Loading...
ლუბლიანას ქ. N70, 0159, თბილისი, საქართველო
(+995) 557 252 784
   
Statistic Statistic

შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის საერთაშორისო დღე

 

18 მაისი - შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის საერთაშორისო დღე

„გვახსოვს, ვმოქმედებთ, ვიბრძვით მომავლისთვის!“

 

AIDS

2025 წელს მსოფლიო ამ დევიზით აღინიშნავს შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის საერთაშორისო დღეს, რომელიც მოგვიწოდებს, გარდაცვლილთა მოგონებასთან ერთად გამოვაცხადოთ გლობალური სოლიდარობა აივ ინფიცირებულების მიმართ, ვიმოქმედოთ, რათა დავარღვიოთ სტიგმისა და დისკრიმინაციის ბარიერები და ვიბრძოლოთ იმისათვის, რომ 2030 წლისათვის დასრულდეს აივ/შიდსის ეპიდემია.

შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის დღე პირველად სან-ფრანცისკოში 1983 წელს აღინიშნა. მოგვიანებით ამ დღის აღნიშვნა საერთაშორისო ტრადიციად იქცა და ყოველი წლის მაისის მესამე კვირას ათასობით ადამიანი ხელში ანთებული სანთლებით გამოდის ქუჩებში, რათა სოლიდარობა გამოუცხადოს აივ ინფექციით მცხოვრებ ადამიანებს და მათ ახლობლებს.

კვირას, 18 მაისს მსოფლიო 42-ჯერ, ხოლო საქართველო 29-ჯერ აღნიშნავს ამ დღეს, და კიდევ ერთხელ მოუწოდებს საზოგადოებას:

აივ ინფექცია/შიდსის ეპიდსიტუაცია საქართველოში

დღეისათვის, მსოფლიო სიტუაციის მიხედვით, საქართველო მიეკუთვნება აივ/შიდსის კონცენტრირებული გავრცელების ქვეყნებს სტაბილური ეპიდემიოლოგიური სურათით.

2025 წლის 18 მაისის მონაცემებით თენგიზ ცერცვაძის სახელობის ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში რეგისტრირებულია 11 218 აივ ინფიცირებული პირი, მათგან 8 409 – მამაკაცი და 2 809 – ქალი; 2 402 პაციენტი გარდაიცვალა. მიმდინარე წელს გამოვლინდა აივ ინფექციის 212 ახალი შემთხვევა. არვ (ანტირეტროსულ) თერაპიას იტარებს 6900-ზე მეტი პაციენტი

რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით შემდეგია:

რეგისტრირებულ შემთხვევათა გეოგრაფიული განაწილების მხრივ – აივ/შიდსის ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში, შემდეგ სამეგრელოში, აჭარასა და იმერეთში.

ჩაიტარე ტესტირება და გაიგე შენი აივ სტატუსი!

ტესტირება კონფიდენციალური და უფასოა!

შიდსის ცხელი ხაზი - 551 82 66 66

მისამართი: ლუბლიანას ქუჩა N70

გამოცდილება

რატომ აგვირჩევთ

ცენტრში მუშაობენ მაღალი დონის პროფესიონალი და გამოცდილი ინფექციონისტები

გამოცდილება

ექიმები

ხარისხიანი

მომსახურება

დადებითი

კონსულტაცია

24 საათი

მხარდაჭერა