თბილისი, ლუბლიანას ქ. N70
AIDS Center LOGO
სს თენგიზ ცერცვაძის სახელობის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიерო პრაქტიკული ცენტრი
თბილისი, ლუბლიანას ქ. N70

 

კლინიკური დიაგნოსტიკის და ბიოქიმიის ლაბორატორია

 

კლინიკური დიაგნოსტიკის ლაბორატორია დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური პერსონალით, თანამედროვე სამედიცინო აპარატურით. ლაბორატორიაში დანერგილია კვლევის უახლესი მეთოდები.

ლაბორატორიაში სრულდება სისხლის, სეროზული სითხეების (თავ-ზურგტვინის, პლევრალური, ასციტური და სხვ.), შარდის კლინიკური და ბიოქიმიური გამოკვლევები.

ბიოქიმიური კვლევებისათვის გამოყენებული ავტომატური ანალიზატორი COBAS INTEGRA 400 plus, საშუალებას იძლევა მაქსიმალური სიზუსტით განისაზღვროს 60-ზე მეტი ბიოქიმიური მაჩვენებელი. არტერიული სისხლის კვლევა გაზებსა და ელექტროლიტებზე ხორციელდება ABL 80 ანალიზატორით.

ჰემოსტაზის გამოკვლევა ხდება HIMACLOT DUO აპარატის საშუალებით, რომელიც გამოირჩევა მაღალი სიზუსტით.

ჰემატოლოგიური კვლევები ტარდება SISMEX KX-21N აპარატით, ლეიკო­ციტურული ფორმულის დათვლა - მაღალი ხარისხის სინათლის მიკროსკოპით.

ლაბორატორიას მინიჭებული აქვს ISO 9001 : 2008 სერთიფიკატი, აგრეთვე BIO-DEV საერთაშორისო სერთიფიკატი.