თბილისი, ლუბლიანას ქ. N70
AIDS Center LOGO
სს თ. ცერცვაძის სახელობის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი
თბილისი, ლუბლიანას ქ. N70
Statistic Statistic

 

აივ ინფექცია/შიდსის გავრცელება საქართველოში

 

მართალია, მსოფლიო სტატისტიკით საქართველო მიეკუთვნება აივ ინფექცია/შიდსის დაბალი პრევალენტობის ქვეყნებს და, რაც კიდევ უფრო साინტერესოა, ამ ქვეყნებს შორისაც ერთ-ერთი ყველაზე ბოლო ადგილი უკავია, მაგრამ, მეორეს მხრივ, შიდსის ეპიდემიის კანონზომიერებიდან გამომდინარე, აივ ინფიცირებულების სავარაუდო რიცხვი საქართველოში 10500-ს უტოლდება. ეს კი ისეთი მცირერიცხოვანი ქვეყნისათვის, როგორიც საქართველოა, უკვე საკმაოდ სოლიდური რიცხვია.

საქართველოში აივ ინფექცია/შიდსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა 1989 წელს.

საქართველოში აივ ინფექციის რეგისტრირებულ შემთხვევათა რიცხვი

საქართველოში 2026 წლის 10 აგვისტოს მონაცემებით ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრში რეგისტრირებულია:

აივ-ით ინფიცირების 11 892 შემთხვევა
8924 - მამაკაცი
2968 - ქალი
2578 გარდაიცვალა.
2026 წელს გამოვლინდა 324 ახალი შემთხვევა. არვ მკურნალობაზეა 7432 (მათ შორის აფხაზეთში - 768) პაციენტი.
პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 40 წლამდეა.

სტატისტიკური მონაცემები

აივ ინფიცირებულთა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით
აივ ინფიცირებულთა განაწილება რეგიონების მიხედვით
საქართველოში გამოვლენილი აივ-ინფექციის ახალ შემთხვევათა დინამიკა წლების მიხედვით

აივ ინფექცია/შიდსის გავრცელება მსოფლიოში

გლობალურად, ეპიდემიის დაწყებიდან თითქმის 78 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა და 35 მილიონი გარდაიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში ახალი შემთხვევებისა და სიკვდილობის მაჩვენებლები ზოგადად მცირდება (გაფართოებული თერაპიის ფონზე), აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში კვლავ შეინიშნება ზრდის ტემპი, განსაკუთრებით რუსეთსა და უკრაინაში. დეტალური რეგიონული სტატისტიკა, ბავშვთა ინფიცირების მაჩვენებლები და ტუბერკულოზთან კოინფექციის მონაცემები იხილეთ საწყის დოკუმენტაციაში.