიცირების შანსი ნამდვილად არ არსებობს. ანალიზებისათვის სისხლის აღება ხდება მხოლოდ ერთჯერადი შპრიცით. ამასთანავე სამედიცინო პერსონალი მუშაობს ხელთათმანებით.

შეიძლება თუ არა სქესობრივი აქტის დროს შიდსის გადადება?

დიახ, შეიძლება. შიდსის ვირუსის გადაცემის ერთ-ერთ მთავარ გზას დაუცველი სქესობრივი კონტაქტები წარმოადგენს.

რას უნდა ნიშნავდეს თუკი ადამიანი ერთი წელიც არ არის დაინფიცირებული და CD4+ აქვს 300-ზე დაბალი? და რა შემთხვევაში შეიძლება მოხდეს ასერი რაღაც?

CD4+ ლიმფოციტების რაოდენობა სხვადასხვა ადამიანისათვის ინდივიდუალურია. ზოგ შემთხვევაში ეს გენეტიკური ფაქტორებითაა განპირობებული.

მცირდება თუ არა თქვენს ცენტრში სამკურნალოდ რაიმე სახის დაზღვევა. უზრუნველყოფს თუ არა თქვენი ცენტრი პაციენტის 100 პროცენტიან უფასო მკურნალობას? (გამოკვლევები, კონსულტაციები, მედიკამენტები და ა.შ).

შიდსის ცენტრში აივ ინფიცირებული პაციენტებისათვის, რომლებიც არიან საქართველოს მოქალაქეები (აქვთ ქვეყნის მოქალაქის დამადასტურებელი პირადობის მოწმობა) ყველა სახის სამედიცინო მომსახურება, მათ შორის ანტივირუსული მკურნალობა და სხვადასხვა გამოკვლევები არის აბსოლუტურად უფასო. ანტივირუსული მკურნალობა დაფინანსებულია არასამთავრობო ორგანიზაცია გლობალური ფონდის მიერ.

შეიძლება თუ არა ადამიანი შიდსით დაინფიცირდეს ეპილაციის დროს, თუკი იმ ექიმმა, ვინც ეპილაცია გააკეთა ნემსი სპირტით გაწმინდა. მითხრეს რომ ეს შესაძლებელია და ძალიან შემეშინდა.

ეპილაციის დროს შიდსის ვირუსის გადეცემა ძალზე იშვიათია. თუმცა არასტერილური ინსტრუმენტების გამოყენება, რა თქმა უნდა, დაკავშირებულია ვირუსის გადაცემასთან.

შეიძლება თუ არა აქ მოცემული ინფორმაცია გამოვიყენო საკომფერენციო თემაში

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს ინფორმაცია, ასევე თუ ცენტრში მობრძანდებით შეგვიძლია მოგაწოდოთ სხვა დამატებითი ინფორმაციაც. სასურველია თუ თემაში მიუთითებთ ინფორმაციის წყაროს.

ვარ 17 წლის, ფეხის კუნთები მტკივა უკვე 3 თვეა, ყელში მაქვს ერთი ჯირკვალი, სისხლის საერთო ანალიზი ყველაფერი ნორმაში იყო მარტო ეიზოფილები(მე მგონი ესე ქვია რაღაც ალერგიის როა) მქონდა მომატებული ისიც ძალიან ცოტათი. წონაში ვიმატებ ძალიან ერთ წელში 11 კილო მოვიმატე, სექსი მქონდა სულ ორჯერ, ორივეჯერ დაცული და შესაძლებელია აივ მქონდეს?

თქვენს მიერ დასახელებული სიმპტომები აივ ინფექცია/შიდსისათვის არაა დამახასიათებელი. მით უმეტეს, რომ სქესობრივი კავშირები დაცული გქონდათ და რისკის ქცევას არ აღნიშნავთ.

შესაძლებელია თუ არა პაპილომა ვირუსისგან განკურნება? და თქვენთან თუ მკურნალობენ?
პაპილომა ვირუსთან დაკავშირებით მაინტერესებს ყველაფერი: რა სიმპტომები აქვს? შესაძლებელია ამ ვირუსის მატარებელმა გააჩინოს ჯამრთელი ბავშვი?

პაპილომა ვირუსების შესახებ არსებობს უამრავი ლიტერატურა. ყველაფრის შესახებ ინფორმაციის მოწოდება ამ ფორმატში ძალიან ძნელია. შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს ცენტრში, სადაც კვალიფიციური ექიმი-ინფექციონისტებისგან მიიღებთ ამომწურავ პასუხებს აღნიშნულ ინფექციასთან დაკავშირებით აქვე საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ ჩაიტაროთ სპეციალიზებული გამოკვლევა პაპილომა ვირუსის დნმ-ის განსაზღვრის მეთოდით.

შესაძლებელია ადამიანთან სექსის დროს გარდა იმისა რომ აუცილებლად უნდა გამოიყენო პრეზერვატივი, რას უნდა მოვერიდოთ?

პირველ რიგში, რჩევის სახით მინდა გითხრათ, რომ უნდა მოერიდოთ შემთხვევით და განსაკუთრებით დაუცველ სქესობრივ კავშირებს. რაც შეეხება პრეზერვატივის გამოყენებას, იგი საიმედოდ იცავს ადამიანს აივ ინფექცია/შიდსის და სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებისაგან. სქესობრივი კონტაქტისას დაცვის ძირითად საშუალებას პრეზერვატივი წარმოადგენს. შენიშვნა: პრეზერვატივი უნდა იყოს ახალი, დაუზიანებელი და აფთიაქში შეძენილი.

ფასიანია თუ უფასო საქართველოსი ინფიცირებულების მკურნალობა? (პრეპარატები, გამოკვლევები, კონსულტაციები და ა.შ)

აივ ინფექცია/შიდსის მკურნალობა და გამოკვლევები საქართველოს მოქალაქეებისთვის უფასოა.

თუ კი ქალი არის ინფიცირებული შეუძლია თუ არა მას ჰქონდეს სექსი ჯანმრთელ ადამიანთან? რამდენად დიდია რისკი რომ ამ დაავადებას მასაც გადასდებს? რა თქმა უნდა ვგულისხმობ დაცულ სექს.

დაცული სქესობრივი კონტაქტის დროს აივ ინფექცია არ გადაეცემა, რა თქმა უნდა თუ ამ დროს არ მოხდა პრეზერვატივის მთლიანობის დარღვევა.

რას ნიშნავს დაავადება სიფილისი და რა სიმპტომების მატარებელია, წინასწარ გიხდით მადლობას.

სიფილისი არის სქესობრივი გზით გადამდები დაავადება, რომელიც გადაეცემა დაუცველი სქესობრივი კონტაქტით, ახასიათებს სასქესო ორგანოების დაზიანება, გამონაყარი სასქესო ორგანოებზე, ე.წ შანკრი, რომელიც თავდაპირველად უმტკივნეულოა. ეს ვლინდება საეჭვო კონტაქტიდან 20-30 დღის განმავლობაში.

მაინტერესებს სისხლით დასვრილი მაკრატელი, თუ ის დამუშავდა სპირტით მცირე ხნის განმავლობაში, ხოლო შემდეგ გაზქურაზე გაცხელდა, არის თუ არა საშიში ინფიცირებისათვის შიდსზე ან სხვა ინფექციებზე?

ასეთი მაკრატელი, რომელიც გაზქურის ალზე გამოიწვა საშიში აღარ არის.

თუ შეიძლება განმიმარტეთ, რას ნიშნავს აივ?

აივ არის ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი.

კაპოშის სარკომა.ესეთი რაღაც წავიკითხე თქვენთან ტერმინოლოგიაში და გავეცანი მის სიმპტომებს.მაინტერესებს ერთი რაღაც. კერძოდ: მე მადევს აპარატი ფეხზე ვარ ბარძაკის ძვლის ცეცხლსასროლი მოტეხილობით.უკვე ვმკურნალობ წელიწადი და რვა თვეა და ამ ხნის განმავლობაში არ მომიხრია მუხლი, მაქვს ოპერაციები გადატანილი და მედო ელიზაროვის აპარატიც ამ აპარატამდე და ძველ ნაშრამზე ელიზაროვის აპარატის გამიწნდა სიმაგრე მუხლთან გვერდზე. ეს თვეები ხან მაწუხებდა ხან გამივლიდა და ამ ბოლოს დამატსუხა ძლიერ და გამიმაგრდა.მივმართე ექიმს და გადავიღე ეხო. მათ მითხრეს რომ ფისტულა მქონია ძველ შრამზე და სითხე. ხოდა არ მოგწერდით რომ არა კაპოშის სარკომას სიმპტომები წამეკითხა.რადგან ეხლა ტკივილმა გამიარა და გამისჰავდა ის სიმაგრე და გამიტსიტლდა და თეთრი თავივით გაიკეთა.ექიმმა ვენისგან თავისუფალიაო ეს ფისტულაო. მაინტერესებს ამ სარკომაზეც ხომ არ ჩავიტარო გამოკვლევა? დიდი მადლობა. და ვის ვეჩვენო თუ ონკოლოგს თუ ვის.

თქვენს მიერ ჩამოთვლილი სიმპტომები გვაფიქრებინებს რომ აქ ადგილი ავს დაჩირქებულ ჭრილობას და არა კაპოშის სარკომას, რომელსაც ახასიათებს მრავლობითი და არა ერთეული გამონაყარი და თეთრი ფუფხის გარეშე, კაპოშის სარკომა ემართება ძირითადად იმ პირებს, ვისაც აქვს ძლიერი იმუნოდეფიციტი. დამატებითი კონსუტაციისათვის შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენ ცენტრეში (მისამართი საიტზეა) და მიიღოთ კვალიფიციური კონსულტაცია.

შეიძლება თუ არა ვირუსით დაავადებულს თვალთ უბნელდებოდეს, ჰქონდეს თავის ტკივილები, ესაჭიროება თუ არა სისხლის გამოცვლა მთელს ორგანიზმში, ხელების ოფლიანობა. გთხოვთ მიპასუხოთ.

დაავადების ერთ-ერთი სიმპტომია ძლიერი საერთო სისუსტე, თუმცა როგორც წესი სისუსტე გვხვდება სხვა ნიშნებთან ერთად და მარტო სისუსტის არსებობა და თვალთ დაბნელება შეიძლება სხვა დაავადების ბრალიც იყოს, ამიტომ საჭიროა გამოვიკვლიოთ დაავადების მიზეზი. სასურველი იქნება კონსულტაციისთვის მიაკითხოთ თერაპევტს და სისხლის საერთო ანალიზიც გაიკეთოთ.

ძალიან მაინტერესებს, თუ შეგიძლიათ გამცეთ ამომწურავი პასუხი. ვარ დაავადებული ინფექციით, რომლის ვინაობა ვერ დაადგინეს. მაწუხებს სიცხე 37.4, მაქვს სახცრების ტკივილი, კუჭნაცლავის პრობლემები (ხშირი დიარეა) თუ რაიმე არა დიეტური შევჭამე. აგრეთვე ხშირი შარდვა და წვა შარდვის დროს. კუჭში გასვლის დროს პროსტატის წვენი მომდის ურეტრიდან. ეს დაავადება მაწუხებს ექვსი წელია და მტანჯავს. სად შეიძლება დამაჯერებლად გავიკეთო ანალიზები, როგორც აივ ინფექციაზე, ასევე სხვა ვენერიულ და ინფექციურ დაავადებებზე. ძალიან გთხოვთ დამეხმაროთ რომელ უროლოგს მივაკითხო ან რა მოვიმოქმედო. მიღებული მაქვს სხვადასხვა სახის ანტიბიოტიკები.

უროლოგიური გამოკვლევისთვის სასურველი იქნება მიაკითხოთ პირველი კლინიკური საავადმყოფოს (არამეანცის ) ტერიტორიაზე მდებარე უროილოგიის ცენტრს, სადაც ჩაგიტარდებათ უროლოგიური გამოკვლევები და უროლოგი მოგცემთ დამატებით რჩევას რა გამოკვლევები ჩაიტაროთ.

მაქვს ლიმფური კვანძები გადიდებული და სისუსტე, ასევე მაქცს პაპილომას ვირუსი, და ლიმფური კვანძების გადიდება და სისუსტე შეიძლება პაპილომას ვირუსის ბრალი იყოს? და პაპილომას ვირუსი არის თუ არა შიდსთან კავშირში?

პაპილომავირუსი და აივ /შიდსის ვირუსი აბსოლიტურად სხვადასხვაა.

გამიგია რომ შიდსი ცხოველთან ურთიერთობით სქესობრივი ურთიერთობის შემდეგ წარმოიშვა. მაინტერესებს რამდენად მართალია ეს ვერსია და თუ მართლაც ხდება ასეთი ურთიერთობის შემდეგ დაინფიცირება. ცხოველებსაც გააჩნიათ ეს ვირუსი?

შიდსის წარმოშობის შესახებ დაწვრილებით შეგიძლიათ იხილოთ საიტზე განთავსებული ვირუსის ისტორია.

რამდენად დიდია შანსი შიდსის გადადებისა ორალური სექსის დროს (ორალი ორივე სქესისი მიმართ) და რა საშუალებით შეიძლება თავის დაზღვევა, როდესაც ქალს უკეთებ ორალს?

შიდსი შეიძლება გადაეცეს ნებისმიერი სახის სქესობრივი კავშირის დროს, ინფიცირებისაგან თავდაცვა შესაძლებელია პრეზერვატივის გამოყენებით.

შეიძლება თუ არა იაფფასიანი პრეზერვატივის (რომელიც არ გახეულა) ხმარების გამო დავინფიცირდე შიდსით?

პრეზერვატივი სასურველია იყოს ხარისხიანი და ვადიანი.

სად უნდა ჩავიტარო სისხლის სრული ანალიზი შიდსე ჰეპატიტებზე და ვენერიულ დაავადებებზე?

გამოკვლევები შეგიძლია ჩაიტაროთ ჩვენს ცენტრში.

შესაძლებელია თუ არა C ჰეპატიტის მკურნალობა, და არსებობს თუ არა საქართველოში ასეთი სამკურნალო ცენტრები? და როგორ შეიძლება დავიცვათ თავი დაავადებულ პირთან ურთიერთობისას, რა გზებით შეიძლება გადაგედოს C ჰეპატიტი დაავადებული პირისაგან?

C ჰეპატიტის მკურნალობა შესაძლებელია, მკურნალობა ტარდება ჩვენს ცენტრში, C ჰეპატიტის გადაცემის გზები მსგავსია შიდსის გადაცემის გზებისა.

სიმპტომებში რომ გიწერიათ გამონაყარი გამონაყარში რა იგულისხმება?

გამონაყარში იგულისხმება სხვადასხვა სახის ლაქები ან სხვა წარმონაქმნები კანზე რომელიც ჩვეულებრივ არ გვხდება.

მაქვს თავბრუს-ხვევა და მოუსვენარი ძილი ცუდი სიზმრებით, შეიძლება ეს შიდსის სიმპტომად ჩავთვალოთ თუ არა? მიჭირს კონცეტრაცია კითხვის დროს.

ეს არ არის შიდსის სიმპტომები

ერთჯერადი სქესობრივი კავშირის რა შიდსის გადადების რამდენი პროცენტია კაცისათვის?

რისკი დაახლოებით 35-45%, მაგრამ ადამიანი შეიძლება დაინფიცირდეს მხოლოდ ერთჯერადი სქესობრივი კონტაქტისასსაც.

მაინტერესებს პრეზერვატივი იცავს ჰერპესისაგან?

პრეზერვატივი იცავს ყველა სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისგან,მათ შორის ჰერპესისგან.

მაინტერესებს იაფ ფასიანი პრეზერვატი თუ არ გაიხა, იცავს შიდსისაგან?

სასურველია პრეზერვატივი მაღალი ხარისხის იყოს.

სულ სქესობრივი კავშირი მქონდა ორჯერ ორივეჯერ დაცული,არ შემინიშნავს, რომ პრეზერვატივი დაზიანებულიყოს,პირველი სქესობრივი კავშირი მქონდა 2 წლის წინ და მეორე 7 თვის უკან, ყელში მარჯვნივ მაქ რაღაც ჯირკვალი(მაგრამ არ მტკივა) ალბათ ლიმფური კვანძია,დილით პირი მიშრება ხოლმე და რაღაც გაცეპილივით მაქ, ცოტა სისუსტევ მაწუხებს მეხები მეგლება ხოლმე, ტემპერატურა ნორმალური მაქ 36.5. არსებობს რაიმე საფრთხე რომ შიდსი აღმომაჩნდეს?

თქვენს მიერ მითითებული დრო იმდენად მცირეა, რომ არ დროში შიდსის განვითარება როგორც წესი არ ხდება და ეს სიმპტომები სხვა დაავადების ბრალი შეიძლება იყოს, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ ჩაიტაროთ გამოკვლევა აივ შიდსზე, რათა დაისვას ზუსტი დიაგნოზი.

მქონდა დაუცველი სქესობრივი კავშირი დაახლოებით 3 ცლის წინ , ქალის ინფიცირებულობის სტატუსი არ ვიცი, ამ ხნის განმავლობაში შიდსი რომ მქონდეს სიმპტომების სახით გამომაჩნდებოდა თუ არა? თავს აბსოლიტურად კარგად ვგრდძნობ.

შიდსის კლინიკა საშუალოდ ვითარდება ინფიცირებიდან 5-6 წლის პერიოდში, თუმცა როგორც ცნობილია შიდსს ზოგჯერ ახასითებს აგრესიული მიმდინარეობა როცა სიმპტომები 3 წელზეც ვითარდება. ამიტომ სასურველია გამოკვლევა ჩაიტაროთ რათა საბოლოოდ დარწმუნდეთ.

შეიძლება თუ არა დაინფიცირება, თუ მიდიხარ ქუჩაში დაინფიცირებულთან ერთად და ამ დროს გამოვარდება ქუჩის ძაღლი და ორივეს გიკბენთ?ანუ ჯერ მას და მერე შენ? წინასწარ უღრმესი მადლობა პასუხისათის.

ასეთ დროს პირველ რიგში სასურველია გამოირიცხოს ცხოველის ცოფით დაავადება, აივ ინფექციას რაც შეეხება დაინფიცირების თეორიული შანსი არსებობს, მაგრამ ასეთი რამ პრაქტიკაში ძალიან იშვიათია.

მაინტერესებს პრეზერვატივი იცავს ჰერპესისაგან?

პრეზერვატივი იცავს ყველა სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისგან, მათ შორის ჰერპესისგან.

არსებობს ისეთი ქვეყანა სადაც შიდსით დაავადებულები არ არსებობენ?

აივ ინფექცია შიდსი დაფიქსირებულია მსოფლიოს ყველა კონტინენტზე და თითქმის ყველა ქვეყანაში.

დიდიხანია რაც საქართველოში შიდსით დაავადებულები არიან?

აივ ინფექციის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა 1989 წელს.

თუ დედა შიდსიანია ბავშვიც შიდსიანი დაიბადებააააააა?

დედიდან ბავშვზე აივ ვირუსის გადაცემის რისკი 30%-ია მაგრამ თუ დედა აღრიცხვაზეა შიდსის ცენტრში და იტარებს მკურნალობას, მაშინ ეს რისკი 1-2% მდე მცირდება .

შიდსი მამრობითი სქესის წარმომადგენლებს უფრო აკვთ თუ ვიდრე მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს?

შიდსით დაავადებულთა დიდი ნაწილი მამაკაცები არიან.

ყველაზე ძაან სად არიან შიდსით დაავადებულები?

შიდსით დაავადებულთა ყველაზე მეტი შემთვევა დაფიქსირებულია აფრიკის კონტინენტზე.

შიდსი რა ვირუსუა?

შიდსი არის ის დაავადება, რომელსაც იწვევს ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი - აივ. ვირუსოლოგიური კლასიფიკაციით აივ მიეკუთვნება რეტროვირუსების ოჯახს ლენტივირუსების ქვეოჯახს.

მაინტერესებს, თქვენს ცენტრში სხვა ინფექციური დაავადებების დიაგნოსტიკაც თუ ხორციელდება? ანუ მინდა რომ გამოკვლევა სრულად ჩავიტარო, ყველანაირ ინფექციაზე!

ჩვენს ცენტრში ხორციელდება გამოკვლევები ბევრ ვირუსულ და არავირუსულ დაავადებებზე და შეგიძლიათ თავისუფლად ისარგებლოთ ამ სერვისით.

ყელში მაქ ჯირკვლები, სუსტად ვარ, სიცხე არ მაქ, და არსებობს რაიმე შანსი რომ შიდსი აღმომაჩნდეს?

მხოლოდ ერთი ჯირკვალის არსებობა არ მიანიშნებს შიდსით დაავადებაზე, მაგრამ სასურველია ჩაიტაროთ გამოკვლევა თუ თვლით, რომ შეიძლება ეს ინფექცია გქონდეთ.

ლიმფური ჯირკვლების გადიდება შიდსის ბრალია?

ლიმფური ჯირკვლების გადიდება შიდსის ერთ-ერთი დამახასიათებელი სიმპტომია, თუმცა იგი შეიძლება შეგვხვდეს არა მართო შიდსის, არამედ სხვა დაავადებების დროსაც, ამიტომ ლიმფური ჯირკვლების გადიდების მიზეზად შიდსი ითვლება მხოლოდ მაშინ თუ დიაგნოზი ლაბორატორიულად არის დასმული.

შეიძლება მოხდეს ისე რომ აქტის დროს პრეზერვატივი გაიხეს ან დაზიანდეს და ვერ შენიშნო?

შეიძლება, თუმცა ამნაირი შემთხვევა ძალიან იშვიათია და შეუმჩნეველი არ რჩება ხოლმე.

მაინტერესებს სისხლის საერთო ანალიზით თუ დგინდება "HIV: და რაც მთავარია ვთქვათ ქირურგს აქვს შიდსი და ხელთათმანების გარეშე აკეთებს ოპერაციას, შესაძლებელია თუ არა და ამის ალბათობა დაახლოებით რამდენი პროცენტია, რომ მან გადადოს ვირუსი პაციენტს,თუ ქირურგს პატარაზე გაჭრილი აქვს თითი, მაგრამ სისხლდენა არ აღინიშნება. და საერთოდ პრაქტიკაში ყოფილა თუ არა ასეთი შემთხვევა.

სისხლის საერთო ანალიზით აივ/შიდსი არ დგინდება, ინფიცირებული ქირურგის მიერ ოპერაციის დროს პაციენტის დაინფიცირების შემთხვევა დაფიქსირებული არ არის. თუ ჭრილობიდან სისხლდენა არ აღინიშნება იგი არ შეიძლება ჩაითვალოს პაციენტისათვის საშიშად. საერთოდ ქირურგიული მანიპულაციების დროს ექიმები ვალდებული არიან იხმარონ ხელთათმანები.

როდესაც შიდსზე გაიკეტებ ანალიზს პასუხი რამდენ ხანშია?

არაუგვიანეს ორი დღისა, თუმცა რამდენიმე საათშიც შეიძლება პასუხის მიღება. ეს დამოკიდებულია გამოყენებულ დიაგნოსტიკის მეთოდზე.

როდის უფრო დიდია დაინფიცირების შანსი იმ შემთხვევაში როდესაც აქტის დროს გიკეთია პრეზერვატივი და მაგ დროს გაგეხევა თუ როცა არ გიკეთია.

დაინფიცირების შანსი უფრო მაღალია მაშინ, როდესაც პრეზერვატივს საერთოდ არ იყენებ.

რას ნიშნავს პასუხში რომ გიწერიათ "ერთჯერადი დაუცველი სქესობრივი კავშირის დაინფიცირების შანსი დაბალია"?

არის შემთხვევები, როდესაც პიროვნებას ჰქონდა მხოლოდ ერთი დაუცველი კავშირი, ამ შემთხვევაში ვირუსის გადაცემის შანსი უფრო ნაკლებია ვიდრე მაშინ თუ მას ჰქონდა რამდენიმე დაუცველი კავშირი, მაგრამ დაბალი შანსი არ გამორიცხავს დაინფიცირების შესაძლებლობას და ზოგჯერ ერთჯერადი კავშირიც საკმარისია დასაინფიცირებლად.

ჩვეულებრივ საერთო სისხლის ანალიზი რომ კეთდება, მანტერესებს თუ ადამიანი შიდსით არის დაავადებული, ეს საერთო სისხლის ანალიზში გამოიკვეთება

არა

თქვენთან თუ ხდება სხვა დაავადებების გამოკვლევა ანუ ფსიქოლოგიურად მგონი ჯობია, რომ ერთი ანალიზის შედეგად ყველანაირი პასუხი მივიღო, ანუ ვენერიულ დააავადებებზე მაქვს მე აქცენტი და პროფილაქტიკის მიზნით თან შიდსის ანალიზსაც ჩავაბარებდით.

ჩვენს ცენტრში შესაძლებელია გამოკვლევის ჩატარება სხვადასხვა ინფექციაზე, ვენერიულ დაავადებებზე გამოკვლევის ჩატარებისათვის სჯობია კანისა და ვენსნეულებათა სამეცნიერო ინსტიტუტს მიაკითხოთ.

მაწუხებს დაღლილობა (დილით რომ ვიღვიძებ, ფეხები დაღლილი მაქვს ხოლმე), დილით პირი მიშრება ხოლმე, და რაღაც ლორწოსავით (ნერწყვივით) მაწუხებს, განავლის შემდეგაც ეს ლორწო მაქვს. და ეს შეიძლება შიდსის ბრალი იყოს?

აღწერილი სიმპტომატიკის მიხედვით შიდსით დაავადების შესახებ მსჯელობა შეუძლებელია, აივ/შიდსის დიაგნოსტირებისათვის საჭიროა ლაბორატორიული გამოკვლევის ჩატარება აივ/შიდსზე.

სულ სექსი მეძავთან მქონდა ორჯერ ორივეჯერ დაცული და არსებობს რაიმე საფრთხე რომ შიდსი აღმომაჩნდეს?

პრეზერვატივით დაცული სქესობრივი კონტაქტით შიდსი და სქესობრივი გზით გადამდები სხვა დაავადებები არ გადაეცემა.

შიდსი სპერმით გადადის თუ არ არის აუცილებელი სპერმის მოხვედრა და უბრალოდ დაუცველი სექსი საკმარისია დაინფიცირებისთვის.

შიდსის ვირუსის გადაცემა შეიძლება მოხდეს დაუცველი სქესობრივი კავშირის დროს, ვირუსის გადაცემისთვის მნიშვნელობა აქვს, არა მარტო ინფიცირებულ სპერმას, არამედ სასქეზო გზების ლორწოვანის მდგომარეობას, ცნობილია რომ სხვა სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების არსებობა ან სასქესო ორგანოების ლორწოვანის ანთებითი პროცესები და მიკროტრავმები ზრდის ვირუსის გადაცემის რისკს. ამგვარად ვირუსი შეიძლება გადაეცეს ინფიცირებულ ადამიანთან დაუცველი სქესობრივი კონტაქთის შემთხვევაში თუმცა მისი გადაცემის რისკი აბსოლუტური არ არის.

რა სიმპტომები ახასიათებს შიდსით დაავადებულ ხალხს და რამდენი ხნის შემდეგ ვლინდება ეს სიმპტომები?

შიდსისთვის დამახასიათებელია შემდეგი სიმპტომები:

ეს სიმპტომები ვლინდება შიდსით დაინფიცირებიდან საშუალოდ 3-7 წლის გასვლის შემდეგ.

რა იგულისხმება სიმპტომებში რომ წერია არამოტივირებული ცხელება

არამოტივირებული ცხელებაში იგულისხმება მაღალი 38-39 გრადუსამდე ტემპერატურა, როდესაც პიროვნებას არ აქვს დასმული რომელიმე ცხელებით მიმდინარე დაავადების დიაგნოზი და რომელიც გრძელდება გარკვეული პერიოდის განმავლობაში.

რამდენად დიდია რისკი იმისა რომ შიდსი გადავიდეს დაუცველი ორალური სექსით?

დაინფიცირების რისკი არსებობს, მაგრამ არა იმდენად მაღალი როგორც ანალური და ვაგინალური სქესობრივი კონტაქტების დროს.

ვიცი რომ ზოგიერთი დაავადება გამოიკვეთება რამდენიმე კვირის შემდეგ. მაგრამ ადრეულ პერიოდში რო გავიკეთო ანალიზი გამომჟღავნდება?

შიდსი ანალიზით გამოვლინდება ინფიცირების მომენტიდან 3 თვის მერე.

სექსუალური აქტის დროს, გაიხა პრეზერვატივი, რაც სამწუხაროდ გვიან შევამჩნიე. არ ვიცი ჩემი პარტნიორი იყო თუ არა დაავადებული შიდსით. რამდენი ხნის შემდეგ და სად შეიძლება ანალიზის ჩატარება და რა ღირს. მაქვს თუ არა შანსი არ აღმოჩნდე დაავადებული?

ერთჯერადი დაუცველი სქესობრივი კონტაქტის დროს დაინფიცირების შანსი დაბალია, თქვენ შეგიძლიათ გამოკვლევა ჩაიტაროთ ამ კონტაქტიდან 3 თვის გასვლის მერე, ანალიზის ღირებულება 10 ლარი.

რა ღირს ანალიზის ჩატარება და რამდენად სანდოა ის. შესაძლებელია თუ არა პირველი ანალიზის შემთხვევაში (კონტაქტის შემდეგ 3 თვის შემდეგ) მიიღო უარყოფითი პასუხი და მეორადი ანალიზი შემთხვევაში მიიღო დადებით პასუხი?

აივ ტესტირება (ანალიზი შიდსზე) ღირს საშუალოდ 10 ლარი (ფასი ოდნავ მერყეობს ტესტსისტემის თვითღირებულების მიხედვით), ცენტრში გამოიყენება დიაგნოსტიკის ექსპრეს მეთოდიც რომელიც 30 ლარი ღირს. საეჭვო კონტაქტიდან 3 თვეზე ჩატარებული ანალიზის პასუხი სარწმუნოდ ითვლება, თუმცა ვითვალისწინებთ რა, რომ ყველა ორგანიზმი ინდივიდუალურია გაძლევთ რეკომენდაციას, ანალიზი გაიმეოროთ 6 თვის მერე.

თუ ყოფილა შიდსით დაავადებული ადამიანის გამოჯანმრთელების შემთხვევა.

პრაქტიკულად ასეთი შემთხვევა, რომელიც მეცნიერულად გამოკვლეული და შესწავლილი იქნებოდა არ ყოფილა, ასე რომ შემიძლია გითხრათ შიდსის განკურნების შემთხვევა დაფიქსირებული არაა და იგი დღესდღეობით განუკურნებელ დაავადებად ითვლება.

როდის შემოვა თბილისში ეგრეთ წოდებული "სახლის ტესტები", რომელთა საშუალებითაც ხდება ანალიზის სახლში გაკეთება??? და ფასი რა იქნება? თუნდაც მიახლოებითი.

ჯერჯერობით, რამდენადაც ცენტრს აქ ინფორმაცია თბილისში სახლის ტესტების შემოტანაზე საუბარი არც ყოფილა და ალბათ საერთოდ არ მოხდება "სახლის ტესტების" შემოტანა საქართველოში.

წავიკითხე თქვენი განყოფილება დიაგნოსტიკის შესახებ და პირველ რიგში მადლობთ ამომწურავი ინფორმაციისათვის, მაგრამ გამიჩნდა შემდეგი კითხვა: იქ გიწერიათ რომ თქვენს ლაბორატორიაში კვლევის შედეგად ანტისხეულები სისხლში ვლინდება 4-8 კვირის შემდეგ, მაშინ რაღატომ არის აუცილებელი 3 თვის გასვლა? მადლობთ.

საეჭვო კონტაქტიდან 4-8 კვირას ეწოდება "ფანჯარა პერიოდი" ამ დროს გამომუშავებული აივ ანტისხეულების კონცენტრაცია დაბალია და აივ ტესტირებით მათი აღმოჩენა ვერ ხერხდება, ამიტომ ამ პერიოდში აივ ტესტირებას აზრი არ აქვს, რადგან შეიძლება ტესტირებამ მოგვცეს ე.წ. ,,ცრუ უარყოფითი” შედეგი, საერთოდ ცნობილია, რომ ადამიანის ორგნიზმს ახასიათებს გარკვეული ინდივიდუალობა და ზოგჯერ აივ საწინააღმდეგო ანტისხეულების გამომუშავებისათვის 4-8 კვირა საკმარისი არ არის, ამიტომ ჩვენ რეკომენდაციას ვუწევთ საეჭვო რისკ ქცევდან 3 თვის გასვლას რადგან ამ დროს აივ ანტისხეულების ტიტრი საკმაოდ მაღალია, თუმცა თეორიულად არსებობს იმის შანსი, რომ ანტისხეულები დაგვიანებით 6 თვის შემდეგ ან უფრო გვიანაც გამომუშავდეს და 3 თვეზე გაკეთებული ანალიზიც კი არ იყოს ზუსტი, მაგრამ ეს ძალიან იშვიათ შემთხვევაში ხდება და პრაქტიკულად 3 თვეზე გაკეთებული ტესტირების შედეგი ზუსტად ითვლება.

შესაძლებელია თუ არა ვირუსის გადადება შემდეგ შემთხვევაში - დაინფიცირებულმა დალია კოკა-კოლა ჭიქიდან, ხოლო შემდეგ (5 წუთიც არ იყო გასული) დალია სხვამ იმავე ჭიქიდან. გთხოვთ მიპასუხოთ, ეს მნიშვნელოვანია.

არ არის შესაძლებელი, რადგან ვირუსის კონცენტრაცია ნერწყვში ძალიან დაბალია.

სახიფათო კონტაქტიდან (დაინფიცირებულთან) გასული არის 3 თვე ნახევარი, გავიკეთე ანალიზი და იგი აღმოჩნდა უარყოფითი. გთხოვთ მითხრათ არის თუ არა აუცილებლობა კიდევ 6 თვის შემდეგ გავიკეთო ანალიზი (იმიტომ რომ ძალიან ვინერვიულე თვითონ ანალიზის გაკეთების პერიოდში და ეს ცუდათ აისახა ჩემს ჯანმრთელობაზე) თუ ვენდო პასუხს??? ან არის იმის შანსი რომ არ გამოვლენილიყო ვირუსი? ყველა ამბობს რომ 3 თვე საკმარისია, მაშინ რაღატო ახსენებენ 6 თვეს??? გთხოვთ პირდაპირ მითხრათ.

საერთოდ ცნობილია, რომ ადამიანის ორგანიზმს ახასიათებს გარკვეული ინდივიდუალობა და ზოგჯერ აივ საწინააღმდეგო ანტისხეულების გამომუშავებისათვის 4-8 კვირა საკმარისი არ არის, ამიტომ ჩვენ რეკომენდაციას ვუწევთ საეჭვო რისკ ქცევდან 3 თვის გასვლას რადგან ამ დროს აივ ანტისხეულების ტიტრი საკმაოდ მაღალია, თუმცა თეორიულად არსებობს იმის შანსი, რომ ანტისხეულები დაგვიანებით 6 თვის შემდეგ ან უფრო გვიანაც გამომუშავდეს და 3 თვეზე გაკეთებული ანალიზიც კი არ იყოს ზუსტი, მაგრამ ეს ძალიან იშვიათ შემთხვევაში ხდება და პრაქტიკულად 3 თვეზე გაკეთებული ტესტირების შედეგი ზუსტად ითვლება.

ინფიცირებულთან კონტაქტის დროს გაიხა პრეზერვატივი, მაგრამ შევამჩნიეთ და სპერმა შიგნით არ მოხვედრილა. თუმცა მანამდე პენისი თვითონ იყო დასველებული თავისი გამონაყოფისაგან, ანუ თვითონ სპერმა ბოლომდე არ მოხვედრილა შიგნით, მაგრამ მოხდა პენისი სხვა გამონაყოფების მოხვედრა. რამხელა არის დაინფიცირების რისკი? რამდენი ხნის შემდეგ შემიძლია ანალიზების აღება? და კიდევ ერთი – შეიძლება თუ არა ინფიცირებულისაგან გადაგედოს სხვა დაავადებები (ვენერიული) და არა შიდსი?

ასეთ შემთხვევაში შემიძლია გითხრათ, რომ აივ-ის გადაცემის რისკი საკმაოდ დაბალია. თუმცა თუ ცნობილი იყო, რომ პიროვნება აივ ინფიცირებულია მაშინ ანალიზების გაკეთება აუცილებელია. თქვენ აივ ტესტირების ჩატარება შეგიძლიათ აღნიშნული შემთხვევიდან სამი თვის გავლის შემდეგ. თუ კონტაქტი დაცულია მაშინ არ ხდება სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების გადაცემა, მაგრამ პრეზერვატივის დახევის შემთხვევაში კი შესაძლებელია ასეთი ინფექციების გადაცემა, თუმცა აქაც დაბალია დაინფიცირების რისკი.

რა სახით ხდება ინფორმაციის მიწოდება ადამიანისათვის, რომ იგი ინფიცირებულია? პირდაპირ თუ რაიმე შემზადებით?

თქვენი კითხვის პასუხად მინდა ავღნიშნო რომ, ჩვენს ცენტრში და კონფიდენციალური კონსულტირების ცენტრებში (VCT) ფუნქციონირებს უფასო კონსულტირების კაბინეტები, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ჩაიტაროს კონსულტაცია და აივ ტესტირება. კონსულტაციის დროს პიროვნებას მიეწოდება ამომწურავი ინფორმაცია აივ ინფექციის შესახებ და ფასდება პიროვნების რისკ ქცევა, კონსულტანტი განუმარტავს მას აივ პოზიტიური სტატუსის მნიშვნელობას და აწვდის ინფორმაციას აივ ინფიცირებულთა მოვლის და მკურნალობის დღეს არსებულ მიღწევების შესახებ. კონსულტანტი ცდილობს პიროვნება შეაგუოს როგორც დადებით, ისე უარყოფითი შედეგის მოლოდინს. მხოლოდ, ამის შემდეგ პიროვნების თანხმობით ტარდება აივ ტესტირება. ტესტირების შედეგის მიღების შემდეგ პიროვნების შემდეგი ვიზიტის დროს კონსულტანტი აცნობს მას თავისი სტატუსის შესახებ. ინფიცირებული ადამიანისათვის პასუხის მიწოდება ხდება გარკვეული წინასწარი შემზადების შემდეგ, კონსულტანტი ცდილობს, რომ აივ ინფიცირებულ პიროვნებას შეუმსუბუქოს მდგომარეობა. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ფსიქოლოგიური დახმარების გაწევაც.

არის თუ არა ვირუსი ნერწყვში და თუ არის რატომ არ გადადის კოცნით?

ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი აღმოჩენილია ადამიანის ყველა ბიოლოგიურ სითხეში, მაგრამ მისი კონცენტრაცია სხვადასხვაა ამ სითხეებში. ვირუსის ყველაზე მაღალი კონცენტრაცია აღინიშნება სისხლში, სპერმაში და ვაგინალურ სეკრეტში, თავ-ზურტვინის სითხეში. სხვა ბიოლოგიურ სითხეებში მაგ:. ნერწყვში, ოფლში და სხვ. ვირუსის კონცენტრაცია დაბალია. მეცნიერები თვლიან, რომ ამ სითხეებში ვირუსი არ არის ,,დამაინფიცირებელი კონცენტრაციით” და სწორედ ამიტომ არ არის გამოვლენილი ნერწყვით დაინფიცირების შემთხვევები, გარდა ამისა დაუზიანებელი კანი კარგი ბარიერია ვირუსისათვის. თუმცა თეორიულად არსებობს იმის შანსი, რომ პირის ღრუს ტრავმირებული ლორწოვანიდან ნერწყვს სისხლიც შეერიოს და მეორე ადამიანის ღია ჭრილობაზე მოხვდეს. ამასთან შიდსის ვირუსი საკმაოდ ძლიერია ორგანიზმში, მაგრამ როდესაც ის ტოვებს ორგანიზმს, გარემოში ადვილად ინაქტივირდება (იშლება), განსაკუთრებით მზის პირდაპირი სხივების მოქმედებისას.

სახიფათო კონტაქტის შემდეგ, 0,5 საათის განმავლობაში ზედაპირის მარგანცოვკით და სპირტით კარგი დამუშავება უშლის თუარა ხელს შიდსის გავრხელებას.

სამწუხაროდ თქვენს კითხვაში არ არის დაკონკრეტებული რა სახის სახიფათო კონტაქტის გულისხმობთ. თუმცა უნდა გითხრათ, რომ ზედაპირის სპირტით ან მარგანცოვკით დამუშავებით დაავადების პროფილაქტიკა შეუძლებელია, რადგან სპირტი უპირველეს ყოვლისა ( თუ იგი 70 % იანი არაა) იწვევს ვირუსის ფიქსაციას და სპირტით ვირუსის გასაუვნებლად გარკვეული დრო და სპირტის კონცენტრაციაა საჭირო, რასაც ზედაპირის დამუშავებისას (განსაკუთრებით თუ ეს ზედაპირი ლორწოვანი გარსია) ვერ მივაღწევთ , არ უნდა დავივივიწყოთ ის გარემოება , რომ სპირტი და სხვა სადეზინფექციო საშულებები აზიანებს როგორც ვირუსების და ბაქტერიების უჯრედებს ასევე ტოქსიკურია ადამიანის უჯრედებისათვის და იწვევს მათ დაზიანებას. დაზიანებული კანი და ლორწოვანი კი ვირუსისათვის ბარიერს აღარ წარმოადგენს და დაცვის ნაცვლად შეიძლება ხელიც კი შეუწყოს ვირუსის ორგანიზმში შეღწევას. ასეთი საეჭვო კონტაქტის შემთხვევაში აუცილებელია შემხები ზედაპირის საგულდაგულო დამუშავება საპნით და გამდინარე წყლით. ამ დროს მექანიკურად ხდება ზედაპირიდან ვირუსის შემცველი მასის მოცილება და მაქსიმალურად მცირდება ვირუსის კონცენტრაცია, გარდა ამისა ზედაპირის ტრავმირების რისკი დაბალია, რაც ამცირებს დაინფიცირების რისკს. პროფილაქტიკის მთავარ ელემენტად კი ისევ დაუცველი კონტაქტებისაგან თავის არიდება და სტერილური სამედიცინო იარაღების გამოყენება შეიძლება ჩავთვალოთ.

დაინფიცირებული ადამიანის მიერ გამოყენებული ნემსი, რომ შეგერჭოს, რამდენია გადადების რისკი და რამდენ ხანში გახდება შესაძლებელი ორგანიზმში ვირუსის აღმოჩენა?

ამ შემთხვევაში ცალსახა პასუხის გაცემა რთულია, რადგან აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი; კერძოდ, რამდენი დრო გავიდა ინფიცირებული ადამიანის მიერ შპრიცის გამოყენებიდან, არის თუ არა მასში სისხლი და მოხვდა თუ არა ეს სისხლი ჭრილობაში. თუ შპრიცი იყო მზის პირდაპირი სხივების მოქმედების ქვეშ ერთი საათი მაინც და მასში მყოფი ნარჩენი სისხლი არ მოხვდა ჭრილობაში, მაშინ დაინფიცირების რისკი თითქმის ნულის ტოლია. ასევე დაბალია რისკი თუ შპრიცის გამოყენებიდან დიდი დროა გასული. აუცილებლად უნდა გვახსოვდეს! ნებისმიერი უკვე გამოყენებული შპრიცის უცაბედად შერჭობისას დაზიანებული ადგილს მაშინვე ნუ დაამუშავებთ რომელიმე სადეზინფექციო ხსნარით, ჯერ საგულდაგულოდ დაამუშავეთ საპნით და გამდინარე წყლით თუ ჭრილობიდან გამოვიდა სისხლი და ეს არ არის ძლიერი სისხლდენა, მაშინ ცოტა ხნით ნუ შეწყვეტთ სისხლდენას რადგან სისხლი არა მარტო მექანიკურად ასუფთავებს ჭრილობას არამედ ბაქტერიოციდული მოქმედებაც აქვს და მხოლოდ შემდეგ დაამუშავეთ ჭრილობა სადეზინფექციო ხსნარით (70 % სპირტი და სხვ.) დაუშვებელია ჭრილობის დამატებითი ტრავმირება ან კანის ძლიერი დასრესა. რაც შეეხება აივ ტესტირებას იგი ინფორმაციულია მხოლოდ სარისკო ქცევიდან არანაკლებ 3 თვის გასვლის შემდეგ, მანამდე აივ ტესტირებას აზრი არ აქვს. ამ და სხვა ნებისმიერ საკითხთთან დაკავშირებით დამატებითი კონსულტაცია შეიძლება მიიღოთ ჩვენს ცენტრში ან ჩვენს სატელეფონო ცხელ ხაზზე.

არის თუ არა რაიმე ჯგუფი, სადაც აივ ინფიცირებულები ერთმანეთს ხვდებიან? ან არის თუ არა რაიმე ამ სახის ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრი?

დიახ. დღესდღეობით ფუნქციონირებს აივ ინფიცირებულთა დახმარების ფონდები, სადაც აივ ინფიცირებული პირები ერთმანეთს ხვდებიან და საჭიროების შემთხვევაში შეუძლიათ მიიღონ ფსიქოლოგიური დახმარებაც, ამ ფონდებში ფუნქციონირებს სატელეფონო ხაზები და აგრეთვე მათთან დაკონტაქტება შესსაძლებელია იმეილით.

რამდენია საქართველოში შიდსით დაავადებული სინამდვილეში?

ის ციფრები რაც თქვენ ოფიციალურ სტატისტიკაში შეგიძლიათ ნახოთ ასახავს მხოლოდ გამოვლენილ და ცენტრში რეგისტრირებულ შემთხვევათა რიცხვს, თუმცა ეს არ არის რეალური ციფრი, რამდენი ინფიცირებულია საქართველოში რადგან შეუძლებელია მთელი მოსახლეობის გამოკვლევა აივ ინფექციაზე, ამიტომ საქართველოს ისევე როგორც სხვა ნებისმიერ ქვეყანას აქვს ინფიცირებულთა სავარაუდო რიცხვი რომელიც სპეციალური კვლევებით არის მიღებული, ეს რიცხვი რეგისტრირებულ შემთხვევებზე დაახლოებით 4-4.5 - ჯერ მეტია. ანუ დღეისათვის საქართველოში ინფიცირებულთა სავარაუდო რიცხვი არის 3000-3500.

გადამედება თუ არა შიდსი, თუ ხელით შიდსით დაავადებულს ვეხები?

სოციალური კონტაქტები - ხელის ჩამორთმევა, მოფერება საშიში არ არის. შიდსით დაავადებულთან შეხებაზე უარი არ თქვათ. მას ისევე (და უფრო მეტად) ესაჭიროება კეთილგანწყობა და ადამიანური სითბო, როგორც ჯანმრთელს.

მაქვს თუ არა ინფიცირების საფრთხე, თუ სამსახურში ჩემი კოლეგა აივ ინფიცირებული ან შიდსით დაავადებულია?

შიდსის ვირუსი არ გადაეცემა კარის სახელურზე შეხებით, ტელეფონის ყურმილით, პირსახოცით, სამუშაო ინსტრუმენტებითა და სხვა საგნებით. ასევე არ გადაეცემა დახველების, ცხვირის დაცემინების ან ხელის ჩამორთმევისას. ასე რომ, თქვენთვის არ არსებობს შიდსის გადადების რისკი დაავადებულთან ყოველდღიური კონტაქტის დროს.

გადააქვთ თუ არა შიდსის ვირუსი კოღოებს ან სხვა მწერებს?

კოღოების ან სხვა მწერების მიერ შიდსის გადაცემა არ ხდება.

არის თუ არა შიდსის გადადების საფრთხე საზოგადოებრივი საცურაო აუზებითა და აბანოებით სარგებლობისას, როდესაც ჩემთან ერთად შიდსის ვირუსით ინფიცირებული ან დაავადებული ბანაობს?

მაშინაც კი, როდესაც თქვენ ნაკაწრი ან ჭრილობა გაქვთ, საზოგადოებრივ აუზებსა და აბანოებში ყოფნისას შიდსის ვირუსი არ გადაგედებათ.

არის თუ არა ინფიცირების საფრთხე, კბილის ჯაგრისის საერთო მოხმარების შემთხვევაში?

მსოფლიოში არ არის ცნობილი კბილის ჯაგრისით შიდსის ვირუსის გადადების არცერთი შემთხვევა, მაგრამ ჰიგიენური მოსაზრებით, აუცილებელია, თქვენი ჯაგრისი მხოლოდ თქვენ იხმაროთ.

არსებობს თუ არა საზოგადოებრივი ტუალეტებით სარგებლობისას შიდსით ინფიცირების რისკი?

შიდსი სქესობრივი კონტაქტით გადამდები დაავადებაა. «ინფიცირებული ტუალეტით შიდსის გადადება» - გამონაგონია.

შეიძლება თუ არა გადამედოს შიდსი, როცა აივ ინფიცირებული ან შიდსით დაავადებული და მე საერთო მაგიდასთან ვსადილობთ და საერთო ჭურჭელს ვხმარობთ?

არ არსებობს ამ დაავადების გადადების საფრთხე, როდესაც თქვენ და შიდსით დაავადებული ერთად სადილობთ, თუნდაც საერთო თეფშიდან მიირთმევდეთ.

შიდსის გადადების თვალსაზრისით, საშიშია თუ არა საპარიკმახეროში მაკრატელით ან სამართებლით მცირე ჭრილობის მიღება ან თუნდაც ოდნავი დაზიანება?

პარიკმახერი ვალდებულია თავისი მაკრატელი და სამართებელი ხელახალი ხმარებისათვის წინასწარ დაამუშაოს სპირტით ან სხვა სადეზინფექციო საშუალებით და გაასტერილოს.

გადამედება თუ არა შიდსი, როდესაც კბილის ექიმთან ჯერ შიდსით დაავადებული მკურნალობს, ხოლო შემდეგ - მე?

სტომატოლოგი და მისი დამხმარე ვალდებულია, სტომატოლოგიურ ინსტრუმენტებს ჯერ სათანადო დეზინფექცია და შემდეგ საფუძვლიანი სტერილიზაცია გაუკეთონ. ისინი ვალდებულნი არიან სტომატოლოგიური იარაღები მხოლოდ ასეთი დამუშავების შემდეგ გამოიყენონ.

არის თუ არა შიდსის ვირუსი კოცნის დროს გადამდები?

მსოფლიოში არ არის ცნობილი და დაფიქსირებული შიდსის კოცნით გადადების არცერთი შემთხვევა.

გამოცდილება

რატომ აგვირჩევთ

ცენტრში მუშაობენ მაღალი დონის პროფესიონალი და გამოცდილი ინფექციონისტები

გამოცდილება

ექიმები

ხარისხიანი

მომსახურება

დადებითი

კონსულტაცია

24 საათი

მხარდაჭერა