თბილისი, ლუბლიანას ქ. N70
AIDS Center LOGO
სს თენგიზ ცერცვაძის სახელობის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიерო პრაქტიკული ცენტრი
თბილისი, ლუბლიანას ქ. N70

 

კლინიკური იმუნოლოგიის ლაბორატორია

 

კლინიკური იმუნოლოგიის ლაბორატორია დაკომპლექტებულია მაღალკვა­­­ლი­ფიციური პერსონალით, რომელთაც გავლილი აქვთ სტაჟირება/ტრეინინგები აშშ-ისა და ევროპის წამყვან სამედიცინო ცენტრებში. ლაბორატორია აღჭურვილია მაღალტექნოლოგიური სადიაგნოსტიკო აპარატურით: გამდინარე ციტოფლუორომეტრი, FACSCalibur, Becton, Dickinson, USA; იმუნოჰემილუმინესცენტური ანალიზატორი, Elecsys 2010, Roche, Swithzerland; იმუნოლოგიური ანალიზატორი ELISPOT READER SYSTEM, Germany და სხვ.

ლაბორატორიაში დანერგილია იმუნოფენოტიპირება და სხვა უახლესი იმუნოლოგიური კვლევის მეთოდები, აივ/შიდსის და სხვა იმუნოდეფიციტების, ინფექციური, აუტოიმუნური, ონკოლოგიური, ენდოკრინული და სხვა დაავადებების დიაგნოსტიკისათვის.

კლინიკური იმუნოლოგიის ლაბორატორია ერთადერთია ქვეყანაში, რომელშიც დანერგილია T-Spot-TB (ELISPOT)-ის მეთოდით ლატენტური ტუბერკულოზის დიაგნოსტიკა.

კლინიკური იმუნოლოგიის ლაბორატორია ასრულებს წამყვან როლს ასრულებს აივ/შიდსით ავადმყოფების დაავადების სტადიის განსაზღვრისა და მკურნალობის მონიტორინგის პროცესში. იგი აქტიურად მონაწილეობს სამეცნიერო-კვლევით მუშაობაში. ლაბორატორიას მიღებული აქვს ISO, BIO-DEV,BD-CEQUAL-ის სერთიფიკატები.