Loading...
ალ. ყაზბეგის გამზირი N16, 0160, თბილისი. საქართველო
(+995 32) 239-80-18
   

ლაბორატორია

 

კლინიკური ბაქტერიოლოგიის ლაბორატორია

 

კლინიკური ბაქტერიოლოგიის ლაბორატორიაში თანამედროვე მიკრობიოლოგიური კვლევის ავტომატური და მანუალური მეთოდებით ხდება ყველა ტიპის კლინიკური სინჯის გამოკვლევა.

მაღალი მგრძნობელობის მქონე ავტომატური სისტემის Bact/Alert-ის საშუალებით (BioMereieux, აშშ-საფრანგეთი) ხდება სისხლისა და სხვა სტერილური სითხეების ინკუბაცია და მიკროორგანიზმების ზრდის დეტექცია.

კლინიკური მასალის დათესვა სრულდება მაღალი ხარისხის სასელექციო და საიდენტიფიკაციო ნიადაგებზე (Oxoid,Remel აშშ-დიდი ბრიტანეთი) და შემდგომი საკვლევი მანიპულაციები მიმდინარეობს BSC 2 ტიპის ბიოუსაფრთხოების კაბინეტში.

ბაქტერიოლოგიურ ლაბორატორიაში ხორციელდება სადიაგნოსტიკო მასალის გამოკვლევა ახალი თაობის ულტრათანამედროვე აპარატი VITEC 2 Compact-ით, იგი აღიარებულია მიკრობიოლოგიური დიაგნოსტიკის ლიდერ აპარატად მთელს მსოფლიოში. VITEC 2 Compact-ი მთლიანად ავტომატიზებულია, მისი საშუალებით ხდება 330-ზე მეტი კლინიკური მნიშვნელობის მქონე ბაქტერიული პათოგენისა და სოკოს გამოვლენა.

ლაბორატორია აღჭურვილია უახლესი ტიპის სინათლის,ფაზურ-კონტრასტული და ფლუორესცენტული მიკროსკოპებით,თერმოსტატებით და სხვა დამხმარე აპარატურით.

ბაქტერიოლოგიურ ლაბორატორიაში დანერგილია სხვადასხვა აერობული და ანაერობული მიკრობების: Clostridiun difficile – A და B ტოქსინის, Helicobacter pylori-ს ანტიგენის, დიარეის გამომწვევი ვირუსების (Rotavirus Adenovirus Norovirus), მენინგიტის გამომწვევი მიკრობების, ოქროსფერი სტაფილოკოკის, b- ჰემოლიზური სტრეპტოკოკების A, B, C, D, E და სხვა გამომწვევების ანტიგენების აღმოჩენა მაღალი მგრძნობელობის მქონე სეროლოგიური მეთოდებით.

ლაბორატორიაში დანერგილია სოკოს კულტივირების, მორფოლოგიური და ბიოქიმიური ტესტებით იდენტიფიკაციის მეთოდები.

ბაქტერიოლოგიური ლაბორატორიის მუშაობის ხარისხის შიდა კონტროლის შეფასება ხდება ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტიზირებული ტესტებით და ლაბორატორიაში არსებული ATCC შტამებით.

გამოცდილება

რატომ აგვირჩევთ

ცენტრში მუშაობენ მაღალი დონის პროფესიონალი და გამოცდილი ინფექციონისტები

გამოცდილება

ექიმები

ხარისხიანი

მომსახურება

დადებითი

კონსულტაცია

24 საათი

მხარდაჭერა