თბილისი, ლუბლიანას ქ. N70
AIDS Center LOGO
სს თ. ცერცვაძის სახელობის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი
თბილისი, ლუბლიანას ქ. N70
Treatment Treatment
მკურნალობა

აივ ინფექციის მკურნალობის ძირითადი მიმართულებები

აივ ინფექცია/შიდსის განკურნება დღეს არსებული სამკურნალო საშუალებებით შეუძლებელია, მაგრამ არსებობს ანტირეტროვირუსული პრეპარატები, რომლებიც იძლევა საშუალებას რომ შიდსი მომაკვდინებელი დაავადებიდან ქრონიკულ მართვად დაავადებად გადაიქცეს.

განასხვავებენ აივ ინფექცია/შიდსის მკურნალობის შემდეგ მიმართულებებს:

ანტირეტროვირუსული

ანტირეტროვირუსული მკურნალობა (არვ) თერაპია ვირუსის გავრცExternalლების შესაჩერებლად.

ოპორტუნისტული

ოპორტუნისტულ ინფექციათა და თანმხლები დაავადებების ეფექტური მკურნალობა.

იმუნოკორექცია

ორგანიზმის იმუნოკორექცია და იმუნორეაბილიტაცია დაცვის აღსადგენად.

ანტირეტროვირუსული მკურნალობის დაწყება ხდება შესაბამისი ლაბორატორიული და კლინიკური ჩვენების შემთხვევაში. ყველა აივ ინფიცირებულს არვ არ ესაჭიროება. სწორად შერჩეული და დროულად დაწყებული არვ გამოირჩევა მაღალი აქტიურობით, იგი:

თრგუნავს ვირუსის რეპლიკაციას ორგანიზმში;
ახანგრძლივებს ინფიცირებულის სიცოცხლეს და ანელებს პროგრესირებას;
სისხლში კონცენტრაციის შემცირებით ამცირებს გადაცემის რისკს;
მნიშვნელოვნად აუმჯობესებს პაციენტის სიცოცხლის ხარისხს.

არვ თერაპიის ფონზე ადვილი ხდება ოპორტუნისტული დაავადებების პროფილაქტიკა და მკურნალობა, რასაც დიდი თერაპიული, მორალური და ეკონომიკური მნიშვნელობა აქვს, როგორც პაციენტის ისე სახელმწიფოსათვის. არვ თერაპიის შეწყვეტა ან რეჟიმის დარღვევა იწვევს დაავადების სწრაფ პროგრესირებას და ვირუსის რეზისტენტური ფორმების განვითარებას, ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს პრეპარატების მიღების რეჟიმის ზუსტად დაცვას, ასევე გვერდითი ეფექტების დროულად გამოვლენას.

2001 წელს აივ ინფექცია/შიდსის ეპიდემიის წინააღმდეგ გაეროს ინიციატივით შეიქმნა შიდსთან, მალარიასთან და ტუბერკულოზთან ბრძოლის გლობალური ფონდი. ფონდში მთელი მსოფლიოს მასშტაბით ხდება ეკონომიკური რესურსების მობილიზება და მიზნად ისახავს დაეხმაროს ქვეყნებს შიდსის, ტუბერკულოზის და მალარიის ეპიდზედამხედველობაში, ინფიცირებულ პაციენტთა მკურნალობაში. გლობალური ფონდის საბოლოო მიზანია ხელი შეუშალოს აღნიშნული დაავადებების გავრცელებას და შეამციროს მათ მიერ გამოწვეული სიკვდილიანობა.

მკურნალობის ხელმისაწვდომობა და მონიტორინგი საქართველოში

საქართველო არის ერთერთი პირველი ქვეყანა დსთ-ს ქვეყნებს შორის, რომელიც უზრუნველყოფს არვ თერაპიის 100% - იან ხელმისაწვდომობას. აივ ინფიცირებული პაციენტების მკურნალობას და მოვლას გლობალური ფონდი ხელშეწყობით საქართველოში ახორციელებს ,,ს.ს. ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი”.

პაციენტი გადადის დისპანსერულ განყოფილებაში, სადაც ტარდება ჯანმრთელობის მდგომარეობის კლინიკური და ლაბორატორიული შესწავლა, მიმდინარეობს იმუნური სისტემის (CD4, CD4/CD8) და სისხლში ვირუსული დატვირთვის შესწავლა წელიწადში სამჯერ. საჭიროების შემთხვევაში ხდება პაციენტის ჰოსპიტალიზაცია ცენტრის თანამედროვე აპარატურით აღჭურვილ სტაციონარულ განყოფილებაში.

რეგიონალური ხელმისაწვდომობა

საქართველოში ფუნქციონირებს აივ ინფექცია შიდსით დაავადებულთა ორი რეგიონალური ცენტრი: ქ. ბათუმში და ქ. ზუგდიდში. ამ ცენტრებში შექმნილია ყველა პირობა ინფიცირებულთა მკურნალობისა და მოვლისათვის.