Loading...
ალ. ყაზბეგის გამზირი N16, 0160, თბილისი. საქართველო
(+995 32) 239-80-18
   

ლაბორატორია

 

კლინიკური ვირუსოლოგიისა და მოლეკულური მედიცინის ლაბორატორია

 

კლინიკური ვირუსოლოგიისა და მოლეკულური მედიცინის ლაბორატორია პასუხობს ყველა თანამედროვე ევროპული სტანდარტის მოთხოვნებს, აღჭურვილია მსოფლიოში წამყვანი ბიოტექნოლოგიური ფირმების ულტრათანამედრო­ვე აპარატურით და დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური, გამოცდილი სპეციალისტებით. ლაბორატორიის ყველა ექიმს გავლილი აქვს გრძელვადიანი სტაჟირება/ტრენინგი აშშ-ს და ევროპის წამყვან სამედიცინო ცენრებში. მათი ცოდნისა და გამოცდილების განახლება ხდება მუდმივად.

ლაბორატორიამ ჯერ კიდევ 1995 წელს პირველად საქართველოსა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში დანერგა ვირუსოლოგიური კვლევის ყველაზე თანამედროვე მეთოდი - ვირუსის დნმ/რნმ-ის განსაზღვრა თვისობრივი და რაოდენობრივი პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციით (პჯრ).

ლაბორატორიაში ტარდება სეროლოგიური, ვირუსოლოგიური და მოლეკულური გამოკვლევების ფართო სპექტრი, მათ შორის ისეთი მაღალტექნოლოგიური კვლევები როგორიცაა: აივ/შიდსის, ვირუსული ჰეპატიტების, ტუბერკულოზის და სხვა ინფექციური დაავადებების დიაგნოსტიკა რეალური დროის (მყისიერი) პჯრ მეთოდით. ასევე, აივ/შიდსის, ვირუსული ჰეპატიტების, პაპილომავირუსებისა და სხვ. ვირუსების გენოტიპირება და სუბტიპირება ჰიბრიდიზაციისა და სექვენირების მეთოდით. თავ-ზურგტვინის სითხის კვლევა ვირუსული მენინგიტისა და ენცეფალიტების გამომწვევ პათოგენებზე, რეალური დროის მულტიპლექს პჯრ მეთოდით. ამ მაღალტექნოლოგიური მეთოდის საშუალებით შესაძლებელია უმოკლეს დროში, მრავალი პათოგენის დნმ/რნმ-იდან ერთ ტესტში მოხდეს დაავადების გამომწვევის იდენტიფიცირება.

ლაბორატორიამ აღმოჩენიდან უმოკლეს დროში, ერთ-ერთმა პირველმა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში დანერგა IL28B გენოტიპირება ალელების დისკრიმინაციის მეთოდით, აივ ტროპიზმის განსაზღვრა სექვენირების მეთოდით, ვირუსებისა და ბაქტერიების სამკურნალო პრეპარატებისადმი რეზისტენტობის განსაზღვრა რეალური დროის პჯრ და სექვენირების მეთოდებით და ა.შ. ამ მეთოდების საფუძველზე იღებენ გადაწყვეტილებებს მკურნალობისა და ოპტიმალური რეჟიმების შერჩევის თაობაზე.

ლაბორატორია კურირებს აივ/შიდსის მოლეკულური დიაგნოსტიკის რეგიონულ ლაბორატორიებს, ატარებს სპეციალისტების ტრეინინგებს და უზრუნველყოფს ლაბორატორიების მუშაობის მონიტორინგს.

კლინიკური ვირუსოლოგიისა და მოლეკულური მედიცინის ლაბორატორია ყოველწლიურად წარმატებით გადის ხარისხის გარე კონტროლს შიდსის დარგში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის კოლაბორატორ საერთაშორისო აკრედიტირებულ რეფერენს ლაბორატორიაში (NRL EQAS). ლაბორატორიას მინიჭებული აქვს ISO 9001:2008 სერთიფიკატი და ქართული ხარისხის ნიშანი.

გამოცდილება

რატომ აგვირჩევთ

ცენტრში მუშაობენ მაღალი დონის პროფესიონალი და გამოცდილი ინფექციონისტები

გამოცდილება

ექიმები

ხარისხიანი

მომსახურება

დადებითი

კონსულტაცია

24 საათი

მხარდაჭერა