თბილისი, ლუბლიანას ქ. N70
AIDS Center LOGO
სს თ. ცერცვაძის სახელობის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი
თბილისი, ლუბლიანას ქ. N70
Transmission Transmission

აივ ინფექციის გადაცემის გზები

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ვირუსის გავრცელებისა და პრევენციის მეთოდების შესახებ.

როგორ გადაეცემა აივ ინფექცია?

არსებობს აივ ინფექციის გადაცემის 3 ძირითადი გზა:

სქესობრივი გზით: დაუცველი სქესობრივი კონტაქტით (პრეზერვატივის გარეშე) აივ ინფიცირებულ პირთან.
სისხლით / ინექციით: ინფიცირებულ სისხლთან ექსპოზიციით – არასტერილური სამედიცინო ინტრუმენტების ან ნარკოტიკების მოხმარებისას საერთო შპრიცების გამოყენებით.
დედიდან ბავშვზე: ინფიცირებული დედიდან ორსულობის, მშობიარობის ან ძუძუთი კვების შედეგად.

როგორ არ გადაეცემა აივ ინფექცია?

ვირუსი არ გადაეცემა ყოველდღიური უსაფრთხო კონტაქტებით:

ხელის ჩამორთმევით
საერთო ჭურჭლით
დახველებით/ცემინებით
ტუალეტით/აბაზანით
საცურაო აუზით
მწერების ნაკბენით
ურთიერთობა სამუშაო და საყოფაცხოვრებო გარემოში.

ინფიცირებისაგან თავდაცვა

როგორ ავიციлოთ თავიდან აივ ინფექცია?

სქესობრივი გზით

  • თავი შეიკავეთ დაუცველი შემთხვევითი კავშირებისაგან;
  • იყავით ერთგული თქვენი პარტნიორის;
  • მოერიდეთ შემთხვევით კავშირებს ან ისარგებლეთ პრეზერვატივით.

ინექციური გზით

  • ისარგებლეთ მხოლოდ ერთჯერადი ან გასტერილებული შპრიცებით;
  • უარი თქვით ნარკოტიკებზე, ან არ გამოიყენოთ საერთო შპრიცი.

დედიდან შვილზე

  • საქართველოში ორსულებისთვის ხელმისაწვდომია უფასო ტესტირება და მკურნალობა;
  • რისკი მცირდება 2%-მდე ანტირეტროვირუსული თერაპიით და საკეისრო კვეთით.