Loading...
ლუბლიანას ქ. N70, 0159, თბილისი, საქართველო
(+995) 595−39−55−66
   

ლაბორატორია

 

ლაბორატორიული სამსახური

 

კლინიკური დიაგნოსტიკის და ბიოქიმიის ლაბორატორია კლინიკური იმუნოლოგიის ლაბორატორია კლინიკური ბაქტერიოლოგიის ლაბორატორია შიდსის სადიაგნოსტიკო ლაბორატორია კლინიკური ვირუსოლოგიის და მოლეკულური მედიცინის ლაბორატორია

 

ექსპერტების შეფასებით ცენტრის ლაბორატორიული სამსახური ერთ-ერთი უძლიერესია აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. იგი აღჭურვილია უახლესი მაღალტექნოლოგიური აპარატურით და დაკომპლექტებულია უმაღლესი კვალიფიკაციის სპეციალისტებით, რომლებსაც, პრაქტიკულად ყველას გავლილი აქვთ გრძელვადიანი მომზადება აშშ-ისა და ევროპის წამყვან ცენტრებში.

ლაბორატორიული სამსახურის საქმიანობა ეფუძნება უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებს, რაც განაპირობებს ლაბორატორიული კვლევების მაღალ ხარისხსა და საიმედოობას. მას მინიჭებული აქვს ISO 9001:2008 სერთიფიკატი და ქართული ხარისხის ნიშანი.

ლაბორატორიული სამსახური წარმატებით მონაწილეობს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აკრედიტებულ ხარისხის გარე კონტროლის პროგრამაში, რომელსაც ახორციელებს ავსტრალიის ნაციონალური რეფერენს ლაბორატორია. აღსანიშნავია, რომ ლაბორატორიული სამსახურის მიერ ამ პროგრამის ფარგლებში საკონტროლო შრატებზე ჩატარებული კვლევების სიზუსტე ყოველწლიურად 99%–ს აჭარბებს.

ლაბორატორიული სამსახურის საქმიანობის მაღალ ხარისხსა და საიმედოობაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ სწორედ მას ანდობენ ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი ჯანდაცვითი პროექტების/პროგრამების ლაბორატორიულ მომსახურებას.

ცენტრში დანეგრილია თანამედროვე მაღალტექნოლოგიური სადიაგნოსტიკო მეთოდები, რომელთაგან არაერთი უნიკალურია როგორც საქართველოსთვის, ისე რიგ შემთხვევაში მთლიანად აღმოსავლეთ ევროპის რეგიონისთვის.

ცენტრში არსებული სექვენირების სისტემების მეშვეობით ხორციელდება ისეთი მაღალტექნოლოგიური მოლეკულური კვლევები, როგორიცაა აივ გენოტიპური რეზისტენტობის ტესტი, აივ ტროპიზმის ტესტი, C ჰეპატიტის ვირუსის რეკომბინანტული ფორმის განსაზღვრა სექვენირების გზით და ა.შ. ეს მეთოდები უნიკალურია სამხრეთ კავკასიის რეგიონისათვის და ხელმისაწვდომია მხოლოდ ერთეულ დაწესებულებებში აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით.

ლაბორატორიული სამსახურის არსენალშია რეალური დროის (მყისიერი) პჯრ დღეისაღვის მსოფლიოში საუკეთესო სისტემები, რომელთა მეშვეობით ხორციელდება ვირუსული და სხვა ინფექციური პათოგენების დნმ/რნმ თვი-სობრივი და რაოდენობრივი განსაზღვრა, რაც დღეისათვის წარმოადგენს უტყუარ და დასაყრდენ მეთოდს ინფექციური დაავადებების დიაგნოსტიკისათვის.

ყურადსაღებია, რომ ცენტრმა ერთ-ერთმა პირველმა ევროპაში 2010 წელს დანერგა ინტერლეიკინ 28B გენოტიპირება ამ მეთოდის აღმოჩენიდან მოკლე პერიოდში. ინტერლეიკინ 28B გენოტიპს უდიდესი ღირებულება აქვს მწვავე C ჰეპატიტის გამოჯანმრთელების პროგნოზირების და ქრონიკული C ჰეპატიტის მკურნალობის ოპტიმალური რეჟიმის შერჩევისათვის.

ცენტრში დანერგილია ტუბერკულოზის დიაგნოსტიკის სწრაფი მოლეკულური მეთოდი GeneXpert System–ი, რომელიც ტუბერკულოზის გამომწვევის გამოვლენასთან ერთად, საზღვრავს მისი სამკურნალო მედიკამენტის - რიმფაპიცინის მიმართ რეზისტენტობას.

ლაბორატორიული სამსახური ერთადერთია ქვეყანაში, სადაც დანერგილია ლატენტური ტუბერკულოზის დიაგნოსტიკა T-SPOT. TB (ELISPOT)-ის მეთოდით. ცენტრში ასევე ხელმისწავდომია ლატენტური ტუბერკულოზის სადიაგნოსტიკო მეორე თანამედროვე მეთოდი QuantiFERON Gold In-Tube.

ლაბორატორიულ სამსახური აღჭურვილია გამდინარე ციტოფლუორომეტრით FACSCalibur (Becton Dickinson, აშშ), რომელიც ამ ტიპის სისტემებში ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში და ერთადერთია საქართველოში. აღნიშნული სისტემა საშუალებას იძლევა ჩატარდეს ფართო სპექტრის იმუნოლოგიური კვლევები როგორც აივ/შიდსით ავადმყოფებში, ისე სხვა ინფექციური, აუტოიმუნური, ონკოლოგიური და სხვა დაავადებების შემთხვევებში.

ცენტრში დანერგილია ბაქტერიოლოგიური დიაგნოსტიკის უახლესი მეთოდები. კვლევებისათვის გამოიყენება მაღალი მგრძნობელობის ავტომატური სისტემები როგორიცაა Bact/Alert (BioMereieux, აშშ-საფრანგეთი) და VITEK2 Compact (BioMereieux, აშშ-საფრანგეთი), რომლის საშუალებითაც შესაძლებელია 330-მდე სახეობის ბაქტერიული პათოგენის და სოკოს სწრაფი, ზუსტი იდენტიფიკაცია, ასევე ანტიბიოტიკების მიმართ მგრძნობელობის განსაზღვრა.

ცენტრში დანერგილია სოკოს კულტივირების, მორფოლოგიური და ბიოქიმიური ტესტებით იდენტიფიკაციის მეთოდები.

სისხლის კლინიკური და ბიოქიმიური კვლევებისათვის ლაბორატორიული სამსახური აღჭურვულია ავტომატური ანალიზატორებით, მათ შორის COBAS INTEGRA 400 plus (Roche Diagnostics, გერმანია), ABL 80 (Radiometer, დანია), HUMACLOT DUO (Human, გერმანია), SYSMEX KX-21N (Sysmex, იაპონია).

ლაბორატორიული სამსახური წარმოდგენილია შემდეგი ლაბორატორიებით:

კლინიკური დიაგნოსტიკის და ბიოქიმიის ლაბორატორია კლინიკური იმუნოლოგიის ლაბორატორია კლინიკური ბაქტერიოლოგიის ლაბორატორია შიდსის სადიაგნოსტიკო ლაბორატორია კლინიკური ვირუსოლოგიის და მოლეკულური მედიცინის ლაბორატორია

გამოცდილება

რატომ აგვირჩევთ

ცენტრში მუშაობენ მაღალი დონის პროფესიონალი და გამოცდილი ინფექციონისტები

გამოცდილება

ექიმები

ხარისხიანი

მომსახურება

დადებითი

კონსულტაცია

24 საათი

მხარდაჭერა